Montag, 26. November 2018

ინტელექტუალები, ელიტა-ვინ არიან ისინი და გვჭირდებიან თუ არა დღეს?!





„კულტურა, როგორც სჩანს, ბარბაროსობის საპირისპირო რამ არ არის. ის საკმარისზე უფრო მეტად სტილიზირებული სიველურეა […]. კულტურა ჩაკეტილობაა, სტილია, ფორმაა, განწყობაა, გემოვნებაა, გარემოს გარკვეული სულიერი წყობაა, ყველაფერი ის, როგორც არ უნდა გიჟური, უცნაური, ველური, სისხლიანი ან საშინელი იყოს იგი. კულტურას შეუძლია ქარიშხალს, მაგიას, პედოფილიას, ბუას (vitzliputzl), ადამიანურ მსხვერპლს, კულტურის ორგიებს, ინკვიზიციას, განაჩენს, ქორეას (ნერვული დაავადება), შხამით მოწამლვა-მკვლელობებს და ათასგვარ საშინელებებს მოიცავდეს.“ (თომას მანი)"

როდესაც სტალინმა 1932 წლის 26 ოქტომბერს მოსკოვის მწერლები გაქცეული მდიდარი ვაჭრის იუგენდ სტილით აშენებულ საუცხოო ვილაში შეკრიბა, რომელიც ახლა უკვე იტალიიდან „სოციალისტური რეალიზმის“ ასაყვავებლად მიწვეულ მაქსიმ გორკის ეკუთვნოდა, მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჩვენი ტანკები არაფრად ღირს, თუკი სულები, რომლებმაც ისინი უნდა მართონ, თიხისაგან არიან. ამიტომაც ვიტყოდი, რომ სულების წარმოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკებისა… და ამიტომაც ვწევ ჩემს ჭიქას თქვენთვის, მწერლებისათვის, სულის ინჟინრებისათვის.“
სტალინის სტრატეგიამ იმუშავა. ტერორისა და პროპაგანდის თანდემმა 1933 წლისათვის ქვეყანას ადამიანთა მიერ ხელით გათხრილი 227 კილომეტრიანი ბელომორის არხი შესძინა. მუშა ხელები 220 ათასი გულაგის ტყვისა იყო, რომელთაგანაც ათიათასობით იმ არხშივე ჩაიმარხა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა კანონიერი ქურდების ინსტიუტიც, რომლებიც ამ მშენებლობის შიდა სამზარეულოს დამატებით აკონტროლებდნენ. 122 ინტელექტუალმა კი 38 დღეში ბელომორის არხის „ი.ბ. სტალინის მეთაურობით დიდებული მშენებლობის ისტორიას“ ასეთივე „დიდებული“ წიგნი მიუძღვნა.
ზოგადად ბუნებისა და კერძოდ კი, წყლის მოთვინიერება, სსრკ აგენდის ერთ-ერთ პირველ პუნქტად იქცა. დღესდღეობით დასავლელ მკვლევარებმა უკვე იციან, რომ საბჭოთა კავშირში ხშირად 50/70 პროცენტამდე წყალი უბრალოდ მიწაში იკარგებოდა ამ გადამკვალავ სამუშაოებთან ერთად. გარდა ამისა, მიწის მილიონობით ჰექტარი იტბორებოდა და შეუქცევადად ნადგურდებოდა როგორც ფლორა, ისევე ფაუნა, ხოლო დარჩენილ წყალს ზუსტად იმდენივე ენერგიის გამომუშავება შეეძლო, რასაც, მაგალითად, იმავე ადგილიდან აღებული ნამჯის დაწვა და მის მიერ გამოყოფილი სითბო შეძლებდა, რომლის თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. გიგანტური პირველი ჰესის„დნეპროჰესის“ დღესდღეობით გამოთვლილი პროდუქტიულობა. ასეთივე კონტრაპროდუქტიული აღმოჩნდა ვოლგის ახლომდებარე ე.წ. კუიბიშევის ზღვა, რომელმაც უბრალოდ დაალპო მიმდებარე ტერიტორია და მდინარეში კი წყლის დონე კატასტროფულად დასწია.
მაშინ არავინ ფიქრობდა არც ეკონომიაზე და მით უმეტეს არც ეკოლოგიაზე. გიგანტური წყლის პროექტებს კი 1950-იან წლებამდე საიდუმლო პოლიციის ქვედანაყოფები კურირებდნენ. დაგეგმილი იყო კიდევ ბევრი სხვა „შესწორებები“ ლანდშაფტში: „დაე, ციმბირის ბანჯგვლიანი გულმკერდი ქალაქის ცემენტის ტანკებით შეიმოსოს, გამოცდილი ქვის შენაკადებითა და ფაბრიკის საკვამურებით, გადაიკოჭოს რკინიგზის ტრასებით. ტაიგა დაიფერფლოს და გაიჩეხოს, სტეპი დაიჭყლიტოს, დაე, ეს გარდუვალია. აი, მაშინ კი, მხოლოდ ცემენტსა და რკინაზე აღმოცენდება ადამიანთა ძმური კავშირი […]“- ეს ვ. სასუბრინის 1926 წლის სიტყვებია.
1966 წელს შვედ ბიოლოგმა აღმოსავლეთის ზღვაში ჯერ თევზებში, შემდეგ კი არწივის ბუმბულებში უაღრესად საშიში ქიმიური ნივთიერება PCB (პოლიქროლიზირებული ბიფენოლი) აღმოაჩინა. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა სიცოცხლის ახალი მტრის სახელწოდება- PCB. ნივთიერების უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ მთელი ფაუნას გამრავლება შეწყდეს. გრამის მემილიონედი ნახევარი ლიტრ წყალზე საკმარისია, რომ მთლიანი ოკეანე გაუკაცრიელდეს. PCB - ს წარმოება მთელს მსოფლიოში აიკრძალა. 1974 წელს კი ხელი მოეწერა ჰელსინკის აღმოსავლეთის ზღვის შესაბამის შეთანხმებას. საბჭოთა კავშირმაგანაცხადა, რომ ამ ნივთიერებას არ აწარმოებს და არც მომავალში დააპირებს. 1976 წელს კი ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოფოზოკის ერთმა თანამშრომელმა, საბჭოთა კავშირის მდინარეების წყლების კვლევა დაიწყო. PCB სსრკ-ს პრაქტიკულად ყველა მდინარეში აღმოჩნდა, ხოლო ნივთიერების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, როგორც გაირკვა, PCB -ს იარაღის საწარმოებლად იყენებდა. რასაკვირველია ნარჩენებს უდარდელად რეცხავდნენ მდინარეებსა თუ ზღვებში. ისევე, როგორც მაგ. აზერბაიჯანში, ნავთის ნაკლები საჭიროებისა და შესაბამისად მისი ნაკლები მოცულობით წარმოების მაგიერ, რასაც ლოგიკურად მუშათა ხელფასის დაკლება უნდა მოჰყოლოდა, ჩვეულებრივ მაქსიმალური ნავთობის რაოდენობის წარმოებას აგრძელებდნენ. რასაც ვერ ითვისებდა ინდუსტრია, პირდაპირ ეშვებოდა კასპიის ზღვაში. ამ ტიპის ბრძანებებს კი, როგორც წესი, ჩვეულებრივი ბრიგადირი იძლეოდა. აზოვის ზღვაში დღეს დაჭერილი თევზი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაჭერილი თევზის რაოდენობის 0.011 %-ია. ერთ დროს ეს ზღვა მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი ზღვა იყო და სამჯერ მეტს თევზს იძლეოდა, ვიდრე აღმოსავლეთის, კასპიისა და შავი ზღვები ერთად აღებული. მიზეზი ზღვაში ჩარეცხილი ბორისა და ბერილის ნარჩენებია. 1975 წელს გამოშვებულ სსრკ-ის ჟურნალ „ჯანმრთელობა და ჰიგიენა“-მ ერთ-ერთი ქალაქის წყალში ბორის მჟავის შემცველობა გაასაჯაროვა. ციფრი ლიტრზე 0,5-დან 5 მგ-მდე მერყეობდა. ქალაქის მოსახლეობის შესაბამისი ასაკის მამრობითი სქესის დაახლ. 50 % შეუქცევადი იმპოტენციით იყო დაავადებული. მაშინ, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა 17 ათასამდე მავნე ნივთიერება და შენაერთი დაადგინეს, საბჭოთა კავშირმა 300 ყველაზე მომწამლველი ნივთიერებიდან საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ 15 ნივთიერება „აღმოაჩინა“ და რამოდენიმე თვეში „სტრატეგიული ინფორმაციის“ შენახვის საბაბით დატოვა სტენფორდის შეთანხმებაც.
დოტაციაზე მყოფი მწერლები, ხელოვანები, კულტურის დამსახურებული მოღვაწეები, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნების, ეკოლოგიისა და მოსახლეობის ბატონ-პატრონი ბრიგადირები, პარტ.მუშაკები - ეს საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეული საზოგადოების „პროგრესული“ მოწყობაა, სადაც მღვდელი და ეკლესია „წარსულს ჩაბარდა“.
ევროპაშიც მღვდელს ინტელექტუალი ანაცვლებს, თუმცა!…
იქ 1960-იანი წლებიდან მედიცინისა და ტექნიკის შეუქცევადი განვითარება იწყება. ინტელექტუალი ჯერ ისევ საზრდოობს თავისი კრედიტებით. მისი სათამაშო არეალი სოციალური კონფლიქტებია. მხოლოდ მან იცის, თუ რა არის ადამიანისათვის სარგო, ან საზიანო. მისი მთავარი დავალება მისი შეგრძნება და სუბიექტური, მისი სააზროვნო სისტემიდან აღმოცენებული წესრიგის ნორმების საზოგადოებისათვის პრეზენტაციაა, თავისი ავტორიტეტეტის წყალობით თავისი მორალური და ეთიკური ნორმების დადგენა და გახმოვანებაა. მაგრამ მისი ეს როლი უკვე საუკუნეებს ითვლის და ამდენად მწუხრის ჟამსაც. კომპლექსური საზოგადოებისათვის, სადაც საგნისა და დარგის სპეციალისტები, სტატისტიკა და თანამედროვე მეცნიერული ინსტრუმენტებია საჭირო, იგი უკვე არამცთუ გამოუსადეგარი, არამედ პროგრესის მუხრუჭიცაა.
როგორც ცნობილია, ინტელექტუალები ყველაზე ამორალური და უპრინციპო ხალხია. ასე იყო ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, სადაც ფაშიზმის დამცველებად პირველნი სწორედ სტუდენტობა და პროფესორები მოგვევლინენ. სწორედ მათ გააჩაღეს საერთო-სახალხო აღმზრდელობითი საქმიანობა დისციპლინისათვის, ქვეყნის ეკონომიური კრიზისიდან გამოსაყვანად. პარადოქსია, თუმცა ჟანრის კანონის თანახმად, იგივენი უდგებიან სწორედ ოპოზიციასაც ავანგარდში.
საქართველოში კი თანამედროვე ტექნიკის მიღწევების ნაცვლად ფოლკლორის ზეიმია. იქ, სადაც ბავშვები სპორტითა და განათლებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ისინი მოძველებულ ენაზე ლიტურგიასა და ქუჩურ გარჩევებში არიან ჩაბმულნი. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ცალკეა და ენერგეტიკის მინისტრს თავისი სავარძელი აქვს, ნიშნავს იმას, რომ მათგან არც ერთს არ აქვს წარმოდგენა, თუ რა ფუნქცია და ურთიერთკავშირში აქვს ენერგიასა და ეკონომიკას. იგივე ითქმის უკლებლივ სხვა დანარჩენ დარგზეც.
სივრცისა და დროის მიღმა გათრეული ქვეყანა ორი, ყველაზე დიდი რუსეთის აგენტის-ილია მეორესა და ბიძინა ივანიშვილის საჭიდაო მოედნადაა გადაქცეული საკუთარი გუნდითა და გულშემატკივრებით, სადაც ერთის მხრივ საბჭოთა ბნელი ელიტა და ინტელექტუალები, ხოლო მეორეს მხრივ მღვდლები და მრევლი ერთმანეთს მუშტებს უღერებენ, გარეთ კი 21 საუკუნეა.


შენიშვნა: ხშირად, თვით საგაზეთო სტსტაიების ქვეშ არაა მითითებული წელი, როცა მითითებულია თვე და დღე ან პირიქით.

გამოყენებული ლიტერატურა:
„Soll doch die Taiga eingeäschert werden“. DER SPIEGEL 46/1979. წყარო: http://www.spiegel.de/spiegel/print/d-39867245.html
Traum, Reiner: Die Ingenieure der Seele. 01.10.2003. წყარო: http://www.spiegel.de/spiegelspecial/a-272693.html

ფოტოკომენტარები:
1. რა უსურვა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს? წყარო: https://pia.ge/post/233589-ra-usurva-patriarqma-bizina-ivanisvils-
2. ბიძინა ივანიშვილმა კათოლიკოს პატრიარქს უმასპინძლა.2013-09-13. წყარო: http://www.newposts.ge/?id=19245
3. საქინფორმი: „საათი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ ივანიშვილს აჩუქა, ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენის მიერ არის ნაყიდი, და არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფულით“. წყარო: 
http://saqinform.ge/news/15948/saqinformi%3A+„saaTi%2C+romelic+patriarqma+ilia+meorem+premier+ivanishvils+achuqa%2C+qarTuli+warmomavlobis+rusi+biznesmenis+mier+aris+nayidi%2C+da+ara+qarTuli+marTlmadidebeli+eklesiis+fuliT“.html

იხილე აგრეთვე:
ოცი მილიონიც რომ დაჯდეს მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენობლობა დავაფინანსო - ბიძინა ივანიშვილი
http://www.newposts.ge/?l=G&id=117773-ივანიშვილი%2C+დაფინანსება&fbclid=IwAR0CZhfqRpIJTBhDVo6bsTorukPqES5swcezyfCMEDrcCb1hvKw7z56XE-k

Mittwoch, 3. Mai 2017

გახსნილი საზღვრები და ჩიხში შესული ქვეყანა



წლებია საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს - ხან მეტად, ხანაც ნაკლებად - იმის მიხედვით, თუ რა გეოსტრატეგიული მდგომარეობაა კავკასიასა და აღმოსავლეთში, ასევე რუსეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი როლი განსაკუთრებით ენერგო რესურსებს  და მათი მოპოვების გზებს ენიჭება. დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანში ნავთობის ბუმი ძალებს იკრებდა, პრაქტიკულად ყველა დიდი ევროპული ფონდი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია ბაქოში იჯდა. ეს ფონდები, როგორც საერთაშორისო მოღვაწეობასთან აუცილებელ არსებულ ეტიკეტს - ქველმოქმედების ელემენტსაც შეეფერება, გარკვეული საგანმანათლებლო მისიითაც იყვნენ დაკავებულნი, რის შესახებაც მათ ვებ-გვერდებზე შეიძლებოდა ინფორმაციის მიღება. ინტერნეტი იმ დროისათვის ახალი განზომილება იყო, თუმცა ეს ტექნოლოგია, დროის შესაფერისად, სრულად ჰქონდათ ათვისებული საერთაშორისო ორგანიზაციებს. გერმანული ფოლკსვაგენი, ბოში, ნორვეგიული ოლიეფონდი და სხვა დაწესებულებები ამაყად აცხადებდნენ კონკურსებს კავკასიის ქვეყნების განვითარებისათვის დაწესებულ სხვადასხვა გრანტებზე. ქვეყანებისათვის განკუთვნილი კონკრეტული პროექტების ძიება მათ ვებ-გვერდზე მოთავსებულ საძიებო ჩამონათვალში იყო შესაძლებელი. იძებნებოდა ქვეყანა აზერბაიჯანი და სასომხეთი, რუსეთიც, ყაზახეთიც, მაგრამ არ იძებნებოდა მათ გვერდით საქართველო. შესაბამისად არაფერი იყო განკუთვნილი საქართველოს განვითარებისათვის. ამ გვერდებს სისტემატურად ვაკვირდებოდი რამოდენიმე წლის განმავლობაში, სურათი არ იცვლებოდა. 2004 წელს ეს დაკვირვება შევწყვიტე.

დროთა განმავლობაში საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა. დღეისათვის მთავარ ბიუროს ადგილად მხოლოდ თბილისი დარჩა რიგი ფონდებისათვის, რადგან ბაქოს ავტორიტარული რეჟიმი და სასომხეთის რუსეთის სატელიტობა მათ იქ სრული გაქანებით მუშაობის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნების გამო, თბილისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე გახდა და რჩება.
საინტერესოა, რას წარმოადგენენ ეს ფონდები ზოგადად და რა არის მათი კონკრეტული მისია. რას აკეთებენ ისინი საქართველოში, რა საზოგადოებრივ ძვრებს იწვევენ ფონდებში მივლენილი უცხოელი აკადემიური თუ პრაქტიკული განათლების მქონე ადამიანები და რა მხარდაჭერას აძლევენ, მეორეს მხრივ, უცხოეთში მივლინებულ ქართული საზოგადოების რჩეულ, ელიტური წრის წარმოადგენლებს? საკითხი ვრცელია, სურათი კი არაერთგვაროვანი და არ იძლევა პირდაპირი ამოკითხვის საშუალებას. ზოგადად ცნობილია მხოლოდ ის, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერია ესა თუ ის ფონდი და მათი პოლიტიკური პლატფორმა. მაგალითად, გერმანიის პარტია CDU -ს (ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანება), რომლის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელია, კონრად ადენაუერის ფონდი უჭერს მხარს. კონრად ადეანუერის ფონდი ასევე მხარს უჭრდა თავის დროზე პარტია ქართულ „ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს მმართველ პარტიას წარმოადგენს და ცდილობს, დემოკრატიული გერმანული პოლიტიკური პრაქტიკებისაგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური ველის სრულ უზურპაციას.
მეორე გერმანული ფონდი, რომელიც ფრიდრიხ ნაუმანის სახელს ატარებს და ჰქვია - „ფონდი თავისუფლებისათვის“, გერმანიის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზურგის ქარია. პარტია ლიბერალურ პლატფორმაზე დგას და მემარჯვენეობისაკენ იხრება, რომელმაც ზედიზედ ორჯერ წააგო არჩევნები და შესაბამისად, ბუნდესთაგში შესვლის საშუალება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, შემოკლებით FDP-ს ანგარიში არ შეუძლია. თუმცა, მათი წლევანდელი საარჩევნო სლოგანია - „პარტია, რომელმაც ანგარიში იცის“. ამიტომაც, სრულებით ლოგიკურია, რომ ეკონომიური საკითხები მათ წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში უკვე უკანა პლანზეა გადაწეული. ისინი სახელმწიფო მოხელეთა შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიური და ეფექტური მართვის მაგიერ, ჩინოვნიკთა აპარატის რიცხვის გაზრდას აპირებენ, კერძოდ - ახალი, დიგიტალიზაციის სამინისტროს მოწყობით, რომლის ფუნქცია ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დიგიტალიზირება იქნებოდა. გარდა ამისა, ბაჟის გაზრდაზე პროპაგანდით - კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებით, რომ 50 %-ს არ უნდა გადააჭარბოს გადასახადმა, ის გადასახადი იგულისხმება, რომელიც პირდაპირ შემოსავალს წარმოადგენს. მოქალაქეების გადასახადებზე კი, როგორიცაა კომუნალური და მიმდინარე ხარჯები, რომელთა დაწესება სავარაუდოდ ყოველ ჯერზე თავიდან მოხდება, გერმანიას, როგორც სოციალურ სახელმწიფოს ყოველგვარი დამცავი ფუნქცია ეხსნება და ამდენად, დიდი სატყუარაა. აქედან გამომდინარე, არა კონსტიტუციაში რაიმე ტიპის ჩანაწერი, არამედ თანხების შესავალ-გასავალთა სწორი დაანგარიშება და ადამიანის არსებობისათვის საკმარისი რესურსები (თანხებით) ქმნიან სოციალური სახელმწიფოს საძირკველს. ეს პარტია ანალოგიური დასახელების ქართულ პარტიას მფარველობს და ნაწილობრივ მათი ეკონომიური პროგრამის მრჩევლადაც გვევლინება - პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელოა. 
გუშინ კონრად ადენაუერის ფონდის დახმარებით, „ფაბრიკაში“, გამოფენა „ცივი ომი“ მოეწყო. ისტორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, რვა ენაზე ნათარგმნი, უკვე სტანდარტიზირებულ მასალაზე გაცნობა ახლა ქართულ ენაზეც შეიძლება. ორი შესავალი სიტყვის შემდეგ გერმანელმა ისტორიკოსმა, პროფესორ როლფ შტაინინგერმა ცივი ომის შესახებ საინტერესო აკადემიური მოხსენება წაიკითხა. ფონდის მმართველმა, თომას შრაპელმა, რომელმაც გამოფენა გახსნა და ნაწილობრივ მოდერატორობაც ითავა, დამსწრე საზოგადოებასთან შენიშნა, რომ წარსულის „გადამუშავება“ და „გახსენების კულტურა“ ადვილი საქმე არაა არც ქართველებისათვის და როგორც წესი, ერთი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოებამ ამაზე ვნებათღელვების გარეშე შეძლოს საუბარი. იგივე აზრი გაატარა მეორე მოდერატორმაც, მის განკარგულებაში მქონე მცირე დროის მიუხედავად. როგორც სჩანს, ბატონებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას სიმართლის მოსასმენად განსაკუთრებული ხანგრძლიობის დრო ესაჭიროება. მაგრამ არც ერთს არ განუხილავს საქართველოს კულტურული სპეციფიკა, რაც ისეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორიც თავად მოხსენება და დამსწრე საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, წაკითხული ლექციის შემდგომ, ცივი ომის დროს, გარე პოლიტიკისადმი, მასში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე ქვეყნ(ებ)ის შიდა პოლიტიკის, ადამიანების კონკრეტული ბედის დაკავშირებას. გერმანიის „თაობათა კონფლიქტს“, რომელიც 1950-იანი წლებში მიმდინარეობდა ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა ახლდა თან - მატერიალური ისევე, როგორც ინტელექტუალური, ხოლო 1990 წლის რკინის ფარდისა და გერმანიის კედლის დაცემისას, იმავდროულად მოქალაქეთა თვითორგანიზებულმა კომიტეტებმა თავის თავზე აიღეს გერმანიის უშიშროების არქივის კონტოლი და იქ განთავსებული ინფორმაციის გადამუშავება. უშიშროების არქივის, მოკლედ კი -  შტაზის ყველა თანამშრომელი უკლებლივ დათხოვილ იქნა, გარდა დარაჯებისა და მალე ისინიც ჩანაცვლდნენ. მოხალისე ცივილისტებს ჩქარა გვერდით დაუდგნენ დასავლეთ გერმანიის განსწავლული ისტორიკოს-არქივარიუსები და დაიწყეს ცივი ომი შესწავლა როგორც საერთაშორისო, ისე მოქალაქეთა ყოველდღიურობის პერსპექტივიდან. დღეს BSTU-ს არქივის სახელით ცნობილი ინსტიტუცია გერმანიის ახლო წარსულის გამორჩეული მუზეუმია. კონკრეტული ადამიანების მიერ კონკრეტულ ადამიანებზე შექმნილი, ათეულობით კილომეტრობით თაროზე დახარისხებულ საქაღალდეებში არსებული, სისტემატური დასმენის დოსიეები - დაქვემდებარების სტრატეგიები, ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური - შეუძლია ნებისმიერ დაზარალებულმა ან მკვლევარმა გამოითხოვოს და გაეცნოს საკუთარი ან საკუთარი ქვეყნის ისტორიის ბნელ ფურცლებს - მოჰფინოს ნათელი ბნელს. საქართველოსთვის წარსულზე საუბარი, როგორც სჩანს, ჯერ საფრთხილოა. თუ რატომ - ამას შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან როგორც ავტორიტეტი უცხოელი დემოკრატიზაციის „დამხმარეები“, ისე ქვეყნის შიგნით არსებული კონიუნქტურა (სურათი). რეალობასა და რეალურ საჭიროებას აცდენილი, თვითტკბობაში ჩავარდნილი ევროპელი ჭკუის დამრიგებლები კითხულობენ საქართველოში აკადემიურ ლექციებს, რომელსაც ვერც ახალგაზრდა და ვერც ასაკიანი თაობა ვერ ათავსებს საჭირო რეგისტრში და ვერ აკავშირებს მას რეალობასთან საქართველოზე  და საქართველოში არსებული არასაკმარისი ინფორმაციის გამო. დარბაზში მსხდომთა ერთი მეოთხედი პირველი ათი წუთის განმავლობაშივე წავიდა, მხოლოდ თხუთმეტამდე  ადამიანმა, რომელთა უმეტესობა გერმანელი იყო, შეძლო ორიგინალურ ენაზე მოსმენა, ხოლო სინქრონულად ნათარგმნი მოხსენების დასასრულს სამოცდაათი ადამიანიდან, ორ-სამ ქართველზე მეტს არ გასჩენია საერთაშორისო მეცნიერისათვის შეკითხვის დასმის სურვილი. ღონისძიება, რომელსაც, დამატებით, გერმანიის სახელმწიფო ფონდმაც გაუწია ორგანიზება, უფრო ელიტარული, ვიწრო წრისათვის მოწყობილ მოგზაურობას ჰგავდა - რომელსაც ქართველებისათვის შემეცნების ელემენტი სრულიად აკლდა, ან თუ იყო, იყო დიდწილად არაეფექტური. სამაგიეროდ, გერმანელებს თვითრეალიზაციითა და უცხო ქვეყნის ხილვით ტკბობის საშუალებას უხვად აძლევდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უშუალო ინიციატივითაც ეს ღონისძიება მოეწყო, ძალიან მონდომებული იყო გამოფენის წარმატებით ჩასატარებლად. მათი უკიდურესად მწირი შესაძლებლობების ფონზე გაწეული სამუშაო, როგორც ღონისძიებისათვის, ისე ზოგადად საბჭოთა წარსულის გადასამუშავებლად, უზარმაზარია. მხოლოდ თავდადებული სიბეჯითის წყალობით შეიძლება იმ შედეგების მიღწევა, რასაც ისინი გრანტის მიღებიდან მორიგ გრანტამდე ახერხებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში ძველი ტიპის ჩინოვნიკები კვლავ მყარად სხედან სკამებზე და თავიანთ დანიშნულებად არქივის ადამიანებისაგან დაცვა მიაჩნიათ, ასევე ნებისმიერ ფასად, დაინტერესებული პირის დაბრკოლება ინფორმაციაზე მისაწვდომად, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იმედგაცრუებას უნდა იწვევდეს, უფროსი ევროპელი მკვლევარ -კოლეგებისაგან განსხვავებით საქართველოში  (ქართველებისათვის) კვლევა-ძიება. მაშინ, როდესაც ევროპის არქივებსა თუ უწყებებში დოკუმენტების გამოთხოვნა უკვე დიგიტალურ ფორმატში და ხშირად უფასოდ, ან სიმბოლური თანხის სანაცვლოდ შეიძლება, ანაც კვლევის ბოლოს კომპენსირდება, ქართული ეროვნული მუზეუმი და სხვადასხვა დოკუმენტების საცავები ერთი გევრდის ასლისათვის ათობით ლარს ითხოვენ. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ერთი საშუალო ზომის კვლევისათვის ათასობით გვერდის გამოთხოვნაა საჭირო, მაგრამ საქართველოში „ყველაფერს თავისი ფასი ადევს“ და როგორც წესი, ამ ქვეყანაში მუშაობა ინფორმაციის გადამალვა ჰგონიათ არქივარიუსებს ისევე, როგორც პოლიტიკოსებს.

ტოლს არ უდებს არც სუბიექტი - ქართული ოჯახი, რომელიც უფრო ადამიანების ციხეს წარმოადგენს, ვიდრე ნებაყოფლობითა და სიყვარულით არსებულ გაერთიანებას. არცაა გასაკვირი, რადგან იგი სახელმწიფოსაგან არსებული დამოუკიდებელი ერთეულია, არსებობს მხოლოდ ადამიანების კვლავწარმოებისათვის და სრულიად გამოცლილი აქვს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიური დაცვის ელემენტი. მართალია იგი თავისთავად ეკონომიური გაერთიანებაა, მაგრამ ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ის სრულიად თავის შესაძლებლობებზეა დაყრდნობილი. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი სერვისი - განათლება და ჯანდაცვა, ქვეყანაში, სრული ბუტაფორიაა. სახელმწიფო განათლება საბჭოთა კავშირში არსებული განათლების სიტემის აჩრდილია, ხოლო ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად არ მოქმედებს. 70 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეთათვის ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი უმაქნისია და თანამედროვე ფაშიზმის ფორმას წარმოადგენს, სადაც პენსიონერი საკუთარი მწირი პენსიით, რომელიც 100 დოლარსაც არ უტოლდება, ყიდულობს წნევის და ტკივილის წამალსაც, ანტიბიოტიკსაც და საჭმელსაც, ან აკეთებს არჩევანს და შემდეგ პენსიამდე ელოდება გამოფიტვამდე და ნელ სიკვდილამდე. შედარებით ახალგაზრდები ასევე საკუთარი ჯიბიდან ჰფარავენ თითქმის ყველაფერს. აქაც დიდი მოთმინებაა საჭირო. ამიტომ, ოჯახებისთვის ყველაზე დიდი რესურსი შვილებია და ყოველგვარი ხერხით ცდილობენ ოჯახის მეთაურები, არ გაუშვან ისინი თვალთა ხედვის არეალიდან შორს. ერთი კვირის წინ აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში 17 წლის წარმატებული მოსწავლე გოგონა 10 წლით უფროსმა მამაკაცმა ქორწინების მიზნით  სკოლიდან გაიტაცა. არადა ეს დანაშაული წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო და პოლიტიკური ნების შემთხვევაში მისი ერთი ხელით გაქრობა კვლავაც შესაძლებელია. ორი დღის განმავლობაში ტიროდა გოგონას ოჯახი და უმოქმედო იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც მამაკაცის ახლობლებთაგან ყველამ უკლებლივ იცოდა, თუ სად ამყოფებდა მათი ნათესავი გატაცებულ გოგონას. ორი დღის გასვლის შემდეგ ტვინგამორეცხილი და დაშინებული გოგონა „ნებაყოფლობით გაჰყვა“ მომტაცებელს. მოტაცების ფაქტის დაფიქსირების გამო გამტაცებელმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბიუჯეტს ჯარიმა გადაუხადა და „ბედნიერი ქორწილის“ ზეიმიც შესაძლებელი გახდა. როგორც სჩანს, ბიუჯეტში საკმარისი თანხები შედის, რათა არც ქართველ ჩინოვნიკებს მოაკლდეთ ბაირამობდა და დღესასწაულები. ტენდერები, რომლებიც ჩინოვნიკებისათვის ასობით კილოგრამი შოკოლადისა და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის საზამთროს საყიდლად იხარჯება, ამაზე მეტყველებენ. იგივეს ადასტურებს მილიონობით ლარის ოდენობით გაცემული მხოლოდ პრემიები - ბატონყმობის ლეგალური დემონსტრაცია.
ოჯახში ჩაკეტილობის პრობლემა, თუ კარგად დავაკვირდებით, მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებს არ ეხებათ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა და მოღვაწე ქართველმა ქალმა, კეთილი ნების გამოხატულებად, ნებისმიერი ლტოლვილი ახალგაზრდა გოგონას თავისთან სტუმრობის შესახებ გამოაცხადა. გამოჩნდა ლტოლვილი გოგონაც და მოგზაურობის სურვილიც, მაგრამ იქვე გაჩნდა მამაც, რომელმაც 20 წლის ზრდასრულ ქალიშვილს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. როგორც სჩანს პრობლემა უფრო გეოგრაფიულ-კულტურულია, ვიდრე ეთნიკური. შვილისათვის ვერც განვითარების ეშხმა და ვერც ნაჩუქარი ბედნიერი დღეების შესაძლებლობამ ვერ მოალბო სასტიკი მამის გული, რომელიც დიგიტალურ განზომილებაში გადაყვანილი საზოგადოების ნაწილია, პაუზის ღილაკ-დაჭერილი. გუშინ საპატრიარქოს წინ სხვა ქალმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - მან გადაწყვიტა თავი მტკვარში დაეხრჩო. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობასა და სუიციდს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. სხვა გამოსავალი მიგრაციაა, რაც უკვე განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობს, გაურკვეველი შედეგებით. დიქტატორული წესრიგის აგენტ-დეპუტატები (მაგ. ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები) კი, გამუდმებულ რეჟიმში, მორალსა და ღირსებაზე აპელირებენ.

გერმანელი მწერალი, ბერთოლდ ბრეხტი „სამგროშიან ოპერაში“ ბურჟუას, რომელიც ღარიბს უღირს საქციელზე მიუთითებს, ღარიბის პირით წამოაძახებს:
-„ჯერ მოდის სათქვლეფი.  შემდეგ მორალი. თუ ასე არაა, მაშ რით არსებობს ადამიანი?“

როგორც სჩანს, ქართველებმაც საკმარისად უნდა დაღეჭონ ეს სიტყვები- "ღირსება"-ცა და "მორალი"-ც, რომ სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფა დაიწყოს. მერე მათი გადაფურთხებაც შეიძლება. ასე მოხდა გერმანიაში და ალბათ ასე მოხდება ჩვენთანაც, მაგრამ გვახსოვდეს: განა ყველა კაცი კაცია და ყველა გერმანელი გერმანელი?! ისე კი, დამნაშავისათვის დანაშაულზე საუბარი ყოველთვის „ჯერ ადრე“ იქნება, ხოლო მსხვერპლისათვის ყოველთვის დაგვიანებული, ამიტომ, არჩევანის გაკეთება საღად მოაზროვნე მოქალაქეების ვალია დაუცველი ადამიანების წინაშე.

Mittwoch, 25. Januar 2017

ვანკა-სტანკა, ჰოკუს-ფუკუს, იყო და არა იყო რა… VANKA-STANKA, HOKUS-FOKUS, ES WAR UND NICHTS WAR



მგონი მეცხრამეტე დღეა, ფეხებქვეშ მიწა მომიზომეს, ამომთხარეს და მერე ზუსტად იმდენი დამაყარეს, რაც ჩემი მგზავრობისათვის იქნებოდა საკმარისი, არც მეტი და არც ნაკლები.

წინა წელს წინ ჩემი ერთი დობილიც ასე გადააადგილეს. ერთმა წელმა ერთი დღესავით გაირბინა, ახლა კი ეს ჩემი დღეები წლებად მეჩვენება. ამბობენ, ძველ ხეებს აღარ გადარგავენ და ადგილს აღარ უცვლიანო. მაგრამ ისეთი დრო დადგა, დედამიწის ზოგიერთ ადგილას დროის ათვლის წერტილები მუდმივად იცვლება, ან ცვლიან მავნე მავანნი. ასეთ ტერიტორიებზე ზოგჯერ ყველაფერია შესაძლებელი. ცივილიზებული სამყარო ამ ადგილებს „უფლებებისაგან თავისუფალ“ ზონებს უწოდებს. ადგილებს, რომლებსაც თავად დახმარების ხელს „უწვდის“, უხვად აფინანსებს, მათ მმართველებს საქმიან შეხვედრებსა და სუფრაზეც ეპატიჟება დროდადრო, მაგრამ გადის ათწლეულები და ამ „ზონებში“ არაფერი იცვლება დროის გარდა. ცალკეული გამონკლისების გარდა, იქ დრო უკუღმა ტრიალებს. სწორედ ამიტომ ასეთ ადგილებში მაცხოვრებელი ადამიანები თითქმის ვერაფერს გრძნობენ. ჯერჯერობით საქართველოც მათ რიცხვს მიეკუთვნება. ბევრის მომსწრე ვარ, გამიგია და მინახავს - ამბავი ქართველებისა და ამბები სხვებისაც. ამბებს ვიგებ ხმელეთით, ცითა და ზღვით - მე ჩემი არხები მაქვს.
აი, რა ვიცი საქართველოს შესახებ:

საქართველომ, მართალია, გერმანიისა და ინგლისის უშუალო პროტექციის ქვეშ 1919 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა და სახელმწიფოდ შედგომა მოახერხა, იგი ბოლშვიკების მუშაობის შედეგად 1921 წელს ისევ რუსეთის კლანჭებში, ამჯერად საბჭოთა დიქტატურის, თუმცა არსით თითქმის კვლავ ცარისტულ სისტემაში აღმოჩნდა. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ 1991 წელს საქართველოს სახელმწიფო კვლავ დაიბადა, თუმცა მას არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობის ნიშანთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი - კონსტიტუცია, ანუ შეთანხმება ქვეყანაში საერთო ქცევისა და წესების ნორმის შემოღებაზე. ედუარდ შევარდნაძის მიერ მთავრობის უზურპაციის შემდგეგ კონსტიტუციაზე მუშაობა ფორმალურად რამოდენიმე ჯგუფმა დაიწყო, დაიწერა არაერთი ვარიანტიც, საბოლოოდ კი შერჩეულ იქნა შევარდნაძის მიერ პირადად დაკვეთილი ვერსია ისე, რომ კონსტიტუციის დანარჩენი ვარიანტები, რომელთა მომზადება უცხოელი სპეციალისტების უშუალო დახმარება-დაფინანსებით მიმდინარეობდა, დაწუნებულად, ანუ გამოუსადეგად გამოცხადდა. საზღვარგარეთ მიწვეულ ქართველ და იქ მყოფთ იურისტთა და მრჩეველთა შორის გამართული  ფორუმები, ურთიერთთანამშრომლობა, მივლინებები - ყველაფერი ეს საქმის კეთების ილუზიასთან შეწყვილებული უაზრო შრომა და უშედეგოდ გაფლანგული რესურსი აღმოჩნდა. ქართული კონსტიტუციის წარმოქმნის მიმდინარე პროცესის დიდ ნაწილს უშუალოდ გერმანელი დოქტორანტი, ვოლფგანგ გაული ნაწილობრივ აკვირდებოდა და იკვლევდა, რომელსაც საქართველოს მთავრობაში კარგი კონტაქტები ჰქონდა და იქ მომუშავე ქართველი პოლიტიკოსებისაგან პირველ წყარო-დოკუმენტებით მარაგდებოდა. თუმცა მას დახმარებას სავარაუდოდ იმ იმედით აღმოუჩენდნენ, რომ ის, რასაც ახალგაზრდა დოქტორანტი, ბატონი გაული თავის კვლევაში აღწერდა, ქართველებისათვის გაუგებარ, უცხო ენაზე დარჩებოდა და საქართველოს რელობისა და ქართული ენის მიღმა იარსებებდა. ნაშრომი წიგნის სახით გამოიცა გერმანულ ენაზე, საქართველოში ამ ნაშრომს არავინს გასცნობია, სავარაუდოდ იგი მხოლოდ ერთეულებმა წაიკითხეს. ამ კვლევის მოკლე ნაწყვეტიდანაც ცხადად სჩანს, თუ რა მდგომარეობა იყო „შევარდნაძის საქართველოში“:

„კორუფცია განვითრების თანამშრომლობის პროგრამებში კომპლექსური და ტაბუდადებული თემაა. მიუხედავად ამისა, ეს აქ უნდა განვიხილოთ, რადგან კორუფცია სამართლებრივი ნორმების აღსრულებისას სამართლიანობის წინააღმდეგ დგას და ამიტომ სამართლებრივი დოკუმენტების ერთობლივი მომზადების პროექტებს საგრძნობლად ამუხრუჭებს. კორუფციას ხელს უწყობს აგრეთვე დამფინანასებელი უწყებების სუსტი შიდა ორგანიზაცია.
ამასთან კორუფციის მექანიზმები საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროგრამებში ისევე ფუნქციონირებენ, როგორც შიდა სახელმწიფობრივი ურთიერთობა ქვეყნისა საკუთარ მოქალაქესთან: 
ჩინოვნიკთა ხელოვნურად გაბერილი აპარატი, რომელიც ხშირად სხვა მიზნების გამოა დასაქმებული და რომელთა გასამრჯელო ამავდროულად ფისკალური მიზეზების (სახელმწიფო ხაზინიდან გამომდინარე ინტერესების) გამო არასაკმარისად ანაზღაურდება, იღებს ლეგალურ შემოსავალს სხვა წყაროებიდან, როგორიცაა მფარველობითი გარიგებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
ასეთი გაბერილი ჩინოვნიკთა აპარატის მიერ  წარმოქმნილი პროცესები კი მაგალითად, მრავალფეროვანი კანონები, როგორიცაა, სახელმწიფო კონტროლი, ნებართვის შეზღუდვები, აწესებენ შესაბამის „სტავკებს“ (თავიანთ ფასებს), რომლებიც იძლევიან მოქრთამვების შესაძლებლობების ფართო სპექტრს. ბიუროკრატიის ზოზინა ტემპიც ამ ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
კორუფცია ეფუძნება ამასთან შიდა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, რომლებიც ვერტიკალურადაა განლაგებული. ამასთან ეროვნული გამაკონტროლებელი ინსტიტუტებიც დამატებითი შემოსავლების წილში სხედან, რომლებიც არალეგალური მოგების ნაწილს ფიქტიური დავალებების განაღდების ხარჯზე, ანუ „ჩამაწოდე-ჩაგაწოდეს“ (ხელი ხელს ბანს) პრინციპით იღებენ.
დამფინანასებელთა მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი უწყება სახელმწიფოს შიგნით, რომელიც სუვერენულად მიიღებს გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს, პროექტზე პასუხისმგებელს სხვა არა დარჩენია რა, თუ არა:  „pay it or leave it“  (ან გადაიხადოს, ან თამაშიდან გავიდეს). მაგრამ დამფინანსებელთ შეუძლიათ წააყენონ მოთხოვნათა კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია კორუფციასა და ბუნდოვან გადაწყვეტილებებზე სანქციების დაწესება.“(1)

გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოსახლეობას იმ დროისათვის უბრალოდ „გადასცეს“, ხოლო მისი ამოსავალი პირველწყარო გერმანული კონსტიტუცია იყო და დღემდე რჩება. თვით კონსტიტუციის დოკუმენტზე მუშაობა ახლაც სისტემატურად მიმდინარეობს, თუმცა განათლების, წიგნსა და ხარისხიან ბეჭდურ მედიაზე ხელმისაწვდომობის თითქმის კატასტროფული მაჩვენებლის გამო ქვეყანაში მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს კონსტიტუციის შინაარსს და არც საკუთარი უფლებების შესახებ აქვს მიახლოებითი წარმოდგენა. ადამიანური ცხოვრების ქონა, კვების პირობებსა და საკუთარი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ადამიანის მთავარი, სასიცოცხლო უფლებების ნაწილია. ისევე, როგორც დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაშიც ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ზოგადად, ადამიანის ისტორიული წარსულითაა განპირობებული. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ადამიანი ბუნების წიაღიდან იღებდა ან ნაწილობრივ ივსებდა საკვების მოთხოვნილებას. საკუთარი საჭიროებისათვის ზომიერი ნადირობა, მიწის დამუშავება, ცხოველთა შინაური მეურნეობა, ნატურით გაცვლა - ესენი ადამიანის სარჩოს მოსაპოვებლად არსებული ძირითადი მეთოდები იყო. მე-19 საუკუნისათვის ევროპაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ქალაქში კონცენტრირებული მუშა-ხელისათვის კვების დეფიციტების შევსების აუცილებლობამ  პროდუქტების თვითუზრუნველყოფის იდეა გააჩინა, რის შედეგადაც დასახლებულ ცენტრებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე საბოსტნე მეურნეობები აღმოცენდა. ბაღების იდეა ძალიან მალე ავსტრიასაც გადაწვდა და გარკვეულ წრეებში ეკოლოგიურ ცხოვრების სტილის პოპულარიზება გამოიწვია. (2) მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში კერძო სარგებლობაში მყოფ ბაღებს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭათ. მათ პატარა ბაღები ერქვათ. პატარა ბაღები ქალაქებში ახლაც ბევრ ადგილასაა შემორჩენილი. დღესდღეობით მხოლოდ ქალაქ ბერლინის დასახლების დაახლოებით სამ პროცენტზე, სამ ათასამდე ჰექტარზე, 70 ათასზე მეტი ასეთი ბაღია გაშენებული, (3) სადაც ე.წ. „ბუნდის მცირე ბაღის  წესდება“ მოქმედებს. ამ ჯერ კიდევ ნაწილობრივ კაიზერის დროინდელი კანონის მიხედვით ბაღის მეპატრონე ვალდებულია ბაღის ფართობის მინიმუმ ერთ მესამედზე ხილ-ბოსტნეული აწარმოოს. (4) ბაღების ერთი ნაწილი პაწაწა ქოხებითაცაა განაშენიანებული. ისევე როგორც სხვაგან, ევროპაში, გერმანელი მოქალაქეების მიერ ბუნებისა და მის ბინადართა სიცოცხლის პატივისცემა (საკუთარისა და სხვისაც) სხვადასხვა კანონებით რეგულირდება, (5) რადგან მხოლოდ ბუნების სიყვარული არაა საკმარისი გარემოს დასაცავად. სპეციალური „ხის დაცვის კანონი“ არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზრდილ მწვანე ნარგავებს იცავს, არამედ კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე არსებული ხეების ბედსაც განაგებს იმდენად, რომ არა მხოლოდ მათი მოჭრა, ან გაკაფვა არამედ მათი ტოტების შეჭრა და იერსახის ცვლილებაც კი აკრძალულია მკაცრი რეგულაციებით. ხოლო თუკი მათ ახლომახლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ნარგავებს სამი ყვავილობის პერიოდში აკვირდებიან, ხომ არ მიიღო მცენარემ რამე სახის დაზიანება. ჰესენის მიწის სამშენებლო კანონის მიხედვით, მაგალითად, ხეების უნებართვოდ მოჭრა, რომელთა დიამეტრიც ერთ მეტრ სიმაღლეზე უკვე 60 სანტიმეტრს შეადგენს, აკრძალულია. შვედეთში კი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, მეფის ბრძანების საფუძველზე მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეების დარგვა წესად იყო შემოღებული. (6) გარდა ადგილობრივი კანონებისა, (7) ბუნების დაცვას ერთიანი ევროსტანდარტის კანონი, „ნატურა 2000“-იც არეგულირებს. (8) კანონი არ ეხება ხეხილს, სახურავზე და მიწაზე კომერციული მიზნებისათვის გაშენებულ ნარგავებს. საინტერესოა გერმანიის მაგალითზე ერთი 2015 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც WWF-ის ეგიდით მომუშავე ბაიერის ბუნების დაცვის კავშირმა ებრახის მიდამოებში გაშენებული ტყე განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ზონად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა ადგილობრივმა მიწის ხელისუფლებამ მისი ჩეხვა გააგრძელა. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ტყის მცველი ამტკიცებდა, რომ ნარგავები უმეტესად ძალიან ახალგაზრდაა და ადგილზე მხოლოდ რამოდენიმე ძველი ხე იყო შემორჩენილი - ისიც უკვე გამხმარი, ამდენად ამ ტყეს არ გააჩნდა განსაკუთრებული ფასეულობა. ჯიპიეს ტექნოლოგიით ადგილის დეტალურმა შესწავლამ სრულიად საპირისპირო სურათი აჩვენა: იქ მყოფ ორ  პროცენტამდე გამხმარი ხეების გარდა, რომლებიც უპირობოდ იქ არსებული ბიოტოპის სახეობებისათვის უძვირფასეს საკვებს წარმოადგენდნენ და აღრიცხულნი არ იყვნენ, 8 ჰექტარზე საკმაო სიძველის წიფლის ტყე იყო გაშენებული, სადაც 380-მდე ძირ ძველ ეგზემპლართაგან ზოგიერთი 180 წლისაც კი აღმოჩნდა. 3000 ძირი კი უკვე ასაკოვან ხეებს განეკუთვნებოდა, რომელთა გარშემოწერილობა 1,3 მეტრ სიმაღლეზე 80 სანტიმეტრს აჭარბებდა (9) - დასტური იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც სჭირდებათ კონტროლი და მხოლოდ კანონი ვერ იცავს სახელმწიფო და საერთო დოვლათს განადგურებისაგან. ტყე გაჩეხვას გადარჩა.
წინა საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების დაჩქარებულმა ტემპებმა  ბუნების კომპლექსურად აღქმა განაპირობა. ტერმინი ბიოტოპი სწორედ ამ კომპლექსურობის აღსანიშნავად შემოიტანა მეცნიერებაში1908 წელს ზოოლოგ ფრიდრიხ დალმა. ბიოტოპი, ანუ ბიოზონა ბუნების ერთი, გარკვეული ერთეულია, რომელიც  როგორც ტყეებს, ან წიწვოვანი ხეებით განაშენიანებულ ერთ ერთეულს, ისე ცალკეულ აღებულ ტბებს, მდინარეებს, ან ბუნების სხვა ერთიან ერთეულებს მოიაზრებს და მასში თანამცხოვრებ და ურთიერთმოქმედ ყველა ორგანიზმს გულისხმობს. იცვლება ბიოტოპის ერთი კომპონენტი, ირღვევა ბალანსი მასში მცხოვრებ ორგანიზმებს შორის, ბიოტოპი სახეცვლილება თავის მხრივ მასზე მიბმული დანარჩენი ბიოტოპებისა და უფრო დიდი მოცულობის ეკო სისტემის ცვლილებას განაპირობებს, რადგან ბიოტოპი არასოდესაა იზოლირებულად წარმოდგენილი. გარდა ამისა, ცივილიზებულ სამყაროში ხეებზე მზრუნველობა არა მხოლოდ ეკოსისტემაზე ზრუნვის ნაწილია, არამედ დღეს მას კულტურული დანიშნულებაც  გააჩნია. (10) ძველი ხეები უკვე ლანდშაფტის ისტორიას „ჰყვებიან“ და ამიტომ ისინი კულტურულ ძეგლებსაც წარმოადგენენ, რომლებსაც კონკრეტული მისამართები გააჩნიათ - კონკრეტულ ადგილებზე დგანან. ტყეებსაც თავიანთი ისტორია აქვთ თავიანთ „მაცხოვრებლებთან“ ერთად. ძველი ისტორიები უმეტესად ტურისტული ბილიკების მოწყობისას „ცოცხლდებიან“ თემის, სახელმწიფოს, ან სულაც ინფორმირებულ მოხალისეთა მიერ გაწერილ სხვადასხვა კულტურულ თუ ბუნების დაცვის პროგრამებში.(11)

2015 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობის ბრძანება ნომერ 431-ის მიხედვით, რომელიც დიდხანს არ გასაჯაროებულია, ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში არსებული პარკის მოსაწყობად სამი ე.წ. გიგანტური ხე შეიძინა. (12) მედიაში გავრცელებული სხვა ინფორმაციის მიხედვით, ხეები სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე იყვნენ დარგულნი და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენენ.(13) იმავდროულად, ხეების გადარგვა აჭარის მთვრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის მომტან დენდროლოგიური პარკის პროექტის ნაწილად გამოაცხადა, რომელიც შემდგომ ხალხის საერთო განკარგულებაში იქნებოდა გადაცემული. აჭარის მთავრობისადმი გაზეთ „ბათუმელების“ მიერ დასმული დამატებითი კითხვების შემდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკებმა წინა, ხალხისათვის სარგებლობის აღმწერი განაცხადი გააუქმეს და ნათქვამი უარჰყვეს: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია“.(14) შავიზღვისპირა ბოტანიკური ბაღის მშენებლობას რამოდენიმე წლის წინ ოლიგარქის თბილისის სახელმწიფო ბოტანიკურ ბაღში ჩასახლება უძღოდა. იურისტ ეკა ბესელიამ, რომელმაც საქართველოს შევარდნაძისეულ კონსტუტიციის შექმნის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა, განცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მნიშვნელოვან ობიექტებთან ერთად საკუთარი ჯიბიდან მრავალი წლის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღსაც ინახავდა, ამიტომ არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილი სწორედ მასზე გასხვისდა.(15) რამოდენიმე დღის წინ გაზეთ „გურიის მოამბის“ ცნობით, ოლიგარქ ივანიშვილმა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში მდგომი ასწლოვანი ჭადრის ხე შეთვალა.(16) გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული კერძო დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ციხისძირიდან სხვა, 50-მდე ხანდაზმული ხის გადარგვაა დაგეგმილი. შთამბეჭდავი კერძო ტყეპარკების მოწყობა საკუთარ მამულში ფეოდალური ხანის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ბაღის დაგეგმარება-მოწყობა ბაროკის დროს იქცა ყველაზე პოპულარულ სახელოვნებო საქმედ, სადაც ბაღი და საცხოვრებელი სივრცე რენესანსის ეპოქისაგან განსხვავებით ერთმანეთთან უკვე ჰარმონიულად იყო შეერთებული. უსვამდნენ რა ხაზს აბსოლუტისტი ფეოდალები ამ ხერხით თავიანთი ძალაუფლებით თვით ბუნების დამორჩილებას, მასში სხვა ეგზოტიკურ ნიმუშებსაც განათავსებდნენ, როგორიც მაგალითად აღმოსავლურ სტილზე ნაგები ფანჩატურები, ან გარდასული დროის ქანდაკებები იყო, რაც მებატონის სტატუსს ერთიორად ზრდიდა. ბაროკის დროინდელი ტყე-პარკები დღეს ევროპაში მუზეუმებადაა ქცეული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნიათ. პოსტსაბჭოთა ხანის ოლიგარქებმა ბაროკული პარკების გაშენება ახლა დაიწყეს. ის, რასაც ისინი ტურისტულ ატრაქციონად ან სახალხო კეთილდღეობად ნიღბავენ, კერძო სარგებლობისათვის განკუთვნილი პრივატიზებული, ანუ პირად მფლობელობაში არსებული დასახლებული ტერიტორიებია. „სახალხო კეთილდღობა“, „ტურისტების მოსაზიდად განკუთვნილი ინვესტიცია“, „ინვესტიცია ხალხის დასასაქმებლად“ - ესენი პროფილაქტიკის მიზნით გამოგონილი სატყუარა სიტყვათა შეთანხმებებია, რომლებიც ოლიგარქ(ებ)ს საშუალებას აძლევს მშენებლობის დროის განმავლობაში სავარაუდოდ ღარიბი ხალხის ფენისაგან წამოსული საპროტესტო ხელისშემშლელი აურზაურის გარეშე განახორციელოს თავისი სამშენებლო გეგმა - კერძო, დიდი ხნის წინ გადაფორმებულ საკარმიდამო ნაკვეთში, რომელიც რამოდენიმე ასეულობით, ზოგჯერ ათასჯერაც აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქის მფლობელობაში მქონე მიწასაც და საარსებო რესურსსაც. ამასობაში საკარმიდამო ნაკვეთებად თითქმის ახლად, სულ რამოდენიმე წლის წინ შემოღობილ სახელმწიფო საზოგადო ქონებას პატრონებისათვის უკვე ხანშიშესული ხეები სდარაჯობენ - ქმნიან რა საკუთრების ხანდაზმულობის ილუზიას, გნებავთ იმიჯსაც. ასაკოვან ხეებზე განსაკუთრებით უკრაინიდან და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან დღესდღობით დიდი მოთხოვნაა. 50 წლის მუხის ევროპული ბაზრის ფასი, მაგალითად, დაახლოებით 20 - 25 ათასი ევროს ფარგლებში  მერყეობს. ზოგჯერ ძლიერი ბუნებასაც ამსახურებს: ამ შემთხვევაში, „თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან“. სინამდვილეში ეს ახალი ტენდენციაა. ასეთ ტყეპარკებს ოლიგარქები საკუთარი ისტორიის (გა)დასაწერად იყენებენ, როდესაც მათი კონკრეტულ ადგილზე ყოფნისა და მფლობელობის დრო ხანდაზმული ხეების წყალობით ილუზორულად დაგრძელდება, ხოლო იმავდროულად იქვე მცხოვრები დარჩენილი მოსახლეობის ადგილზე ყოფნის დრო და უფლება რეალურად პირდაპირპროპორციულად მცირდება. სხვა ცოცხალი არსებები დროის გარეთაც გადიან. ბუნების საათის ფლობის ფიქციის საშუალებით ფიქტიური (ტრადიციის) ისტორია ფორმდება: „რამდენი წლისაა მამაშენის ბაღში ხეები?“ - კითხვის პასუხი დამატებით კითხვებს, როგორიცაა: „რამდენი ხანია, რაც ამ მამულში ცხოვრობთ?“ აღარ აჩენს. სხვა ფესვების გამოგონებაც საჭირო აღარ ხდება. გარდა ამისა, „ბუნებრივი“ დამცავი ღობე იმსიმაღლე და იმსისქეა, რომ ღობის იქიდან გადმოფურთხებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ტიპის ოინბაზობის საშუალებით უკვე თავისუფლად შესაძლებელია ერთ დროს არასასურველ დაბადების ადგილზე დაბადებულ „საქართველოს მოქალაქემ“ ერთ ადამიანში უპრობლემოდ შეითავსოს ერთმანეთთან ადრე თითქმის შეუთავსებელი სტატუს-სიმბოლოები: დიპლომი, სოციალურად დაცული ქვეყნის პასპორტის ქვეშ პროტეჟედ ყოფნა, წინაპრების მიერ ნაანდერძევი „ხანდაზმული“ მამული და ზედმიყოლებული გვარიშვილობაც.
რაც შეეხება დროს, მასზე დიდი ლაზღანდარობაა გამართული საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და ე.წ. უნეტარეს კათოლიკოსს-პატრიარქს შორის: ათეულობით ათასად დაკვეთილ საიუველირო საათს ხან ერთი სჩუქნის მეორეს, ხან ეს უკანასკნელი პირველს.
ზემოთ ვამბობდი, ფეხებქვეშ მიწა ჯერ ისევ გამოცლილი მაქვს და არ ვიცი - გავხევდები, თუ სქელ კანს შემოვიხვევ-მეთქი. ბოლოს ყველაფერი ალბათ მაინც მებაღეზე იქნება დამოკიდებული - სასტიკი შეძახილებით გამახმობს, თუ სიყვარულით მომრწყავს. თუ გადავრჩები, ვიცი, ადრე თუ გვიან, ჩემს ამომთხრელს ჩემს ფეხებთან დაასვენებენ. დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებათა ყველა მიგრაციულ პროცესს ოდესღაც თავისი დასასრული აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Gaul, Wolfgang: Verfassungsgebung in Georgien: Ergebnisse internationaler rechtlicher Beratung in einem Transformationsstaat. Berlin 2001, S. 354-355.


Montag, 29. August 2016

იდენტობა, რომელიც არ არის

მედიუმი
მარშალ მეკლუანის (Marshall McLuhan) ფრაზა - (თავად) მედიუმია შეტყობინება („The medium is the message“) ანუ ინფორმაციაა ის, რითაც იგი გადმოიცემა, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური ჩვენში, როგორიც დღესაა. 1967 წელს გამოშვებული მეკლუანის წიგნი, რომლის სახელიც  "The medium is the message" (მედიუმია შეტყობინება) უნდა ყოფილიყო, პოლიგრაფიული შეცდომის წყალობის გამო, სხვა სახელით დაიბეჭდა - „The Medium is the Massage“ (მედიუმი მასაჟია). ინფორმაცია მასაჟია, ანუ სხეულთან შეხებაა, სოციალური ინტერაქციაა, რომელიც სასიამოვნოა, რომელიც ამშვიდებს. რომელიც შიმშილსა და სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს ავიწყებს, მოკლე ან ხანგრძლივი დროით.

ინფორმაცია
მათეს სახარებაში იკითხება, რომ როდესაც ეშმაკმა იესოს გამოცდა მოუწყო - გადაექცია ქვები პურებად, თუკი იგი ყოვლისშემძლე იყო, იესომ უპასუხა: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“(მათე 4:4) ადამიანი სოციალური არსებაა და საკვებზე მეტად ინფორმაცია სჭირდება. ვართ თუ არა სწორად ინფორმირებულები, ამისი გამორკვევისათვის მასები არასოდეს ხარჯავდნენ დიდ ენერგიას, მთვარია - ინფორმაცია, ანუ პური ჩვენი არსობისა, რომელსაც ვითხოვთ ჩვენ. ვართ თუ არა საკმარისად ინფორმირებულები?! - ეს თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მანამდე კი თავადვე მოახერხოს სწორი ინფორმაციის შერჩევა. ფაქტია, რომ ინფორმაციის ნაკადის რაოდენობა დღითიღე იზრდება.

დისკურსი
„წმინდა წიგნი“ ანუ ბიბლია ყველაზე ხშირად წაკითხული და გაყიდული წიგნია. თავად ბიბლია სასწაულმოქმედი სულაც არაა, მეტიც, ხშირ შემთხვევაში მოძველებულსა და არასწორ წარმოდგენებს, ზოგჯერ დეზინფორმაციასაც ავრცელებს. იგი წმინდა გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდძალ ინფორმაციას ინახავდა. ძველ დროში მას კანონის წიგნად აღიქვამდნენ, მას ხელით სწერდნენ და ადამიანის განსაკუთრებული შრომის, შემოქმედების ნიმუშად ხედავდნენ. ბიბლიამ დისკურსი შექმნა, რადგან მას კითხულობდნენ, ან - წაკითხვისას ისმენდნენ. დისკურსს ქმნის ყველა (შემოქმედებითი) ნაწარმოები, რომელიც შემდგომ თავისსავე თავიდან გამომდინარე კომუნიკატურ აქტებს წარმოშობს: განხილვას, დიალოგს, მიმოწერას და ა.შ. „სადაცა იყუნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე.“(მათე 18:20) ტაძარიც, ხსოვნაც და დისკურსიც იქაა, სადაც ურთიერთშემხვედრი ორი, ან ორზე მეტი აზრია. აზრების წარმოშობის დროს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

მარხვა
ცოდნის დაგროვების წინაპირობა, პირველ რიგში, გამოცდილების აღწერა და მისი დაჯამებაა - სტატისტიკური მონაცემებივით - ასე იყო ადრე, ასეა ახლაც. ადრე გრძელვადიანად ცოდნის დამახსოვრება-დამუშავება მხოლოდ მუშაობისთვის ოპტიმალურ, მშვიდ ადგილებში იყო შესაძლებელი - იქ, სადაც ამქვეყნიური კანონები არ ვრცელდებოდა. ამქვეყნიურობა ნიშნავდა და ნიშნავს პირველ რიგში სხეულს და მასთან დაკავშირებული რესურსების ხარჯებს: დროს, ენერგიას, ნედლეულს ან ფულად სახსრებს. ყველაზე ეფექტური მუშაობისთვის, პირველ რიგში, უნდა იმართოს სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც ყველაზე მეტ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვენ. ესენია - კვება და რეპროდუქცია (გამრავლება).

წიგნსაცავი/ცოდნის ტაძარი
დამწერლობის შექმნასთან ერთად, პირველი ბიბლიოთეკები ეგვიპტეში წარმოიშვა. მასიურად ბიბლიოთეკები ძველ რომში გავრცელდა, სადაც იგი ყველა განათლებული მოსახლის საცხოვრებელში, ანაც საზოგადო მოხმარებისთვის, საჯარო სივრცეში იყო ხელმისაწვდომი. წიგნები ცოდნაა, ცოდნა - ძალაუფლება, ამიტომ წიგნსაცავები მნიშვნელოვან, ზოგჯერ საკრალურ ადგილსაც, ტაძარს წარმოადგენდნენ და ეს მეტაფორა ხშირად წიგნების შესანახად აშენებული საცავის შესაბამის არქიტექტურაში ისახებოდა. რომის იმპერიის დამხობოს შემდეგ ძველ წიგნებს განადგურებული საცავებიდან მონასტრები მფარველობდნენ, სადაც მათი ასლები კეთდებოდა, მათ გადაწერდნენ, რათა ცოდნა არ დაკარგულიყო და თაობებს შემოჰნახოდათ. ამ გარემოების წყალობით ერთ ადგილზე თავმოყრილმა ცოდნამ ეკლესია-მონასტრები ძალიან მალე სამეცნიერო კვლევით ცენტრებად აქცია, რამაც მათ დამატებითი სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. რადგანაც ცოდნის გადაცემა ძველი დროისათვის პრაქტიკულად პირისპირ ხდებოდა, წიგნებთან ერთად მათზე მომუშავე ადამიანებიც, პირველ რიგში კი, სასულიერო პირები ერთგვარი „ინფორმაციის საცავები“ გახდნენ. რელიგიურ სპირიტუალობას დაემატა ცოდნის ძალაუფლებაც. ადრე ეკლესია-მონასტრებს სათავადოები ან უფრო დიდი ერთეულები, სამეფოები პატრონობდნენ. ეკლესიათა წინამძღოლიც ხშირად ის ძმა იყო, რომელსაც მემკვიდროება არ ხვდა წილად.

სეკულარიზაცია
საქართველოში უნივერსიტეტს ზოგჯერ დღესაც ცოდნის ტაძარს ეძახიან. თუმცა ძველი რომისაგან განსხვავებით, იგი არც ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და აღარც თავის დანიშნულებას ასრულებს. ევროპაში სეკულარიზაციის პროცესებმა, რეალურად კი - ცოდნის საცავების გახსნამ და მასზე ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომობამ განმანათლებლობა აღმოაცენა. ცოდნის საცავების საკმაო ნაწილი დღეს დიგიტალური ფორმით, ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია, თუმცა სარგებლობის წინაპირობა გარკვეული ინსტრუმენტების ფლობის ცოდნაა, პირველ რიგში - შესაბამისი ენისა და ინფორმაციის გაფილტვრის წესებისა. ქართულენოვანი ცოდნა დღეს ძირითადად ისევ საბჭოთა კავშირში წარმოებულ, ჯერ კარგად შეკვეცილ, შემდეგ იდეოლოგიურად „შეზავებულ“, ლიმიტირებულ ცოდნას ეფუძნება.

საცავის განადგურება
ერთი შეხედვით რკინის ფარდასთან ერთად საზღვრების გახსნამ ქვეყნის განვითრებისათვის ბევრი საშუალება გააჩინა, თუმცა არ დადგა ცოდნის წარმოებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სიმშვიდე და სიმაძღრე. მანიპულირებული და მანიპულირებადი დემოკრატიის სხვადახვა წარმონაქმნებმა სოციალური პროტესტი შეისრუტეს, გააჩინეს განცდა იმისა, რომ პროტესტს ვიღაც ყურს უგდებს, პროტესტი ძალას იკრებს. მოთამაშეები დაიხარჯნენ, გასწიეს სამუშაო, რასაც წესით უნდა შეექმნა დისკურსიც, სადაც მოთამაშეები რეალურად თავიანთ თავს იპოვნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნი იყო „იდენტობა“, რომელიც ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ლგბტ თემს, დახმარებას ჰპირდებოდა. თანამშრომელთა თავდადებული მუშაობის შედეგად „იდენტობამ“ შეძლო ძალიან მალე სერიოზული მასშტაბებისათვის მიეღწია. იგი თითქმის ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში არსებული პრობლემების სისტემატური კვლევები და მათი პუბლიკაცია, არა მხოლოდ ლგბტ თემთან მიმართებაში. შედეგები უმეტესწილად ორ ვებ გვერდზე, http://identoba.org, http://17maisi.org თავსდებოდა, დიგიტალურად. იდენტობის ბოლო კრებულის გამოსვლამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეკამათებოდა, რომ ნაბეჭდი მასალა ძალიან ძვირია, ყველაზე მოხერხებულია მისი დიგიტალური ფორმით გავრცელება, რადგან საქართველო მესამე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, დიგიტალურზე სვამს ყველა.
„იდენტობის“ ამბავს დღეს სასამართლო იკვლევს, სავარაუდოდ მისი ხელმძღვანელის კორუფციული სქემით მუშაობის გამო. საქმე ექვსციფრიან თანხებს ეხება. თავად ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ფესიბუკის გვერდზე, რომელიც ამჟამად დახურულია, განაცხადა, რომ ნახევარ მილიონიანი ბიუჯეტის ორგანიზაცია დატოვა. დღეს იდენტობა აღარ არსებობს. ერთი ხელის მოსმით განადგურებულია ყველაზე ძვირფასი - მისი დიგიტალური ცოდნის საცავი, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავის პირად სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ცოდნა, რომლის შეგროვება დასავლეთის სახელმწიფოებმა გრანტების სახით დააფინანსეს და რომელზეც შემდგომ დაშენება შეიძლებოდა, სამწუხაროდ აღარ არსებობს. ორივე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი: შეთქმულების თეორია, ან ადამიანის დაუკმაყოფილებლობა. შესაძლებელია არსებოდეს მესამე ვარიანტიც, მაგრამ ეს დანაკარგის სიმძიმეს არ ამსუბუქებს. "იდენტობის" მიერ მოწყობილ სახტუნაო ბალიშზე ადრენალინდახარჯული მოთამაშეები გაურკვეველი ვადით არიან დათხოვნილები.


მხოლოდ ნაბეჭდი მედია ქმნის დისკურსს-ეს ფილოსოფოსიის ნებისმიერი ფაკულტეტის პირველი კურსის დასასწავლი სტანდარტული პოსტულატია!

Dienstag, 28. Juni 2016

მაკოცე

თეგები: თარგმანი, პოეზია
                 Übersetzung, Poesie

მაკოცე, ქერის ყანებს გადაღმა,
მწვანეზე მწვანე ბალახთან, ღამით,
ჩემსკენ წამოდი თავბრუდამხვევ ნაბიჯებით,
იმ ფეხსაცმლით,
მე კი - იმ კაბაში დაგიხვდები.


გთხოვ, მაკოცე, ღამის ბინდის რძისფერ შუქზე,
გამიყვანე მთვარის სხივ-გადაფარებულ მდელოს,
შენი ხელის აწევაზე
მუსიკა ჩნდება,
სანთლები ხტიან,
მთვარე ვერცხლს ყრის,
ჰოდა, რაღას ელი,
მაკოცე მერე!


მაკოცე, ძველი ხის ქოხის ქვეშ,
მასზე დაკიდებულ საქანელში მაქანავე,
წამოიღე თან ის ქუდიც, ყვავილებით,
და გავუყვეთ მამაშენის მონიშნულ ბილიკს.


გთხოვ, მაკოცე, ღამის ბინდის რძისფერ შუქზე,
გამიყვანე მთვარის სხივ-გადაფარებულ მდელოს,
შენი ხელის აწევაზე
მუსიკა ჩნდება,
სანთლები ხტიან,
მთვარე ვერცხლს ყრის,
ჰოდა, რაღას ელი,
მაკოცე მერე!

Donnerstag, 19. Mai 2016

Zwischen Allmacht und Ohnmacht / ყველაფრისა და არაფრის უფლებას შორის



Seit ein Paar Tagen bin ich in Georgien, eigentlich um ein Projekt für die jugendliche zu starten. Es ist gerade mal ein halbes Jahr her, als ich zuletzt hier war, eigentlich im Urlaub, wollte nur kurz meine Eltern, meine Schwester und meine kleine Nichte, zweijährige Sido (Sidonia) besuchen. 


Kaum war ich zu Hause angekommen, las ich im Facebook Netz, wo die georgischen Frauen um sich selbst zu Organisieren eine Gruppe gegründet haben, dass ein 19 jähriges Mädchen in Westgeorgien, bei Stadt Zugdidi den Frauenbeistand braucht. Es ist kaum zu glauben, aber Im 21. Jh. ist dieses Mädchen von Ihrem frisch gebackenen Ehemann geschlagen, gedemütigt, vergewaltigt und aus dem Haus raus geschmissen wurde deshalb, weil sie wohl keine Jungfrau mehr war. Diese unmenschliche Tat hat nicht nur die ganze Familie des Mannes mitbeobachtet, sondern auch alle Nachbarn wußten davon zeitnah bescheid.


Am nächsten Abend traf ich mit zwei Frauen aus der FB Gruppe in Tbilisser Café. Ich genieße auch mal gern zwischendurch ein glas Rotwein. Der georgischer Wein ist weltberühmt und hat viele gute Eigenschaften. Auch Espresso schmeckt mittlerweile in Georgien vorzüglich. Mit einem deutschen Cafe klatsch oder Abends mal mit Freundinnen auf ein glas Wein auszugehen hatte dieses Treffen leider nichts zu tun. Wir besprachen unsere Hilfsstrategie für das Mädchen, machten Notizen, planten die Fahrtroute nach Westgeorgischer Stadt Zugdidi, wo am nächsten Tag die Gerichtsverhandlung anfangen sollte über die Ehre, über das Leben, über die Gesundheit und über das Ansehen des geschädigten. Am gleichen Abend schrieb ich den Kurzbericht für die Ortspresse, den dann andere Frauen aus der Gruppe an den georgischen Verhältnissen angepasst haben. Am nächsten morgen früh, fuhren wir nach Zugdidi vor dem Verhandlungssaal. Wir sahen dort die Familie und die Gefolgschaft des Täters, alle samt in feierlicher Kleidung. Merkwürdiger weise hatten die meisten an den Füßen die Gartenlatschen an. Die wildgewordenen Beschützer des Täters beschimpften uns mit Worten etwa, wie - Huren und Schlampen aus der Hauptstadt. Es war ein sehr trauriges Ereignis, zuzusehen, wie die Menschen die verarmt sind und nichts mehr haben, bereit sind einander wortwörtlich aufzufressen. Wenig später besuchten wir auch die Familie und das Mädchen zu Hause.

Nach einigen Tagen beschaute ich in Tbilisi die wohl grösste Kathedrale Georgiens, die Sameba Kirche, die vor etwa zehn Jahren mit Spenden des ehemaligen Premier Ministers, Bidzina Ivanishvili aufgebaut wurde. Kitschig und ungewöhnlich sah und sieht immer noch die Ortschaft aus. Man findet im Hof der Kirche sowohl eine mongolische Pagode als auch eine nachgeahmte mittelalter Mauerkulisse. Es standen einige exotische Autos im Hoffe der Kirche. In der Kirche selbst waren die Ikonen ausgestellt. Sie hingen an den Wänden und unter jeder Ikone stand eine Spendenbox mit Aufschrift „Spende“. Mitten in der Kirche stand eine Glasvitrine mit einer vergoldeten Ikone der heiligen Maria. in der Vitrine hingen unzählige Schmuckstücke aus Gold: Halsketten, Ringe, Armreife - es konnten bestimmt einige Kilos zusammen kommen.


Die georgische Kirche ist mittlerweile zu einem Budget - Fresser geworden. Sie bekommt nicht nur die jährliche Unterstützung vom georgischen Staat in Höhe von etwa 27 Millionen Lari, sondern wird reichlich vom Staat und von den diversen Spendern beschenkt. Brauchen die Patriarchen der Kirche hier und da mal wieder ein schönes Grundstück, wo sie eine neue Kirche, ein Geschäft oder sogar eine private Unterkunft errichten wollen, macht sich der georgische Staat schnell gefügig und beschenkt großzügig die Kirchenpäpste. Eigentlich gibt es in Georgien nur einen Patriarchen, der als Katholikos -Patriarch des Gesamtgeorgiens genannt wird. Daneben aber gibt es andere, mit Patriarchen verbündete Bischöfe und diverse Amtsträger, die sich Einflussgebiete geteilt haben. Patriarch Ilia d.2. sitzt in Tbilisi, sein Neffe Dimitrij, ebenfalls der Kirchenamt Träger und ein Bischof „weidet“ die Gemeinde der zweitwichtigsten Stadt Georgiens Batumi. Andere Amtsträger haben die Einflussgebiete nach ihrer Rang und ihrer Wichtigkeit untereinander aufgeteilt. Die Kirchenamts Träger, Priester und diverse Mitarbeiter der Kirche bekommen offiziell keinen Lohn. Jeder verdient, wie er kann, oder aber streckt die Hand und bittet um die Hilfe.


Vor etwa ein Monat brach das Feuer in Sameba Kirche auf und beschädigte die Druckerei des georgischen Patriarchats, die ich eigentlich gerne eine Propagandaabteilung nenne. Nun seit Paar Tagen ist es bekannt geworden, dass die georgische Kirche eine Unterstützung vom Staat eingewilligt bekommen hatte in Höhe von etwa 2 800 000 Lari, eine beträchtliche Summe!
in den Vergangenen Monaten bekam aus dem Stadtbudget eine andere, ebenfalls in Bau befundene Makhata Kirche in Tbilisi für Bauzwecken 1mio. Lari.
in Georgien sterben vor Hunger jährlich etwa 300 Kinder, 77 tausend Kinder leben in Armut. Georgische Schule ist dringend zu reformieren. Die Staatliche Hochschulbildung ist fast nirgendwo auf der ganzen Welt zu gebrauchen. 
In November letzten Jahres trat öffentlich die abgeordnete des georgischen Parlaments, Rima Beridze auf und machte ein Menü für die bedürftigen Menschen, von denen es in Georgien mehrere tausende gibt, mit einem Tagesbudget von 1,80 lari bekannt. Auf der Frage der Journalisten, was es denn sei, antwortete sie, dass es ein „Menü eines festgelegten Mahlzeiten“ sei. Als ich mir das Menü genauer betrachtete und die Höhe der Kalorien ausrechnete, schwankten sie zw. 865 und je nach Menüangaben 1387,8 , max aber bis 1914,5 Kcal pro Tag.


Ich lebe schon seit Jahren in Deutschland, habe dort studiert und bin auch dort geblieben. Meine Eltern sind schon Rentner und leben in Georgien. Sie sind bescheidene Leute und brauchen nicht viel. Früher habe ich mal ein oder anderes Paket mit Geschenken gefüllt und per Post nach Hause geschickt. Mit der Zeit stabilisierte sich die Lage des Landes und ich bräuchte mir nicht den Kopf zu zerbrechen, wie ich noch meine Familie unterstütze, was viele meiner Landsleute taten und dies immer noch tun. Nun habe ich diesmal wieder ein Paket gefüllt und bevor ich nach Georgien flog, noch schnell zur Post gebracht. Üblicherweise schreibt man darauf den Wert der Sachen die man einpackt. Ich schrieb dann den Namen meiner Mutter und gab 120 Euro Wert an, unbedacht, so wie früher und so wie es jetzt auch der Fall war. Die deutsche Post arbeitet zuverlässig und das Paket wurde heute bei der Post geliefert. Der Postmitarbeiter teilte meiner Mutter mit, dass die Sendung verzollt wurde und eine Zollgebühr zu entrichten sei. Ich war verwundert, denn das war uns neu, das Paket war in der Tat nicht mal der Summe Wert - Süßigkeiten, kleine Geschenke, sogar meine Hygienesachen habe ich mit eingepackt, damit ich diese nicht ins Flugzeug schleppe, oder hier dann stressig einkaufe. Die Summe inkl. Zollservice-Gebühr etwa 100 Lari!
Ich war so wütend, dass ich bereit war das Paket zurückzuschicken oder diese vernichten zu lassen. Nur dann fiel mir ein, dass ich dort noch für meine kleine Nichte, kleine Sido zwei süsse Kleider, die Buntstifte und die Süßigkeiten mit eingepackt hatte und ich habe mich gefasst. Der Postmitarbeiter klärte uns auf: Geschenke, die Über 300 lari angenommen werden, müssen verzollt werden, auch die Rentner müssen dies tun. Andererseits gibt es eine Regelung in Georgien, dass die Kinder für ihre Eltern aufkommen müssen, wenn diese den Bedarf haben, oder auch wenn die Eltern schulden sammeln, oder etwa eine Notwendigkeit entsteht.


Mir ist klar geworden- der Staat muss irgendwie Ihr Budget aufpäppeln egal wie: bei den bedürftigen Kalorien zählen, bei den Rentnern Geschenke von ihren Kindern verzollen und bei kleinen Kindern, falls nötig - die Süssigkeiten abnehmen.


Gerissen zwischen der Allmacht der Patriarchen und der eigenen Ohnmacht bewegt sich der georgische Staat in Richtung Abgrund. Was wird wohl aus Georgien?!


P.S. 1 Euro entspricht etwa 2,43 Lari. Ach ja, noch vor zwei Jahren war 120 Euro nicht mal 300 Lari wert.



რამოდენიმე დღეა, რაც საქართველოში ვარ, მოზარდებისთვის პროექტის დაწყებას ვაპირებ. ნახევარი წელი გავიდა მას მერე, რაც ბოლოს აქეთ ვიყავი. მაშინ დასვენებას ვაპირებდი და თან ჩემი მშობლების ნახვაც მინდოდა, ჩემი დისა და პატარა დისშვილის, ორი წლის სიდუკასი. ჯერ რიგიანად მოსულიც არ ვიყავი სახლში, რომ ფეისბუკის ქსელიდან, სადაც ქართველ ქალებმა ერთმანეთის დასახმარებლად დახურული ჯგუფი შექმნეს, შევიტყე, რომ 19 წლის ზუგდიდელ გოგონას ქალების თანადგომა სჭირდებოდა. თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ეს გოგონა მისმა ახლად გამომცხვარმა ქმარმა სცემა, გვემა, გააუპატიურა და სახლიდან გააგდო იმის გამო, რომ იგი თურმე ქალიშვილი არ აღმოჩნდა. ამ არაადამიანურ საქციელს არა მხოლოდ კაცის მთელი ოჯახი ლამის თან ესწრებოდა, არამედ მეზობლებიც იმ წამსვე იტყობდნენ, ყოველი მომხდარის შესახებ.
მეორე საღამოს იმ ფბ ჯგუფის ორ ქალს შევხვდი ერთ-ერთ თბილისის კაფეში.
სიამოვნებით ვტკბები, თუკი დრო ამის საშუალებას მაძლევს, ჭიქა წითელი ღვინით. ქართული ღვინო მსოფლიოში ცნობილია და ბევრ კარგ თვისებასაც ატარებს. ამასობაში ესპრესომაც არაჩვეულებრივი გემო შეიძინა საქართველოში,
მაგრამ გერმანულ ყავაზე ჭორაობასთან და საღამოს მეგობრებთან ერთად ჭიქა ღვინის დასაგემოვნებლად გასვლასთან ჩვენს შეხვედრას არაფერი ჰქონდა საერთო. ჩვენ გოგონას დასახმარებელ სტრატეგიაზე ვსაუბრობდით, ვინიშნავდით ფურცელზე და ვგეგმავდით გზას დასვლეთ საქართველოს ქალაქ ზუგდიდში წასასვლელად, სადაც მეორე დღეს სასამართლო პროცესი უნდა დაწყებულიყო დაზარალებულის ღირსების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის და პატივისათვის. იმავე საღამოს პრესისთვის მოკლე დრაფტი დავწერე, რაც ჯგუფის დანარჩენმა ქალებმა ქართულ რეალობასთან მიმართებაში გადაასწორეს. მეორე დილით ადრე გავემგზავრეთ ზუგდიდის სასამართლო დარბაზის მიმართულებით. ჩვენ იქ დამნაშავის ოჯახი და მისი დამცველები დაგვხვდნენ, ყველა სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილიყო. უცნაურია, მაგრამ თითქმის ყველას ფეხზე ფლოსტები, ან ბაღის კალოშები ეცვათ. ველურად ქცეული დამნაშავის დამცავები გვლანძღავდნენ სიტყვებით, როგორიცაა-„ბოზები და ჩათლახები დედაქალაქიდან“. ძალიან სამწუხარო სანახავი იყო ეს ყოველივე - თუ როგორ არიან მზად გაღარიბებული ადამიანები, რომლებსაც აღარაფერი დაუტოვეს, სიტყვასიტყვით, შეჭამონ  და შეხრან ერთმანეთი. მოგვიანებით გოგონას ოჯახი და თავად გოგონაც მოვინახულეთ მის სახლში.


რამდენიმე დღის შემდეგ თბილისში საქართველოს ყველაზე დიდი კათედრალი დავათვალიერე, სამების ეკლესია, რომელიც დაახლოებით ათი წლის წინ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითა და ხელშეწყობით აშენდა. იაფფასიანი გასართობივით გამოიყურებოდა და კვლავაც გამოიყურება ეს ადგილი, რომელიც გაფორმებულია შუასაუკუნეების მაგვარი კედლის ფრაგმენტით, მონღოლური პაგოდაც იქვეა. ეკლესიის ეზოში რამდენიმე ეგზოტიკური ავტომანქანაც იდგა. თავად ეკლესიაში ხატები იყო გამოფენილი რომლებიც სათითოდ კედელზე ეკიდნენ, ყოველი ხატის ქვეშ - შესაწირი ყუთი წარწერით - „შესაწირი“. ეკლესიის შუაგულში ღვთისმშობელ მარიამის მოოქროვილი ხატი იყო მინის ვიტრინაში მოთავსებული. ვიტრინაშივე ეკიდა უამრავი ოქროს ჯაჭვი, სამაჯური თუ ბეჭედი -ერთად აღებული ალბათ რამდენიმე კილოგრამს აიწონიდა.


საქართველოს ეკლესია ამასობაში ბიუჯეტის შთანმთქველად გადაიქცა. იგი სახელმწიფოსაგან წლიურად დაახლოებით არა მხოლოდ 27 მილიონ ლარს ღებულობს, არამედ გულუხვად საჩუქრდება სახელმწიფოსაგან და შემოწირველებისაგან. თუკი ეკლესიის პატრიარქებს სადმე ლამაზი მიწის ნაკვეთი სჭირდებათ, სადაც ისინი ახალ ეკლესიას, სავაჭრო ობიექტს თუ პირადი საკუთრებისათვის ახალი სახლის აშენებას დააპირებენ, სახელმწიფო მათ სურვილებს უმალ ასრულებს და დიდი სტილით უძღვნის საჩუქრებს. საქართველოს წესით ერთი პატრიარქი ჰყავს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეწოდება. მის გვერდით არსებობენ მასთან შეკრული ეპისკოპოსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებმაც გავლენის სფეროები დაინაწილეს. პატრიარქი ილია 2. თბილისში ზის, მისი ძმისშვილი დიმიტრი კი - საქართველოს მეორე დიდი ქალაქის, ბათუმის მრევლს „აძოვებს“. თანამდებობის პირებს თავიანთი მნიშვნელობის მიხედვით აქვთ სფეროები დაქვემდებარების ქვეშ დაყოფილი. ეკლესიის ჩინოსნები, მღვდლები და სხვადასხვა თანამშრომლები ოფიციალურ ხელფასს არ იღებენ. ყველა გამოიმუშავებს იმას, რაც შეუძლია, ან ხელი აქვს გაწვდილი დახმარების მისაღებად.
დაახლოებით ერთი თვის წინ სამებას ეკლესიაში ხანძარი გაჩნდა და სტამბა დააზიანა, რომელსაც მე პროპაგანდის განყოფილებას ვეძახი. რამოდენიმე დღეა, ცნობილი გახდა, რომ ეკლესია სახელმწიფოსაგან ცეცხლის მიერ მიყენებული ზარალის გამო დაახლ. 3, 8 მილიონ ლარს მიიღებს, დიდი თანხაა!


გასული თვეების განმავლობაში თბილისში მეორე მშენებარე დიდ ეკლესიამაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამშენებლო მიზნებისათვის 1 მილიონი ლარი მიღო.
საქართველოში უკიდურესი შიმშილის გამო ყოველწლიურად 300 მცირეწლოვანი ბავშვი კვდება, ხოლო 77 ათასი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. საქართველოს სკოლას სასწრაფო რეფორმა ესაჭიროება. ქართული უმაღლესი განათლება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაშია გამოსაყენებლად ვარგისი.
გასული წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, რიმა ბერიძემ  საზოგადოებას უმწეო მოქალაქეების კვების მენიუ გააცნო, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს. დეპუტატმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერთი დღის მენიუს ღირებულება 1,80 ლარია. ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა არის ეს, მან უპასუხა, რომ ეს არის „სპეციალისტების მიერ შემუშავებული სადილის ერთჯერადი ნორმა“. მენიუს უკეთ დაკვირვებისას, როდესაც საკვების კალორიულობა გამოვთვალე, კალორიების რაოდენობა დღეში 865-დან 1387,8, მაქს. 1914,5-მდე მერყეობდა.


მე კარგა ხანია გერმანიაში ვცხოვრობ, იქ ვსწავლობდი და იქვე დავრჩი. ჩემი მშობლები უკვე პენსიონერები არიან და საქართველოში ცხოვრობენ. ისინი არ არიან ამბიციურები და ბევრი არ სჭირდებათ. ადრე ხანდახან ვგზავნიდი ამანათებს სახლში. დროის ცვლილებასთან ერთად ქვეყნის მდგომარეობა სტაბილური გახდა. მე არ მჭირდებოდა თავის მტვრევა იმაზე, თუ როგორ დავხმარებოდი ჩემს ოჯახს, რასაც ბევრი საქართველოდან წასული აკეთებდა და დღესაც აკეთებს. ამჯერადაც გავავსე ერთი ამანათი და სანამ საქართველოში გამოვფრინდებოდი, მივარბენინე ფოსტაში. ჩვეულებისამებრ მას ზედ ეწერება იმ ნივთების ფასი, რასც შიგ ეწყობა. დავაწერე დედაჩემის სახელი, მივუთითე 120 ევროს ღირებულება ახლაც ისევე, როგორც ადრე ისე, რომ არაფერზე არ მიფიქრია. გერმანული ფოსტა კეთილსინდისიერად მუშაობს, ამანათი დღეს მოვიდა. ფოსტის თანამშრომელმა აუწყა დედაჩემს, რომ გზავნილი გასაბაჟებელია და ბაჟია გადასახდელი. ძალიან გამიკვირდა, რადგან ეს რაღაც ახალი, ორი-სამი წლის წესია. ამანათის შიგთავსისი ფასი სინამდვილეში 120 ევროც არ იყო - ტკბილეული და პატარა საჩუქრები, ჩემი ჰიგიენური საშუალებებიც შიგ ჩავყარე, თვითმფრინავით რომ არ მეთრია ან აქ ჩამოსულს მერე საყიდლებზე მერბინა. გადასახდელი თანხა საბაჟოს მოსახურების ჩათვლით- დაახლოებით 100 ლარი!
ისე გავბრაზდი, მზად ვიყავი ამანათი უკან გამეგზავნა ან გამენადგურებინა. მაგრამ მერე გამახსენდა, რომ ჩემი იქ  პატარა დისშვილისათვისაც  ორი ძალიან ლამაზი კაბა მქონდა ჩადებული, ფერადი ფანქრები, ტკბილეული და თავი მოვთოკე. ფოსტის თანამშრომელმა განგვიმარტა, რომ საჩუქრები, რომლებიც 300 ლარს აღემატება, განბაჟებას ექვემდებარება, პენსიონერებიც ვალდებულნი არიან დაიცვან ეს წესი. მეორეს მხრივ საქართველოში დაკანონებულია, რომ შვილები მშობლების მარჩენალები არიან, როდესაც მათ ეს ესაჭიროებათ, თუ მათ ვალები დაუგროვდებათ, ან თუ გადაუდებელი აუცილებლობა წარმოიქმნება.
ჩემთვის ნათელი გახდა - ქვეყანამ თავისი ბიუჯეტი რაღაცნაირად უნდა შეივსოს, მნიშვნელობა არ აქვს როგორ: უმწეოებს კალორიები დაუთვალოს, პენსიონერებს შვილებისაგან მოსაკითხი განუბაჟოს და თუ საჭიროა, ბავშვებს ტკბილეულიც ჩამოართვას.


გაქაჩული, პატრიარქებისათვის ყველაფრისა და საკუთარ უუფლებას შორის, საქართველოს სახელმწიფო უფსკრულისაკენ მიექანება. რა ბედი ეწევა საქართველოს?!


პ.ს. ერთი ევრო 2, 43 ლარის ექვივალენტია. ჰო, ორი წლის წინ 120 ევრო 300 ლარსაც არ ფასობდა.






Donnerstag, 15. Oktober 2015

ვილაპარაკოთ საერთო ენა, ვოლაპუკ!



მადლობა მეგობარ თინას, შთაგონებისთვის, ფოტოსათვის და მასვე ეძღვნება


უცხო ენის შესაწავლა ყველას არ შეუძლია, რადგან დრო და არსებული რესურსები ხშირად ამის საშუალებას არ იძლევიან. არადა გარემო სამყაროსა და ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება ან/და საუბარი ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც. ამ საკითხზე ადამიანები უხსოვარი დროიდან ფიქრობდნენ. მეტიც, კომუნიკაცია ზოგჯერ იქაც დგებოდა, სადაც ამისი წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ამის საჩვენებლად კი ყველაზე კარგად ვაჟა-ფშაველას „გულთმისნობა“ გამოდგება.
„რამეთუ პირველად იყო სიტყვა“. ეს სიტყვებიც შემთხვევით არ დაწერილა. ვინც ენას ფლობს, ის ადამიანებსაც ფლობს, რამდენი ენა(ც) იცოდე, იმდენი კაცი ხარ-გამიგია.
ენის ათასგვარი ფორმები არსებობს, და მათ ბევრი დანიშნულებით იყენებენ. თუმცა ამ ფუნქციათაგან ორი მთავარი უნდა გამოირჩეს: ენა დაახლოების და ენა გათიშვის მიზნით. თუკი ექსცენტრულ-ექსტარავაგანტულ ხელოვანთათვის საკუთარი ენის შექმნა და მერე მისი გახმოვანება ხელოვნების აქტს წარმოადგენს და მისი დანიშნულება ენის განსაკუთრებული მნიშვნელობისთვის ხაზგასმაა, სხვებისთვის ერთი საერთო ენის მოძიება და შექმნაა იგივე მიზანი. საბოლოო ჯამში საერთო ენა ადამინებს შორის მშვიდობას აგდებს და მათი ურთიერთობის მოწესრიგებას ემსახურება. 
საერთო ენის შექმნის იდეა ახალი არაა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი საერთაშორისო ენის შექმნის მცდელობა 135 წლის წინ ესპერანტო კი არა, ვოლაპუკი იყო, ჩახვეულ-ჩაკვანძული ასოებით და იგი ბადენის ერთმა მღვდელმა, იოჰან მარტინ შლეიერმა (Johann Martin Schleyer) წამოიწყო.
1879 წლის 31 მარტს ერთ-ერთ თავის წერილში იგი წერდა, რომ მას ღვთაებრივი გასხივოსნება ეწვია და „რაღაც გამოუცნობი, საიდუმლო ხერხით, მაშინ როცა მე ჩვენი დროის უბადრუკობაზე ვფიქრობდი, ჩემს წარმოსახვას თვალწინ წარმოუდგა შენობა ჩემი საერთაშორისო ენისა“.
ამ ენობრივი ნაგებობის მთავარი იდეა იყო ის, რომ იგი ერთმარცვლიანი სიტყვებისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, რაც შეიძლება მოკლე და ნაკლები გრაფიკული ნიშნებით გამოსახული. ზოგადად ენა თავისათავად ეკონომიურობისაკენ ისწრაფვის. ლინგვისტების აზრით, რაც უფრო მოკლეა ტექსტი ერთიდაიგივე აზრის გამოსახატავად, მით უფრო დახვეწილი და ეკონომიურია ენა. ვოლაპუკის გამომგონებელიც ამ გზას დაადგა. ძირითადი საყრდენი სიტყვები ინგლისურიდან შეიტანა ახალ ენაში, გააუქმა ერთ სიტყვაში ერთად თავმოყრილ თანხმოვანთა კომბინაცია, ამოიღო ხმარებიდან ასევე ასო „რ“, რადგან მას ჩინელები ვერ გამოთქვამდნენ. იდეა მშვეიერი იყო, თუმცა დამაბნეველი გვერდითი მოვლენებით. სიტყვა „world“-ისგან შედგა „vol“, ხოლო სიტყვა „spaek“- ისაგან „pük“, საბოლოოდ კი გაფორმდა „Volapük“ - მსოფლიო ენა.
თუმცა მეორე წინაღობის გამოჩენას დიდი დაყოვნება არ დასჭირვებია. მღვდლის კლასიკურ განათლებას გამომგონებელი ლათინურითა და ძველი ბერძნულით ტყვედ ჰყავდა ხელში ჩაგდებული. ყოველგვარი პრეფიქს-სუფიქსი (თავსართ-ბოლოსართი) თუ რთული დროები: პერფექტ (ნამყო სასაუბრო), იმპერფექტ (ნამყო თხრობითი), პლუსკუამპერფექტ (ნამყო წინარე), ფუტურ 1 (მყოფადი1),  ფუტურ 2 (მყოფადი 2)  და ასევე აორისტი (ერთდროულად დროისა და ასპექტის კატეგორია) მისი ყველაზე დიდი თავგზაამაბნეველი აღმოჩნდა, შესაბამისად „le-mel“ ან „lem-el“ ხან ოკეანეს და ხანაც ვაჭარს ნიშნავდა.
თავიდან ამ ენის სისტემის არასტაბილურობა არავის ადარდებდა, სლოგანიც კი გაჩნდა: „ერთი ენა ერთი კაცობრიობისათვის“. 1888 წლისათვის სხვადასხვა ქვეყანაში 250-ზე მეტი ვოლაპუკ-საზოგადოება და1500-მდე ვოლაპუკ-სკოლა დაარსდა. მაგრამ აღზევებასთან ერთად დაღმასვლაც მალე მოვიდა. ენის ავტორი ისე იცავდა თავის გამოგონებას, რომ არანაირ კრიტიკასა და გაუმჯობესების შეთავაზებას იგი ყურს არ უგდებდა. 1887 წელს გაჩენილმა ესპერანტომ კი თავისი, უკვე ბევრისთვის ნაცნობი ლათინური სიტყვებითა და ძალზედ სადა გრამატიკით მალე დაიკავა ვოლაპუკის იდეის - საერთო ენის, როგორც მსოფლიო საერთაშორისო ენის ადგილი. ესპერანტოს დღეს წარმატებულად მოიხმარს ასოც ქვეყანაში ასი ათასიდან ორ მილიონამდე ადამიანი. ვოლაპუკმა კი ძალიან მალე დაკარგა აქტიურობა. შლეიერის სიკვდილის დროისათვის, 1912 წელს, იგი თიქმის უკვე ყველას მივიწყებული ჰქონდა. ვოლაპუკის ლექსიკონები და გრამატიკა მხოლოდ რამოდენიმე ენთუზიასტის წყალობით გადაურჩა მეორე მსოფლიო ომში განადგურებას. ინგლისელი რალფ მედლეი (Ralph Midgley) ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც 30 წელია ყოველთვიურ ჟურნალს, „Vög Volapüka“ -ს (ხალხის ხმას) გამოსცემს. ფასდაუდებელია ინტერნეტის წვლილიც, რისი მეშვეობითაც ყველაზე ეგზოტიკურ ინტერესების ადამიანთა ერთმანეთთან დაკავშირება ხდება. კვლავ აღმოცენდა ჯერჯერობით ერთი, მაგრამ ძალზედ პერსპექტიული ვოლაპუკ-საზოგადოება, რომლის წევრობა ათიდან ასორმოცდაათამდე ადამიანს ითვლის. როცა ესპერანტოს ავტორები თავიანთ მონაყოლში ისეთ ფიგურებს რთავენ, რომელსაც ვერა ადამიანიშვილი ვერ იგებს, ამბობენ, რომ მაშინ ისინი ვოლაპუკს ლაპარაკობენ.
მსოფლიო ამბების განვითარებას არც ჩვენი წინაპრები ჩამორჩებოდნენ. ივერიის ფურცლებზე იმ დროისათვის ერთი მოკლე სტატიაც კი გამოჩნდა.

ივერია N141     1887  წელი


სტატია ეყრდნობა ფაქტებს : 
http://www.general-anzeiger-bonn.de/bonn/bad-godesberg/wie-die-kuenstliche-weltsprache-entstanden-ist-article1313059.html. ნანახია 2015_10_15