Montag, 26. November 2018

საქართველოს (ჩამოშლილი) ეკონომიკა დღეს და წელს

"ვინც აქ ბიზნესს აკეთებს, გადასახადებიც აქ უნდა გადაიხადოს"
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წესდების ერთ-ერთი პუნქტი!

(2018 წლის იანვარში ბერლინის აღმ. ევროპის ინსტიტუტის ჩარჩოებში განხილული საქართველოს პრობლემები)

ამ კვირის დასაწყისში, ევროკავშირთან საქართველოს ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ (როგორც შიდა წრეები ვარაუდობენ, ევროკავშირისავე დავალებით) განაცხადა, რომ საქართველო თუ ასე გააგრძელებს, მისი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გადაიხედება და უვიზო რეჟიმის გაუქმების ინსტრუმენტები (Ausstellungsmechanismen für Visafrei) ამოქმედდება. საქმე იმაში გახლავთ, რომ მაგალითად, ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ შვეიცარიაში (შვედეთში არ აგერიოთ) ლტოლვილის სტატუსის მაძიებლეთა რიცხვი საქართველოდან 44 %-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც რეალურად ამ სტატუსის მაძიებელთა მხოლოდ 1 %-ის მოთხოვნა კმაყოფილდება.
საქართველოს მხრიდან გიორგი რუხაძემ ამ მითითებაზე საპასუხო კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს თავის მხრივ ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა შესჩერებელი მექანიზი არ გააჩნია. სოციალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, მაგრამ საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება და საშუალება ადამიანებს უკეთესი პირობების ძიება აუკრძალოს.
სულ სხბვა აზრზე არიან გერმანელი დამოუკიდებელი ექსპერტები. მათი აზრით, ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა არ გაუმჯობესებულა.
საქართველოს მოსახლეობის 50 % აგრარულ სექტორშია დასაქმებული, ამ დასაქმებულთა 50 % 0,2 ჰექტარზე ნაკლებ მიწას ფლობს, ხოლო 10 %-ს ერთ ჰექტარზე მეტი არ გააჩნია. 
საქართველოს საკვები პროდუქტის 60-70% იმპორტირებულია, რომლის ყიდვის საშუალება მაღალი მსყიდველობითუნარიანი ფენის პრიორიტეტია, რაც სკანდალის სფეროს განეკუთვნება.
„ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ მოსვლისთანავე გააჩენდა 6 000 დამატებით სამუშაო ადგილს, რაშიც დაიხმარდა სხვათა შორის პროექტს „აწარმოე საქართველოში“და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში არსებულ სხვა პროგრამებს.
მოხდა ზოგიერთი საწარმოს ევროპული სტანდარტების ზედმიწევნით დაცვით მოდერნიზირება, თუმცა ამან დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვია, ხოლო ნაწარმოები პროდუქტი გახდა ადგილობრივი ბაზრისთვის თითქმის ხელმიუწვდომელი, ასევე ექსპორტისათვის ძვირი. ბევრი ევროპელი დამოუკიდებელი ექსპერიტი (Blaustein etc.) ამბობს, რომ ეს მხოლოდ შოუა და ამას ეკონომიკის გაუმჯობესება - გაჯანსაღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მაინც საიდან მოდის მონოპოლისტების პროდუქტების შემსყიდველთა ფული?
საქართველოს დღეის მონაცემებით დაახლოებით ოფიციალურად 1 მილიონი ქართველი შრომითი (ე)მიგრანტი ჰყავს (სხვათა შორის სასომხეთიც იგივე დღეშია).
ქართველი მიგრანტების ფულადი გზავნილი ყოველწლიურად 1,5 მილიარდ ევროს შეადგენს. 1 თვის განმავლობაში ემიგრანტის მიერ საქართველოში გადაგზავნილი თანხა საქართველოში მიღებულ 1 თვის პენსიაზე მეტია. ბანკი ვესტერნ უნიონი საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია.
საქართველოს ძირითადი ეკონომიური შემოსავალი დგება შემდეგი შემოსავლებიდან:
სპილენძის შენადნობების გაყიდვა (ჯართის მარაგი უკვე ამოიწურა, ამიტომ ის აღარაა ვაჭრობის ობიექტი) - შემოსავალი 94 მილიონი
2. რკინისმანგანი, რომელიც იწარმოება კრიმინალით ეკოლოგიაზე (მყარი ტერმინია, ეკოციდსაც ეძახიან, გერმ. Umweltverbrechen) - შემოსავალი 383 მილიონი, რესურსი ამოიწურება 10-15 წელიწადში სრულად
3. ავტომობილების რეექსპორტი - 1 მილიარდიდან ჩამოვიდა 234 მილიონამდე, რადგან მეზობელ ქვეყნებმა ავტომანქანების მაქსიმალური ხანდაზმულობის კანონი შემოიღეს
4. ღვინო - შემოსავალი 170 მილიონი
ევროპელი დამოუკიდებელი ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველო თითქმის საერთოდ არაფერს აწარმოებს, ხოლო მისი სოფლის მეურნეობის პროდუქტი ვერასოდეს დაეწევა გერმანიაში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს.
საქართველოში არ არსებობს განგრძობითობა, დიდ დროზე გათვლილი სტრატეგია. ზოგადად საერთოდ არ ჩანს „არსებული“ ეკონომიური პოლიტიკის ნიშნები.
საქართველომ ხელი მოაწერა ე.წ. ხარისხის კანონს ევროკავშირთან ასოცირების ჩარჩოებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ ვალდებულება აიღო, აწარმოოს პროდუქტი ევროკავშირის სტანდარტებით. მაგალითისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ მცირე და დიდმა რძის პროდუქტების მეწარმემ ერთნაირი ხარისხით უნდა აწარმოოს. მცირე მეწარმემ დაახლოებით 15 ათასი ევროს ღირებულების პასტერიზების დანადგარები უნდა შეიძინოს, რათა მისი პროდუქტი საერთაშორისო ბაზრისთვის ვარგისიანი იყოს. ასეთივე პროდუქტის გამოშვებაზე აიღო მან ვალდებულება საქართველოს შიდა ბაზრისათვისაც. პასტერიზების დანადგარის შეძენა ამავდროულად მუშა-ხელის გათავისუფლებასაც ითვალისწინებს, რადგან ბევრი ოპერაცია უკვე მექანიკურად შსრულდება.
შედარებისათვის ასეთი სტანდარტის რეგულაციაზე თურქეთსაც კი არ მოუწერია ხელი მაშინ როდესაც ის ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ევროკავშირის ასოცირების წევრია. თურქეთი დღესაც საკუთარი, ანუ არა ევროპული სტანდარტებით აწარმოებს მაგალითად ჩაის შიდა მოხმარებისათვის, რაც მას სრულიად აკმაყოფილებს ხარისხის თვალსაზრისით, ხოლო ეკონომიკა არ იღებს გამანადგურებელ დარტყმებს.
ცხადია, ევროკავშირის ეს ხელშკრულება საქართველოსათვის ხაფანგია. საქმეში ჩახედული ადვოკატები და ეკონომიური ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველომ ხელი ისე მოაწერა ამ შეთანხმებას, რომ მათ ხელშეკრულების ტექსტიც არ წაუკითხავთ.
NDI-ს გამოკითხვის შედეგად უკვე 30 %-ს არ სურს ევროკავშირთან თანამშრომლობა. ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც კი არსებული ეკონომიური რესურსი ამოიწურება.
ასევე სისასტიკეა მანქანების ტექნიკური დათვალიერების სტანდარტი. სოფელში მაცხოვრებელთა 80 % იძულებული იქნება ოჯახის ტრანსპორტი გააუქმოს. ეს ის ტრანსპორტია, რომლითაც ისინი გადაადგილდებიან საავადმყოფოებისაკენ, ბაზარში, ქალაქში. ამით მათ პრაქტიკულად საციცოცხლო ბაზისი (Lebensgrundlage) ეცლებათ ხელიდან. სტატისტიკისთვის: კრიმინალის შედეგად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ასეთი გაუმართავი მანქანით.
ფულის გათეთრება ხდება 4 სფეროში:
1. სატრანსპორტო
2. სამშენებლო
3. ენერგო
4. ინფრასტრუქტურის
ეს ოთხივე სექტორი თანადაფინანსებას ექვემდებარება, სადაც ყიდვა-გაყიდვა სრულიად გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. მშენებლობის სექტორის 50%-ში წამყვან ინვესტორებად თურქები გვევლინებიამ, თუმცა ინფრასტრუქტურისა და ენერგო სექტორში მსხვილი ევროპელი ინვესტორები თამაშობენ.
ჰაიდელბერგცემენტის 50%-იანი მეწილე ბიძინა ივანიშვილია.
ენერგო სადგურებზე ოპერირების საშულება სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს ინვესტორებმა, სადაც მათ მოგების გარანტირებული 10 წელი აქვთ, მორიგი 10 წლით ვადის გაგრძელების პერსპექტივით. არადა როგორც წესი, 10 წლის შემდეგ ინვესტორი განზე დგება და ობიექტი სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის, საქართველოში ინვესტორის უფლებები (ჯერჯერობით) სამუდამოა.
ტურიზმი - ოფიციალური მონაცემებით საქართველოს წელიწადში 7,5 მილიონი ტურისტი ჰყავს. ამაში შედის 3,5 ტრანზიტული (1 საათიდან 24 საათამდე გამჩერებელი) მგზავრი. დარჩენილ 4 მილიონში მოიაზრება ყველა ტიპის ვიზიტორი, რომლის ყოფნა ქვეყანაში 24 საათს აღმატება: ტრაილერის მძღოლიცა და 10 დღიანი შვებულების გამტარებელიც. ამ 4 მილიონიდან უმეტესობა რუსული, თურქული, ირანული ან სომხური წარმოშობისაა.
დღეისათვის ქვეყანაში არ მოიძიება არც ისეთი პოლიიტიკოსი და არც ისეთი ჟურნალისტი, რომელიც მთავრობას საკუთარ ქმედებებზე ჰკითხავს, თუ რატომ იღებს ის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას და განმარტოს!
ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ თეთნულდს სათხილამურო კურორტად აქცევდა, რომელიც 3/4 ათას ტურისტს დაიტევს. გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისი-მესტია ავტობანის მშენებლობა დააანონსა, რაც სავარაუდოდ 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი იქნება, თუმცა თეთნულდამდე მასიურად მხოლოდ საფრენი აპარატებით იქნება მისვლა შესაძლებელი. საციგურაოდ ფრენისათვის კი ტურისტების მხოლოდ 0,05 %-ია მზად. ბაკურიანში კი დღემდე საბჭოთა დროინდელი სათხილამურო კონსტრუქციებია ექსპლუატაციაში. არც თეთნულდი და არც ბაკურიანი ოლიმპიური გაქანების ადგილები არაა. ხოლო ორმილიარდიანი პროექტი ფანტასტიკის სფეროს გაბეკუთვნება.
პროექტი Black Sea Arena - მოედანი, რომელზეც ჯამში 20 კონცერტიც არ გამართულა. არ გააჩნია ინტერნეტ გვერდი, ხოლო ფეისბუკ გვერდზე მითითებულია - „გვერდი დროებით შეჩერებულია“. 20 კმ-ის მოშორებით დღეს 30 მილიონის ღირებულების ახალი მოედანი შენდება უეფას თასისათვის. ორივე პროექტი სრულიად უგეგმოდ და ყოველგვარი პერსპექტიული წარმოდგენის გარეშე ხორციელდება, რასაც მისი ბიუჯეტიდან მოვლით გამოწვეული გაფლანგვის ხარჯები ემატება.
ფოთი სრულიად გადაცემულია ჩინელებზე. იქ კონტეინერებით წარმოებს იმპორტ-ექსპორტი, რისი შემოსავალიც პირდაპირი გზით მიდის ჩინეთში. საქართველოს ბიუჯეტი აქედან პრაქტიკულად არაფერს იღებს. კონტეინერებით გადაზიდვაში მუშა-ხელიც კი თითქმის აღარაა საჭირო და ის სოციალისტური მოდელია და თუ მაინც ვინმე საქმდება, ისინი ჩინეთის მოქალაქეები არიან. ჩინეთი ახლა სატრანზიტო გზების ძიებაშია და რასაკვირველია თამაშობს, ჟონგლიორობს და ეძებს საშუალებებს, რაც მას პრაქტიკულად თითქმმის არაფერი უჯდება. საქართველო კი ჩინურ კომპანიებს იმასაც არ სთხოვს, დაასაქმოს საქართველოს მოქალაქეები.როგორც წესი, ევროპის ქვეყნები საკუთარი შრომის ბაზარს „შრომის კანონით“ არეგულირებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაზარზე ჯერ ადგილობრივი ქვეყნის მოქალაქე საქმდება, ან გადამზადდება, კადრების არ არსებობის შემთხვევაში-იმპორტირებული მუშა-ხელი.
ევროკავშირმა საქართველოს ამჟამად კიდევ 500 მილიონ ევრო გამოუყო, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით. თუმცა ეს თანხა როგორ დაიხარჯება, არავინ იცის.
ამბობენ, რომ BIP ყოველწლიურად 4,3 %-ით იზრდება. სინამდვილეში საქართველოს ბიუჯეტი ყოველწლიურად 5 მილიარდზე (!) მეტ დეფიციტს აჩვენებს.
პატარა საწარმოები სახელმწიფოსაგან დახმარებას არ იღებენ.
ხოლო „Steuerfreie Zone“ ანუ ე.წ. თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოდელი რუსული წარმოშობის მოდელია. ასეთივე ეკონომიკური მოდელები არსებობენ აფრიკაშიც.
ყველაზე შემაშფოთებელი მაინც ისაა, რომ როდესაც ე.წ. ინვესტორები თავისუფალი ეკონომიკური ზონიდან გავლენ, ქვეყანაში უბრალოდ დიდ სიცარიელე დარჩება.
ერთადერთი უკმაყოფილება, რომელიც ჩინურ, სხვადასხვა ფირმებს უკან ამოფარებულ რუსულ კომპანიებსა და სხვადასხვა ჯურის მავნებელი ფირმების მიერ განადგურებულ ეკონომიურ სტრუქტურებსა და მომსპარ განათლების საშუალებებს გამოუცხადეს, პატარა ახალგაზრდების ჯგუფი იყო კასპში, რომელთა პროტესტი 21.01.18-ში (ლინკი კომენტარებში) ყურად არავის უღია. ამ ახალგაზრდების პროტესტიც ალბათ „არ გვინდა ჩინელები“-ს ფაშისტურ წამოძახებად მოინათლება მემარცხენე უფლებადამცველთა რიგებში. ხოლო ნამდვილ მიზეზებს - თუ რატომ გადაიწვა საგანმანათლებლო შენობები, რატომ არ აქვთ ახალგაზრდების განათლების და დასაქმების საშუალება, არავინ გამოიკვლევს!
ევროპის ინტერესში არაა საქართველოს დასუსტება და მისი ჩინეთ-რუსეთისათვის მიგდება სახრავი ძვალივით. ევროპაშიც ბევრი კორუპტი პოლიტიკოსია, რომელთაც ზედაპირზე ამოყვანა სჭირდებათ.
თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ინტერესები!!!


პ.ს. კვლავ აგორდა 2018 წლის იანვარში გერმანიაში კამპანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ. NRW-ს მიწის დეპუტატი თავისუფალი დემოკრატებს პარტიიდან აპირეს მთელი ძალების მობილიზებას საქართველოს წინააღმდეგ. ის აცხადებს, რომ, ქართველი კრიმინალების რიცხვმა უპრეცედენტო რაოდენობას მიაღწია მის ფედერალურ მიწაზე. "შემთხვევით" ამავე მიწაზე იმყოფება "ფონდი თავისუფლებისათვის"-ს მთავარი ოფისი, რომელმაც "თავისუფალი დემოკრატების პარტია"დააფუძნა და პრაქტიკულად პლატფორმაა ამ პარტიისათვის. პარტია ლიბერალურია და მემარჯვენეობისკენ იხრება. ამავე პარტიამ საქართველოში ხელი შეუწყო შვილობილი ქართული პარტიის "თავისუფალი დემოკრატების"(მაია ფანჯიკიძე, დავით ზურაბიშვილი, ნინო გოგუაძე და სხვ.) აღმოცენებას მრავალპარტიული არჩევნების საბაბით.
მრავალი პარტიისაგან რაც დარჩა, კი ხედავთ.
ჩემის აზრით საჭიროა:
ბუნდესთაგთან კონტრმიმართვა ამ ამბის წინააღმდეგ.
1.კრიმინალები წარმოშობით საქართველოდან არ წარმოადგენენ ყველაზე დიდ ჯგუფს, ეს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე გამოიკვლია და შეაჯამა
2. მითითება, რომ საქართველოს ახლანდელი მთავრობა არ ატარებს საჭირო რეფორმებს განათლებაში და საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში სამუშაო ბაზრის დაგეგმვა, რაც განსაკუთრებით ლტოლვილის სტატუსის მაძიებელთა და კრიმინალთა რიცხვს შეამცირებდა გერმანიაში.
3. თავისუფალი დემოკრატების საქართველოში მოქმედი ფონდისაგან ასევე სიტუაციის ახსნა-განმარტება(ფრთხილად, დემოკრატიულ ფონდზე თავდასხმად არ გაასაღონ შემდეგ ეს ამბავი)
https://www1.wdr.de/.../visafreiheit-georgien-100.html

იტალიელები პროცენტულად 2, 7 % მაღალი მაჩვენებლთ უფრო მეტნი და ხშირად არიან კანონდამრღვევნი ქართველ 0,9%- თან შედარებით, იხ. გვ. 54. ბერძნები-1,1%.
https://www.bmi.bund.de/.../publikat.../2016/pks-2015.pdf...

აგრეთვე კარგი და ვრცელი მიმოხილვა უვიზო მიმოსვლის გაუქმებასთან დაკაბშირებულ დისკუსიაზე
(ვრცლად, მაგრამ თითქმის იგივეა)
(კარგ მთქმელს კარგი გამგონეც სჭირდება)
http://netgazeti.ge/opinion/252147/

ვიზალიბერალიზაციის წესები
https://www.facebook.com/tabula.ge/videos/1590821984280191/Verwalten

უკანონო მიგრაცია EU-ში გაგრძელდება, თუ არ იქნება წვდომა შრომის კანონიერ სქემებზე – IOM
http://netgazeti.ge/news/253250/?fbclid=IwAR1AW_NXERep_THi_QiK5JknOj926dLipgrVZFntSOt8Xaiow3_Cm_4K6i0


10 ათასამდე წევრით, აქედან ხუთი ათასით გერმანიის ციხეებში, გერმანიის ელიტის ზედა ეშელონებში მეგობრებით, რომლებიც ხელშეუხებელნი არაიან, საძმოს "წმინდა" ბიუჯეტით, წევრებისთვის ალიმენტ-სიციალური მომსახურებით,საიდუმლოს არ გაცემით, "აღმოსავლეთ ევროპელი მაფიოზები ამათთან ნაზი კვერცხები", ბრუტალურები, ურჩებისა და მათი ოჯახის წევრების მკვლელები, თითქმის ყველა არსებული დანაშაულს ჩამდენები, ღრმად ორთოდოქს მორწმუნეები, დისციპლინით, სტალინის 1930- იან წლებში დაარსებული "საძმო"- დღემდე ევროპელი სამართალდამცავების თავის ტკივილი-კანონიერი ქურდები-ანუ კანონის ქურდები.
Im Angesicht des Verbrechens. FOCUS Magazin | Nr. 23 (2017) https://www.focus.de/politik/deutschland/russische-mafia-diebe-im-gesetz-bei-meinen-bin-ich-ehrenmann_id_7210361.html

სტუმრად ჩვენს ეთერში: კახა გოგოლაშვილი
https://www.radiotavisupleba.ge/a/interview-with-kakha-gogolashvili/29041205.html?fbclid=IwAR0iKmoRXdezWCelFCvdWDdlD5GC4JqEW6hL63nloIEZMU83dr6yfThwBkA

ჩინელები ყიდულობენ ქართული ჩაის პლანტაციებს საქართველოს ბიუჯეტის ფულით
https://commersant.ge/?view=post&id=139307&lang_id=ge

სამინისტროების შემცირების მიუხედავად, მთავრობის ხარჯები 56 მილიონით იზრდება
http://www.tabula.ge/ge/story/127247-saministroebis-shemcirebis-miuxedavad-mtavrobis-xarjebi-56-milionit-izrdeba?fbclid=IwAR00x0dmyKvv2QMgoEuMwFWapjrFLfa3c_XPaoqJJ8md49XFh8mddD0gc5I

 "ჩვენ განათლებული ერი ვართ, მაგრამ ცოდნა არ გვქონიაო"
https://www.facebook.com/alexandregauqmebulia.giorgishvili/posts/1832634203442822



ფოტოკომენტარი ჩემია. 2018 წელი.

კასპის ამბები: https://www.facebook.com/1839261739624701/videos/1941272059423668/?hc_location=ufi


#BDSMNATION - რუსეთი

რუსული ეკლესია მუდამ მტრულად იყო განწყობილი განათლებისადმი, რომლისთვისაც ცარიელი ეკლესიური რიტუალი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სქოლასტიკური სწავლება. ამიტომაც ის ვერასდროს გახდა სეკულარულად განმანათლებელი. დასავლური ცოდნის რუსეთში შემოსატანად მნიშვნელოვან როლს განმანათლებელი მღვდლები თამაშობდნენ, რომლებიც წარმოშობით პოლონეთ-რუსეთის საზღვარიდან იყვნენ. ასე თარგმნა ბერ სიმონმა, ბელორუსული პოლოცკიდან, დასავლური ლიტერატურა პოლონური ენიდან რუსულზე და პეტრე პირველის მამის, მეფე ალექსანდრე მიხაილოვიჩის კარის სტამბის უფროსი გახდა.ფეოფან პროკოპოვიჩი, უკრაინელი კლერიკალი და კიევის აკადემიის წევრი კი პეტრე პირველის კარის პოეტად დაწინაურდა.

პროკოპოვიჩმა კიევის აკადემიაში განხორციელებული თეატრალური ტრადიცია წამოიღო რუსეთში. ის თავადაც წერდა პიესებს, სადაც განმანათლებლობის ამბივალენტურობის იდეის საკითხი იდგა გამოკვეთილად. მის ტრაგიკომედიაში "ვლადიმირ" (1705) მაგალითად, რუსეთის გაქრისტიანება კიევის მთავრის მიერ აღიქმება, როგორც პეტრე პირველის მიერ განხორიელებული რუსეთის მოდერნიზაცია და ზემოდან დაწყებული განმანათლებლობა. კულტურის სეკულარიზაცია ახდენს ყოფილი რელიგიის, როგორც შუქურას უზურპაცია-დაპყრობას. 
ამით თეატრისათვის უკვე რუსეთშიც გზა გაიხსნა, სადაც ეკლესია თეატრს სატანისტურად ჰრაცხავდა: ჭეშმარიტ ქრისტიანს სახეზე ღიმილი არ უნდა დამჩნეოდა-დიდგვაროვანს ისევე, როგორც მდაბიოს. მდაბიოთათვის განსაკუთრებით იყო აკრძალული ყველა ტიპის ლაზღამდარობა და სიცილ-ხარხარი.
მხოლოდ პეტრე პირველმა გააუქმა თავისი ერთ-ერთი უკაზით აკრძალული სიცილი, რომელიც შუასაუკუნეობრივი რუსული ქრისტიანული სწავლების ნაწილი იყო.
კომიკასა და სატირას გზა გაეხსნა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რაც განსაკუთრებით თეატრისათვის გახდა ნაყოფიერი.
პეტრე პირველმა შემოიღო რუსეთში ახალი წლის 1. იანვარიდან ათვლა და ასევე რუსეთის ფულის სისტემა ათობით სისტემაში მოაქცია მაშინ, როცა ევროპაშიც ბევრგან ჯერ კიდევ ოცობითი სისტემა იყო.

ინტელექტუალები, ელიტა-ვინ არიან ისინი და გვჭირდებიან თუ არა დღეს?!





„კულტურა, როგორც სჩანს, ბარბაროსობის საპირისპირო რამ არ არის. ის საკმარისზე უფრო მეტად სტილიზირებული სიველურეა […]. კულტურა ჩაკეტილობაა, სტილია, ფორმაა, განწყობაა, გემოვნებაა, გარემოს გარკვეული სულიერი წყობაა, ყველაფერი ის, როგორც არ უნდა გიჟური, უცნაური, ველური, სისხლიანი ან საშინელი იყოს იგი. კულტურას შეუძლია ქარიშხალს, მაგიას, პედოფილიას, ბუას (vitzliputzl), ადამიანურ მსხვერპლს, კულტურის ორგიებს, ინკვიზიციას, განაჩენს, ქორეას (ნერვული დაავადება), შხამით მოწამლვა-მკვლელობებს და ათასგვარ საშინელებებს მოიცავდეს.“ (თომას მანი)"

როდესაც სტალინმა 1932 წლის 26 ოქტომბერს მოსკოვის მწერლები გაქცეული მდიდარი ვაჭრის იუგენდ სტილით აშენებულ საუცხოო ვილაში შეკრიბა, რომელიც ახლა უკვე იტალიიდან „სოციალისტური რეალიზმის“ ასაყვავებლად მიწვეულ მაქსიმ გორკის ეკუთვნოდა, მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჩვენი ტანკები არაფრად ღირს, თუკი სულები, რომლებმაც ისინი უნდა მართონ, თიხისაგან არიან. ამიტომაც ვიტყოდი, რომ სულების წარმოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკებისა… და ამიტომაც ვწევ ჩემს ჭიქას თქვენთვის, მწერლებისათვის, სულის ინჟინრებისათვის.“
სტალინის სტრატეგიამ იმუშავა. ტერორისა და პროპაგანდის თანდემმა 1933 წლისათვის ქვეყანას ადამიანთა მიერ ხელით გათხრილი 227 კილომეტრიანი ბელომორის არხი შესძინა. მუშა ხელები 220 ათასი გულაგის ტყვისა იყო, რომელთაგანაც ათიათასობით იმ არხშივე ჩაიმარხა. სწორედ ამ დროს აღმოცენდა კანონიერი ქურდების ინსტიუტიც, რომლებიც ამ მშენებლობის შიდა სამზარეულოს დამატებით აკონტროლებდნენ. 122 ინტელექტუალმა კი 38 დღეში ბელომორის არხის „ი.ბ. სტალინის მეთაურობით დიდებული მშენებლობის ისტორიას“ ასეთივე „დიდებული“ წიგნი მიუძღვნა.
ზოგადად ბუნებისა და კერძოდ კი, წყლის მოთვინიერება, სსრკ აგენდის ერთ-ერთ პირველ პუნქტად იქცა. დღესდღეობით დასავლელ მკვლევარებმა უკვე იციან, რომ საბჭოთა კავშირში ხშირად 50/70 პროცენტამდე წყალი უბრალოდ მიწაში იკარგებოდა ამ გადამკვალავ სამუშაოებთან ერთად. გარდა ამისა, მიწის მილიონობით ჰექტარი იტბორებოდა და შეუქცევადად ნადგურდებოდა როგორც ფლორა, ისევე ფაუნა, ხოლო დარჩენილ წყალს ზუსტად იმდენივე ენერგიის გამომუშავება შეეძლო, რასაც, მაგალითად, იმავე ადგილიდან აღებული ნამჯის დაწვა და მის მიერ გამოყოფილი სითბო შეძლებდა, რომლის თვალსაჩინო მაგალითია ე.წ. გიგანტური პირველი ჰესის„დნეპროჰესის“ დღესდღეობით გამოთვლილი პროდუქტიულობა. ასეთივე კონტრაპროდუქტიული აღმოჩნდა ვოლგის ახლომდებარე ე.წ. კუიბიშევის ზღვა, რომელმაც უბრალოდ დაალპო მიმდებარე ტერიტორია და მდინარეში კი წყლის დონე კატასტროფულად დასწია.
მაშინ არავინ ფიქრობდა არც ეკონომიაზე და მით უმეტეს არც ეკოლოგიაზე. გიგანტური წყლის პროექტებს კი 1950-იან წლებამდე საიდუმლო პოლიციის ქვედანაყოფები კურირებდნენ. დაგეგმილი იყო კიდევ ბევრი სხვა „შესწორებები“ ლანდშაფტში: „დაე, ციმბირის ბანჯგვლიანი გულმკერდი ქალაქის ცემენტის ტანკებით შეიმოსოს, გამოცდილი ქვის შენაკადებითა და ფაბრიკის საკვამურებით, გადაიკოჭოს რკინიგზის ტრასებით. ტაიგა დაიფერფლოს და გაიჩეხოს, სტეპი დაიჭყლიტოს, დაე, ეს გარდუვალია. აი, მაშინ კი, მხოლოდ ცემენტსა და რკინაზე აღმოცენდება ადამიანთა ძმური კავშირი […]“- ეს ვ. სასუბრინის 1926 წლის სიტყვებია.
1966 წელს შვედ ბიოლოგმა აღმოსავლეთის ზღვაში ჯერ თევზებში, შემდეგ კი არწივის ბუმბულებში უაღრესად საშიში ქიმიური ნივთიერება PCB (პოლიქროლიზირებული ბიფენოლი) აღმოაჩინა. მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა სიცოცხლის ახალი მტრის სახელწოდება- PCB. ნივთიერების უმცირესი დოზაც კი საკმარისია, რომ მთელი ფაუნას გამრავლება შეწყდეს. გრამის მემილიონედი ნახევარი ლიტრ წყალზე საკმარისია, რომ მთლიანი ოკეანე გაუკაცრიელდეს. PCB - ს წარმოება მთელს მსოფლიოში აიკრძალა. 1974 წელს კი ხელი მოეწერა ჰელსინკის აღმოსავლეთის ზღვის შესაბამის შეთანხმებას. საბჭოთა კავშირმაგანაცხადა, რომ ამ ნივთიერებას არ აწარმოებს და არც მომავალში დააპირებს. 1976 წელს კი ჰიდრომეტეოროლოგიისა და გეოფოზოკის ერთმა თანამშრომელმა, საბჭოთა კავშირის მდინარეების წყლების კვლევა დაიწყო. PCB სსრკ-ს პრაქტიკულად ყველა მდინარეში აღმოჩნდა, ხოლო ნივთიერების შესახებ ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავდა თავდაცვის სამინისტრო, რომელიც, როგორც გაირკვა, PCB -ს იარაღის საწარმოებლად იყენებდა. რასაკვირველია ნარჩენებს უდარდელად რეცხავდნენ მდინარეებსა თუ ზღვებში. ისევე, როგორც მაგ. აზერბაიჯანში, ნავთის ნაკლები საჭიროებისა და შესაბამისად მისი ნაკლები მოცულობით წარმოების მაგიერ, რასაც ლოგიკურად მუშათა ხელფასის დაკლება უნდა მოჰყოლოდა, ჩვეულებრივ მაქსიმალური ნავთობის რაოდენობის წარმოებას აგრძელებდნენ. რასაც ვერ ითვისებდა ინდუსტრია, პირდაპირ ეშვებოდა კასპიის ზღვაში. ამ ტიპის ბრძანებებს კი, როგორც წესი, ჩვეულებრივი ბრიგადირი იძლეოდა. აზოვის ზღვაში დღეს დაჭერილი თევზი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაჭერილი თევზის რაოდენობის 0.011 %-ია. ერთ დროს ეს ზღვა მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი ზღვა იყო და სამჯერ მეტს თევზს იძლეოდა, ვიდრე აღმოსავლეთის, კასპიისა და შავი ზღვები ერთად აღებული. მიზეზი ზღვაში ჩარეცხილი ბორისა და ბერილის ნარჩენებია. 1975 წელს გამოშვებულ სსრკ-ის ჟურნალ „ჯანმრთელობა და ჰიგიენა“-მ ერთ-ერთი ქალაქის წყალში ბორის მჟავის შემცველობა გაასაჯაროვა. ციფრი ლიტრზე 0,5-დან 5 მგ-მდე მერყეობდა. ქალაქის მოსახლეობის შესაბამისი ასაკის მამრობითი სქესის დაახლ. 50 % შეუქცევადი იმპოტენციით იყო დაავადებული. მაშინ, როდესაც ამერიკელმა მეცნიერებმა 17 ათასამდე მავნე ნივთიერება და შენაერთი დაადგინეს, საბჭოთა კავშირმა 300 ყველაზე მომწამლველი ნივთიერებიდან საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ 15 ნივთიერება „აღმოაჩინა“ და რამოდენიმე თვეში „სტრატეგიული ინფორმაციის“ შენახვის საბაბით დატოვა სტენფორდის შეთანხმებაც.
დოტაციაზე მყოფი მწერლები, ხელოვანები, კულტურის დამსახურებული მოღვაწეები, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნების, ეკოლოგიისა და მოსახლეობის ბატონ-პატრონი ბრიგადირები, პარტ.მუშაკები - ეს საბჭოთა კავშირის მიერ მიღწეული საზოგადოების „პროგრესული“ მოწყობაა, სადაც მღვდელი და ეკლესია „წარსულს ჩაბარდა“.
ევროპაშიც მღვდელს ინტელექტუალი ანაცვლებს, თუმცა!…
იქ 1960-იანი წლებიდან მედიცინისა და ტექნიკის შეუქცევადი განვითარება იწყება. ინტელექტუალი ჯერ ისევ საზრდოობს თავისი კრედიტებით. მისი სათამაშო არეალი სოციალური კონფლიქტებია. მხოლოდ მან იცის, თუ რა არის ადამიანისათვის სარგო, ან საზიანო. მისი მთავარი დავალება მისი შეგრძნება და სუბიექტური, მისი სააზროვნო სისტემიდან აღმოცენებული წესრიგის ნორმების საზოგადოებისათვის პრეზენტაციაა, თავისი ავტორიტეტეტის წყალობით თავისი მორალური და ეთიკური ნორმების დადგენა და გახმოვანებაა. მაგრამ მისი ეს როლი უკვე საუკუნეებს ითვლის და ამდენად მწუხრის ჟამსაც. კომპლექსური საზოგადოებისათვის, სადაც საგნისა და დარგის სპეციალისტები, სტატისტიკა და თანამედროვე მეცნიერული ინსტრუმენტებია საჭირო, იგი უკვე არამცთუ გამოუსადეგარი, არამედ პროგრესის მუხრუჭიცაა.
როგორც ცნობილია, ინტელექტუალები ყველაზე ამორალური და უპრინციპო ხალხია. ასე იყო ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიაში, სადაც ფაშიზმის დამცველებად პირველნი სწორედ სტუდენტობა და პროფესორები მოგვევლინენ. სწორედ მათ გააჩაღეს საერთო-სახალხო აღმზრდელობითი საქმიანობა დისციპლინისათვის, ქვეყნის ეკონომიური კრიზისიდან გამოსაყვანად. პარადოქსია, თუმცა ჟანრის კანონის თანახმად, იგივენი უდგებიან სწორედ ოპოზიციასაც ავანგარდში.
საქართველოში კი თანამედროვე ტექნიკის მიღწევების ნაცვლად ფოლკლორის ზეიმია. იქ, სადაც ბავშვები სპორტითა და განათლებით უნდა იყვნენ დაკავებულნი, ისინი მოძველებულ ენაზე ლიტურგიასა და ქუჩურ გარჩევებში არიან ჩაბმულნი. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ცალკეა და ენერგეტიკის მინისტრს თავისი სავარძელი აქვს, ნიშნავს იმას, რომ მათგან არც ერთს არ აქვს წარმოდგენა, თუ რა ფუნქცია და ურთიერთკავშირში აქვს ენერგიასა და ეკონომიკას. იგივე ითქმის უკლებლივ სხვა დანარჩენ დარგზეც.
სივრცისა და დროის მიღმა გათრეული ქვეყანა ორი, ყველაზე დიდი რუსეთის აგენტის-ილია მეორესა და ბიძინა ივანიშვილის საჭიდაო მოედნადაა გადაქცეული საკუთარი გუნდითა და გულშემატკივრებით, სადაც ერთის მხრივ საბჭოთა ბნელი ელიტა და ინტელექტუალები, ხოლო მეორეს მხრივ მღვდლები და მრევლი ერთმანეთს მუშტებს უღერებენ, გარეთ კი 21 საუკუნეა.


შენიშვნა: ხშირად, თვით საგაზეთო სტსტაიების ქვეშ არაა მითითებული წელი, როცა მითითებულია თვე და დღე ან პირიქით.

გამოყენებული ლიტერატურა:
„Soll doch die Taiga eingeäschert werden“. DER SPIEGEL 46/1979. წყარო: http://www.spiegel.de/spiegel/print/d-39867245.html
Traum, Reiner: Die Ingenieure der Seele. 01.10.2003. წყარო: http://www.spiegel.de/spiegelspecial/a-272693.html

ფოტოკომენტარები:
1. რა უსურვა პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს? წყარო: https://pia.ge/post/233589-ra-usurva-patriarqma-bizina-ivanisvils-
2. ბიძინა ივანიშვილმა კათოლიკოს პატრიარქს უმასპინძლა.2013-09-13. წყარო: http://www.newposts.ge/?id=19245
3. საქინფორმი: „საათი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერ ივანიშვილს აჩუქა, ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენის მიერ არის ნაყიდი, და არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ფულით“. წყარო: 
http://saqinform.ge/news/15948/saqinformi%3A+„saaTi%2C+romelic+patriarqma+ilia+meorem+premier+ivanishvils+achuqa%2C+qarTuli+warmomavlobis+rusi+biznesmenis+mier+aris+nayidi%2C+da+ara+qarTuli+marTlmadidebeli+eklesiis+fuliT“.html

იხილე აგრეთვე:
ოცი მილიონიც რომ დაჯდეს მზად ვარ ბათუმში მეჩეთის მშენობლობა დავაფინანსო - ბიძინა ივანიშვილი
http://www.newposts.ge/?l=G&id=117773-ივანიშვილი%2C+დაფინანსება&fbclid=IwAR0CZhfqRpIJTBhDVo6bsTorukPqES5swcezyfCMEDrcCb1hvKw7z56XE-k

Mittwoch, 3. Mai 2017

გახსნილი საზღვრები და ჩიხში შესული ქვეყანა



წლებია საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენს - ხან მეტად, ხანაც ნაკლებად - იმის მიხედვით, თუ რა გეოსტრატეგიული მდგომარეობაა კავკასიასა და აღმოსავლეთში, ასევე რუსეთთან მიმართებაში. გადამწყვეტი როლი განსაკუთრებით ენერგო რესურსებს  და მათი მოპოვების გზებს ენიჭება. დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანში ნავთობის ბუმი ძალებს იკრებდა, პრაქტიკულად ყველა დიდი ევროპული ფონდი და ჰუმანიტარული ორგანიზაცია ბაქოში იჯდა. ეს ფონდები, როგორც საერთაშორისო მოღვაწეობასთან აუცილებელ არსებულ ეტიკეტს - ქველმოქმედების ელემენტსაც შეეფერება, გარკვეული საგანმანათლებლო მისიითაც იყვნენ დაკავებულნი, რის შესახებაც მათ ვებ-გვერდებზე შეიძლებოდა ინფორმაციის მიღება. ინტერნეტი იმ დროისათვის ახალი განზომილება იყო, თუმცა ეს ტექნოლოგია, დროის შესაფერისად, სრულად ჰქონდათ ათვისებული საერთაშორისო ორგანიზაციებს. გერმანული ფოლკსვაგენი, ბოში, ნორვეგიული ოლიეფონდი და სხვა დაწესებულებები ამაყად აცხადებდნენ კონკურსებს კავკასიის ქვეყნების განვითარებისათვის დაწესებულ სხვადასხვა გრანტებზე. ქვეყანებისათვის განკუთვნილი კონკრეტული პროექტების ძიება მათ ვებ-გვერდზე მოთავსებულ საძიებო ჩამონათვალში იყო შესაძლებელი. იძებნებოდა ქვეყანა აზერბაიჯანი და სასომხეთი, რუსეთიც, ყაზახეთიც, მაგრამ არ იძებნებოდა მათ გვერდით საქართველო. შესაბამისად არაფერი იყო განკუთვნილი საქართველოს განვითარებისათვის. ამ გვერდებს სისტემატურად ვაკვირდებოდი რამოდენიმე წლის განმავლობაში, სურათი არ იცვლებოდა. 2004 წელს ეს დაკვირვება შევწყვიტე.

დროთა განმავლობაში საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობა გაიზარდა. დღეისათვის მთავარ ბიუროს ადგილად მხოლოდ თბილისი დარჩა რიგი ფონდებისათვის, რადგან ბაქოს ავტორიტარული რეჟიმი და სასომხეთის რუსეთის სატელიტობა მათ იქ სრული გაქანებით მუშაობის საშუალებას არ აძლევს. გარდა ამისა, აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების და ამერიკის მიერ საქართველოს მიმართ სტაბილური ინტერესის შენარჩუნების გამო, თბილისი მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშე გახდა და რჩება.
საინტერესოა, რას წარმოადგენენ ეს ფონდები ზოგადად და რა არის მათი კონკრეტული მისია. რას აკეთებენ ისინი საქართველოში, რა საზოგადოებრივ ძვრებს იწვევენ ფონდებში მივლენილი უცხოელი აკადემიური თუ პრაქტიკული განათლების მქონე ადამიანები და რა მხარდაჭერას აძლევენ, მეორეს მხრივ, უცხოეთში მივლინებულ ქართული საზოგადოების რჩეულ, ელიტური წრის წარმოადგენლებს? საკითხი ვრცელია, სურათი კი არაერთგვაროვანი და არ იძლევა პირდაპირი ამოკითხვის საშუალებას. ზოგადად ცნობილია მხოლოდ ის, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერია ესა თუ ის ფონდი და მათი პოლიტიკური პლატფორმა. მაგალითად, გერმანიის პარტია CDU -ს (ქრისტიან-დემოკრატების გაერთიანება), რომლის თავმჯდომარე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელია, კონრად ადენაუერის ფონდი უჭერს მხარს. კონრად ადეანუერის ფონდი ასევე მხარს უჭრდა თავის დროზე პარტია ქართულ „ოცნებას“, რომელიც დღეს საქართველოს მმართველ პარტიას წარმოადგენს და ცდილობს, დემოკრატიული გერმანული პოლიტიკური პრაქტიკებისაგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკური ველის სრულ უზურპაციას.
მეორე გერმანული ფონდი, რომელიც ფრიდრიხ ნაუმანის სახელს ატარებს და ჰქვია - „ფონდი თავისუფლებისათვის“, გერმანიის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ზურგის ქარია. პარტია ლიბერალურ პლატფორმაზე დგას და მემარჯვენეობისაკენ იხრება, რომელმაც ზედიზედ ორჯერ წააგო არჩევნები და შესაბამისად, ბუნდესთაგში შესვლის საშუალება. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“, შემოკლებით FDP-ს ანგარიში არ შეუძლია. თუმცა, მათი წლევანდელი საარჩევნო სლოგანია - „პარტია, რომელმაც ანგარიში იცის“. ამიტომაც, სრულებით ლოგიკურია, რომ ეკონომიური საკითხები მათ წლევანდელ საარჩევნო კამპანიაში უკვე უკანა პლანზეა გადაწეული. ისინი სახელმწიფო მოხელეთა შემცირებისა და ქვეყნის ეკონომიური და ეფექტური მართვის მაგიერ, ჩინოვნიკთა აპარატის რიცხვის გაზრდას აპირებენ, კერძოდ - ახალი, დიგიტალიზაციის სამინისტროს მოწყობით, რომლის ფუნქცია ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დიგიტალიზირება იქნებოდა. გარდა ამისა, ბაჟის გაზრდაზე პროპაგანდით - კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებით, რომ 50 %-ს არ უნდა გადააჭარბოს გადასახადმა, ის გადასახადი იგულისხმება, რომელიც პირდაპირ შემოსავალს წარმოადგენს. მოქალაქეების გადასახადებზე კი, როგორიცაა კომუნალური და მიმდინარე ხარჯები, რომელთა დაწესება სავარაუდოდ ყოველ ჯერზე თავიდან მოხდება, გერმანიას, როგორც სოციალურ სახელმწიფოს ყოველგვარი დამცავი ფუნქცია ეხსნება და ამდენად, დიდი სატყუარაა. აქედან გამომდინარე, არა კონსტიტუციაში რაიმე ტიპის ჩანაწერი, არამედ თანხების შესავალ-გასავალთა სწორი დაანგარიშება და ადამიანის არსებობისათვის საკმარისი რესურსები (თანხებით) ქმნიან სოციალური სახელმწიფოს საძირკველს. ეს პარტია ანალოგიური დასახელების ქართულ პარტიას მფარველობს და ნაწილობრივ მათი ეკონომიური პროგრამის მრჩევლადაც გვევლინება - პერსპექტივა არც თუ ისე სახარბიელოა. 
გუშინ კონრად ადენაუერის ფონდის დახმარებით, „ფაბრიკაში“, გამოფენა „ცივი ომი“ მოეწყო. ისტორიულ ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, რვა ენაზე ნათარგმნი, უკვე სტანდარტიზირებულ მასალაზე გაცნობა ახლა ქართულ ენაზეც შეიძლება. ორი შესავალი სიტყვის შემდეგ გერმანელმა ისტორიკოსმა, პროფესორ როლფ შტაინინგერმა ცივი ომის შესახებ საინტერესო აკადემიური მოხსენება წაიკითხა. ფონდის მმართველმა, თომას შრაპელმა, რომელმაც გამოფენა გახსნა და ნაწილობრივ მოდერატორობაც ითავა, დამსწრე საზოგადოებასთან შენიშნა, რომ წარსულის „გადამუშავება“ და „გახსენების კულტურა“ ადვილი საქმე არაა არც ქართველებისათვის და როგორც წესი, ერთი თაობა მაინც უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოებამ ამაზე ვნებათღელვების გარეშე შეძლოს საუბარი. იგივე აზრი გაატარა მეორე მოდერატორმაც, მის განკარგულებაში მქონე მცირე დროის მიუხედავად. როგორც სჩანს, ბატონებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებას სიმართლის მოსასმენად განსაკუთრებული ხანგრძლიობის დრო ესაჭიროება. მაგრამ არც ერთს არ განუხილავს საქართველოს კულტურული სპეციფიკა, რაც ისეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორიც თავად მოხსენება და დამსწრე საზოგადოებას მისცემდა საშუალებას, წაკითხული ლექციის შემდგომ, ცივი ომის დროს, გარე პოლიტიკისადმი, მასში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე ქვეყნ(ებ)ის შიდა პოლიტიკის, ადამიანების კონკრეტული ბედის დაკავშირებას. გერმანიის „თაობათა კონფლიქტს“, რომელიც 1950-იანი წლებში მიმდინარეობდა ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა ახლდა თან - მატერიალური ისევე, როგორც ინტელექტუალური, ხოლო 1990 წლის რკინის ფარდისა და გერმანიის კედლის დაცემისას, იმავდროულად მოქალაქეთა თვითორგანიზებულმა კომიტეტებმა თავის თავზე აიღეს გერმანიის უშიშროების არქივის კონტოლი და იქ განთავსებული ინფორმაციის გადამუშავება. უშიშროების არქივის, მოკლედ კი -  შტაზის ყველა თანამშრომელი უკლებლივ დათხოვილ იქნა, გარდა დარაჯებისა და მალე ისინიც ჩანაცვლდნენ. მოხალისე ცივილისტებს ჩქარა გვერდით დაუდგნენ დასავლეთ გერმანიის განსწავლული ისტორიკოს-არქივარიუსები და დაიწყეს ცივი ომი შესწავლა როგორც საერთაშორისო, ისე მოქალაქეთა ყოველდღიურობის პერსპექტივიდან. დღეს BSTU-ს არქივის სახელით ცნობილი ინსტიტუცია გერმანიის ახლო წარსულის გამორჩეული მუზეუმია. კონკრეტული ადამიანების მიერ კონკრეტულ ადამიანებზე შექმნილი, ათეულობით კილომეტრობით თაროზე დახარისხებულ საქაღალდეებში არსებული, სისტემატური დასმენის დოსიეები - დაქვემდებარების სტრატეგიები, ძალადობა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური - შეუძლია ნებისმიერ დაზარალებულმა ან მკვლევარმა გამოითხოვოს და გაეცნოს საკუთარი ან საკუთარი ქვეყნის ისტორიის ბნელ ფურცლებს - მოჰფინოს ნათელი ბნელს. საქართველოსთვის წარსულზე საუბარი, როგორც სჩანს, ჯერ საფრთხილოა. თუ რატომ - ამას შეძლებისდაგვარად გვერდს უვლიან როგორც ავტორიტეტი უცხოელი დემოკრატიზაციის „დამხმარეები“, ისე ქვეყნის შიგნით არსებული კონიუნქტურა (სურათი). რეალობასა და რეალურ საჭიროებას აცდენილი, თვითტკბობაში ჩავარდნილი ევროპელი ჭკუის დამრიგებლები კითხულობენ საქართველოში აკადემიურ ლექციებს, რომელსაც ვერც ახალგაზრდა და ვერც ასაკიანი თაობა ვერ ათავსებს საჭირო რეგისტრში და ვერ აკავშირებს მას რეალობასთან საქართველოზე  და საქართველოში არსებული არასაკმარისი ინფორმაციის გამო. დარბაზში მსხდომთა ერთი მეოთხედი პირველი ათი წუთის განმავლობაშივე წავიდა, მხოლოდ თხუთმეტამდე  ადამიანმა, რომელთა უმეტესობა გერმანელი იყო, შეძლო ორიგინალურ ენაზე მოსმენა, ხოლო სინქრონულად ნათარგმნი მოხსენების დასასრულს სამოცდაათი ადამიანიდან, ორ-სამ ქართველზე მეტს არ გასჩენია საერთაშორისო მეცნიერისათვის შეკითხვის დასმის სურვილი. ღონისძიება, რომელსაც, დამატებით, გერმანიის სახელმწიფო ფონდმაც გაუწია ორგანიზება, უფრო ელიტარული, ვიწრო წრისათვის მოწყობილ მოგზაურობას ჰგავდა - რომელსაც ქართველებისათვის შემეცნების ელემენტი სრულიად აკლდა, ან თუ იყო, იყო დიდწილად არაეფექტური. სამაგიეროდ, გერმანელებს თვითრეალიზაციითა და უცხო ქვეყნის ხილვით ტკბობის საშუალებას უხვად აძლევდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის უშუალო ინიციატივითაც ეს ღონისძიება მოეწყო, ძალიან მონდომებული იყო გამოფენის წარმატებით ჩასატარებლად. მათი უკიდურესად მწირი შესაძლებლობების ფონზე გაწეული სამუშაო, როგორც ღონისძიებისათვის, ისე ზოგადად საბჭოთა წარსულის გადასამუშავებლად, უზარმაზარია. მხოლოდ თავდადებული სიბეჯითის წყალობით შეიძლება იმ შედეგების მიღწევა, რასაც ისინი გრანტის მიღებიდან მორიგ გრანტამდე ახერხებენ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოს არქივებსა და მუზეუმებში ძველი ტიპის ჩინოვნიკები კვლავ მყარად სხედან სკამებზე და თავიანთ დანიშნულებად არქივის ადამიანებისაგან დაცვა მიაჩნიათ, ასევე ნებისმიერ ფასად, დაინტერესებული პირის დაბრკოლება ინფორმაციაზე მისაწვდომად, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა იმედგაცრუებას უნდა იწვევდეს, უფროსი ევროპელი მკვლევარ -კოლეგებისაგან განსხვავებით საქართველოში  (ქართველებისათვის) კვლევა-ძიება. მაშინ, როდესაც ევროპის არქივებსა თუ უწყებებში დოკუმენტების გამოთხოვნა უკვე დიგიტალურ ფორმატში და ხშირად უფასოდ, ან სიმბოლური თანხის სანაცვლოდ შეიძლება, ანაც კვლევის ბოლოს კომპენსირდება, ქართული ეროვნული მუზეუმი და სხვადასხვა დოკუმენტების საცავები ერთი გევრდის ასლისათვის ათობით ლარს ითხოვენ. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ერთი საშუალო ზომის კვლევისათვის ათასობით გვერდის გამოთხოვნაა საჭირო, მაგრამ საქართველოში „ყველაფერს თავისი ფასი ადევს“ და როგორც წესი, ამ ქვეყანაში მუშაობა ინფორმაციის გადამალვა ჰგონიათ არქივარიუსებს ისევე, როგორც პოლიტიკოსებს.

ტოლს არ უდებს არც სუბიექტი - ქართული ოჯახი, რომელიც უფრო ადამიანების ციხეს წარმოადგენს, ვიდრე ნებაყოფლობითა და სიყვარულით არსებულ გაერთიანებას. არცაა გასაკვირი, რადგან იგი სახელმწიფოსაგან არსებული დამოუკიდებელი ერთეულია, არსებობს მხოლოდ ადამიანების კვლავწარმოებისათვის და სრულიად გამოცლილი აქვს ჯანმრთელობის, სოციალური და ეკონომიური დაცვის ელემენტი. მართალია იგი თავისთავად ეკონომიური გაერთიანებაა, მაგრამ ცივილიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ის სრულიად თავის შესაძლებლობებზეა დაყრდნობილი. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის, ადამიანის არსებობისათვის აუცილებელი სერვისი - განათლება და ჯანდაცვა, ქვეყანაში, სრული ბუტაფორიაა. სახელმწიფო განათლება საბჭოთა კავშირში არსებული განათლების სიტემის აჩრდილია, ხოლო ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად არ მოქმედებს. 70 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეთათვის ჯანდაცვის საბაზისო პაკეტი უმაქნისია და თანამედროვე ფაშიზმის ფორმას წარმოადგენს, სადაც პენსიონერი საკუთარი მწირი პენსიით, რომელიც 100 დოლარსაც არ უტოლდება, ყიდულობს წნევის და ტკივილის წამალსაც, ანტიბიოტიკსაც და საჭმელსაც, ან აკეთებს არჩევანს და შემდეგ პენსიამდე ელოდება გამოფიტვამდე და ნელ სიკვდილამდე. შედარებით ახალგაზრდები ასევე საკუთარი ჯიბიდან ჰფარავენ თითქმის ყველაფერს. აქაც დიდი მოთმინებაა საჭირო. ამიტომ, ოჯახებისთვის ყველაზე დიდი რესურსი შვილებია და ყოველგვარი ხერხით ცდილობენ ოჯახის მეთაურები, არ გაუშვან ისინი თვალთა ხედვის არეალიდან შორს. ერთი კვირის წინ აღმოსავლეთ საქართველოს აზერბაიჯანული უმცირესობით დასახლებულ რეგიონში 17 წლის წარმატებული მოსწავლე გოგონა 10 წლით უფროსმა მამაკაცმა ქორწინების მიზნით  სკოლიდან გაიტაცა. არადა ეს დანაშაული წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად აღმოფხვრილი იყო და პოლიტიკური ნების შემთხვევაში მისი ერთი ხელით გაქრობა კვლავაც შესაძლებელია. ორი დღის განმავლობაში ტიროდა გოგონას ოჯახი და უმოქმედო იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინ, როდესაც მამაკაცის ახლობლებთაგან ყველამ უკლებლივ იცოდა, თუ სად ამყოფებდა მათი ნათესავი გატაცებულ გოგონას. ორი დღის გასვლის შემდეგ ტვინგამორეცხილი და დაშინებული გოგონა „ნებაყოფლობით გაჰყვა“ მომტაცებელს. მოტაცების ფაქტის დაფიქსირების გამო გამტაცებელმა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბიუჯეტს ჯარიმა გადაუხადა და „ბედნიერი ქორწილის“ ზეიმიც შესაძლებელი გახდა. როგორც სჩანს, ბიუჯეტში საკმარისი თანხები შედის, რათა არც ქართველ ჩინოვნიკებს მოაკლდეთ ბაირამობდა და დღესასწაულები. ტენდერები, რომლებიც ჩინოვნიკებისათვის ასობით კილოგრამი შოკოლადისა და კიდევ უფრო დიდი რაოდენობის საზამთროს საყიდლად იხარჯება, ამაზე მეტყველებენ. იგივეს ადასტურებს მილიონობით ლარის ოდენობით გაცემული მხოლოდ პრემიები - ბატონყმობის ლეგალური დემონსტრაცია.
ოჯახში ჩაკეტილობის პრობლემა, თუ კარგად დავაკვირდებით, მხოლოდ ეროვნულ უმცირესობებს არ ეხებათ. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ერთმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა და მოღვაწე ქართველმა ქალმა, კეთილი ნების გამოხატულებად, ნებისმიერი ლტოლვილი ახალგაზრდა გოგონას თავისთან სტუმრობის შესახებ გამოაცხადა. გამოჩნდა ლტოლვილი გოგონაც და მოგზაურობის სურვილიც, მაგრამ იქვე გაჩნდა მამაც, რომელმაც 20 წლის ზრდასრულ ქალიშვილს საზღვარგარეთ გამგზავრება აუკრძალა. როგორც სჩანს პრობლემა უფრო გეოგრაფიულ-კულტურულია, ვიდრე ეთნიკური. შვილისათვის ვერც განვითარების ეშხმა და ვერც ნაჩუქარი ბედნიერი დღეების შესაძლებლობამ ვერ მოალბო სასტიკი მამის გული, რომელიც დიგიტალურ განზომილებაში გადაყვანილი საზოგადოების ნაწილია, პაუზის ღილაკ-დაჭერილი. გუშინ საპატრიარქოს წინ სხვა ქალმა ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე - მან გადაწყვიტა თავი მტკვარში დაეხრჩო. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო ადამიანებს გამოუვალ მდგომარეობასა და სუიციდს შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. სხვა გამოსავალი მიგრაციაა, რაც უკვე განუწყვეტელ რეჟიმში მიმდინარეობს, გაურკვეველი შედეგებით. დიქტატორული წესრიგის აგენტ-დეპუტატები (მაგ. ზაქარია ქუცნაშვილი და სხვები) კი, გამუდმებულ რეჟიმში, მორალსა და ღირსებაზე აპელირებენ.

გერმანელი მწერალი, ბერთოლდ ბრეხტი „სამგროშიან ოპერაში“ ბურჟუას, რომელიც ღარიბს უღირს საქციელზე მიუთითებს, ღარიბის პირით წამოაძახებს:
-„ჯერ მოდის სათქვლეფი.  შემდეგ მორალი. თუ ასე არაა, მაშ რით არსებობს ადამიანი?“

როგორც სჩანს, ქართველებმაც საკმარისად უნდა დაღეჭონ ეს სიტყვები- "ღირსება"-ცა და "მორალი"-ც, რომ სამკურნალო ნივთიერებების გამოყოფა დაიწყოს. მერე მათი გადაფურთხებაც შეიძლება. ასე მოხდა გერმანიაში და ალბათ ასე მოხდება ჩვენთანაც, მაგრამ გვახსოვდეს: განა ყველა კაცი კაცია და ყველა გერმანელი გერმანელი?! ისე კი, დამნაშავისათვის დანაშაულზე საუბარი ყოველთვის „ჯერ ადრე“ იქნება, ხოლო მსხვერპლისათვის ყოველთვის დაგვიანებული, ამიტომ, არჩევანის გაკეთება საღად მოაზროვნე მოქალაქეების ვალია დაუცველი ადამიანების წინაშე.

Mittwoch, 25. Januar 2017

ვანკა-სტანკა, ჰოკუს-ფუკუს, იყო და არა იყო რა… VANKA-STANKA, HOKUS-FOKUS, ES WAR UND NICHTS WAR



მგონი მეცხრამეტე დღეა, ფეხებქვეშ მიწა მომიზომეს, ამომთხარეს და მერე ზუსტად იმდენი დამაყარეს, რაც ჩემი მგზავრობისათვის იქნებოდა საკმარისი, არც მეტი და არც ნაკლები.

წინა წელს წინ ჩემი ერთი დობილიც ასე გადააადგილეს. ერთმა წელმა ერთი დღესავით გაირბინა, ახლა კი ეს ჩემი დღეები წლებად მეჩვენება. ამბობენ, ძველ ხეებს აღარ გადარგავენ და ადგილს აღარ უცვლიანო. მაგრამ ისეთი დრო დადგა, დედამიწის ზოგიერთ ადგილას დროის ათვლის წერტილები მუდმივად იცვლება, ან ცვლიან მავნე მავანნი. ასეთ ტერიტორიებზე ზოგჯერ ყველაფერია შესაძლებელი. ცივილიზებული სამყარო ამ ადგილებს „უფლებებისაგან თავისუფალ“ ზონებს უწოდებს. ადგილებს, რომლებსაც თავად დახმარების ხელს „უწვდის“, უხვად აფინანსებს, მათ მმართველებს საქმიან შეხვედრებსა და სუფრაზეც ეპატიჟება დროდადრო, მაგრამ გადის ათწლეულები და ამ „ზონებში“ არაფერი იცვლება დროის გარდა. ცალკეული გამონკლისების გარდა, იქ დრო უკუღმა ტრიალებს. სწორედ ამიტომ ასეთ ადგილებში მაცხოვრებელი ადამიანები თითქმის ვერაფერს გრძნობენ. ჯერჯერობით საქართველოც მათ რიცხვს მიეკუთვნება. ბევრის მომსწრე ვარ, გამიგია და მინახავს - ამბავი ქართველებისა და ამბები სხვებისაც. ამბებს ვიგებ ხმელეთით, ცითა და ზღვით - მე ჩემი არხები მაქვს.
აი, რა ვიცი საქართველოს შესახებ:

საქართველომ, მართალია, გერმანიისა და ინგლისის უშუალო პროტექციის ქვეშ 1919 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა და სახელმწიფოდ შედგომა მოახერხა, იგი ბოლშვიკების მუშაობის შედეგად 1921 წელს ისევ რუსეთის კლანჭებში, ამჯერად საბჭოთა დიქტატურის, თუმცა არსით თითქმის კვლავ ცარისტულ სისტემაში აღმოჩნდა. საბჭოთა სისტემის ნგრევის შემდეგ 1991 წელს საქართველოს სახელმწიფო კვლავ დაიბადა, თუმცა მას არ გააჩნდა სახელმწიფოებრიობის ნიშანთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი - კონსტიტუცია, ანუ შეთანხმება ქვეყანაში საერთო ქცევისა და წესების ნორმის შემოღებაზე. ედუარდ შევარდნაძის მიერ მთავრობის უზურპაციის შემდგეგ კონსტიტუციაზე მუშაობა ფორმალურად რამოდენიმე ჯგუფმა დაიწყო, დაიწერა არაერთი ვარიანტიც, საბოლოოდ კი შერჩეულ იქნა შევარდნაძის მიერ პირადად დაკვეთილი ვერსია ისე, რომ კონსტიტუციის დანარჩენი ვარიანტები, რომელთა მომზადება უცხოელი სპეციალისტების უშუალო დახმარება-დაფინანსებით მიმდინარეობდა, დაწუნებულად, ანუ გამოუსადეგად გამოცხადდა. საზღვარგარეთ მიწვეულ ქართველ და იქ მყოფთ იურისტთა და მრჩეველთა შორის გამართული  ფორუმები, ურთიერთთანამშრომლობა, მივლინებები - ყველაფერი ეს საქმის კეთების ილუზიასთან შეწყვილებული უაზრო შრომა და უშედეგოდ გაფლანგული რესურსი აღმოჩნდა. ქართული კონსტიტუციის წარმოქმნის მიმდინარე პროცესის დიდ ნაწილს უშუალოდ გერმანელი დოქტორანტი, ვოლფგანგ გაული ნაწილობრივ აკვირდებოდა და იკვლევდა, რომელსაც საქართველოს მთავრობაში კარგი კონტაქტები ჰქონდა და იქ მომუშავე ქართველი პოლიტიკოსებისაგან პირველ წყარო-დოკუმენტებით მარაგდებოდა. თუმცა მას დახმარებას სავარაუდოდ იმ იმედით აღმოუჩენდნენ, რომ ის, რასაც ახალგაზრდა დოქტორანტი, ბატონი გაული თავის კვლევაში აღწერდა, ქართველებისათვის გაუგებარ, უცხო ენაზე დარჩებოდა და საქართველოს რელობისა და ქართული ენის მიღმა იარსებებდა. ნაშრომი წიგნის სახით გამოიცა გერმანულ ენაზე, საქართველოში ამ ნაშრომს არავინს გასცნობია, სავარაუდოდ იგი მხოლოდ ერთეულებმა წაიკითხეს. ამ კვლევის მოკლე ნაწყვეტიდანაც ცხადად სჩანს, თუ რა მდგომარეობა იყო „შევარდნაძის საქართველოში“:

„კორუფცია განვითრების თანამშრომლობის პროგრამებში კომპლექსური და ტაბუდადებული თემაა. მიუხედავად ამისა, ეს აქ უნდა განვიხილოთ, რადგან კორუფცია სამართლებრივი ნორმების აღსრულებისას სამართლიანობის წინააღმდეგ დგას და ამიტომ სამართლებრივი დოკუმენტების ერთობლივი მომზადების პროექტებს საგრძნობლად ამუხრუჭებს. კორუფციას ხელს უწყობს აგრეთვე დამფინანასებელი უწყებების სუსტი შიდა ორგანიზაცია.
ამასთან კორუფციის მექანიზმები საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის პროგრამებში ისევე ფუნქციონირებენ, როგორც შიდა სახელმწიფობრივი ურთიერთობა ქვეყნისა საკუთარ მოქალაქესთან: 
ჩინოვნიკთა ხელოვნურად გაბერილი აპარატი, რომელიც ხშირად სხვა მიზნების გამოა დასაქმებული და რომელთა გასამრჯელო ამავდროულად ფისკალური მიზეზების (სახელმწიფო ხაზინიდან გამომდინარე ინტერესების) გამო არასაკმარისად ანაზღაურდება, იღებს ლეგალურ შემოსავალს სხვა წყაროებიდან, როგორიცაა მფარველობითი გარიგებები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
ასეთი გაბერილი ჩინოვნიკთა აპარატის მიერ  წარმოქმნილი პროცესები კი მაგალითად, მრავალფეროვანი კანონები, როგორიცაა, სახელმწიფო კონტროლი, ნებართვის შეზღუდვები, აწესებენ შესაბამის „სტავკებს“ (თავიანთ ფასებს), რომლებიც იძლევიან მოქრთამვების შესაძლებლობების ფართო სპექტრს. ბიუროკრატიის ზოზინა ტემპიც ამ ინტერესების გათვალისწინებითაა გამოწვეული.
კორუფცია ეფუძნება ამასთან შიდა ადმინისტრაციულ სტრუქტურებს, რომლებიც ვერტიკალურადაა განლაგებული. ამასთან ეროვნული გამაკონტროლებელი ინსტიტუტებიც დამატებითი შემოსავლების წილში სხედან, რომლებიც არალეგალური მოგების ნაწილს ფიქტიური დავალებების განაღდების ხარჯზე, ანუ „ჩამაწოდე-ჩაგაწოდეს“ (ხელი ხელს ბანს) პრინციპით იღებენ.
დამფინანასებელთა მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოებს ამ პირობებში შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი უწყება სახელმწიფოს შიგნით, რომელიც სუვერენულად მიიღებს გადაწყვეტილებას და დააწესებს სანქციებს, პროექტზე პასუხისმგებელს სხვა არა დარჩენია რა, თუ არა:  „pay it or leave it“  (ან გადაიხადოს, ან თამაშიდან გავიდეს). მაგრამ დამფინანსებელთ შეუძლიათ წააყენონ მოთხოვნათა კრიტერიუმები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია კორუფციასა და ბუნდოვან გადაწყვეტილებებზე სანქციების დაწესება.“(1)

გონიერმა ადამიანებმა იციან, რომ საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მოსახლეობას იმ დროისათვის უბრალოდ „გადასცეს“, ხოლო მისი ამოსავალი პირველწყარო გერმანული კონსტიტუცია იყო და დღემდე რჩება. თვით კონსტიტუციის დოკუმენტზე მუშაობა ახლაც სისტემატურად მიმდინარეობს, თუმცა განათლების, წიგნსა და ხარისხიან ბეჭდურ მედიაზე ხელმისაწვდომობის თითქმის კატასტროფული მაჩვენებლის გამო ქვეყანაში მცხოვრებთა უდიდესი უმრავლესობა არ იცნობს კონსტიტუციის შინაარსს და არც საკუთარი უფლებების შესახებ აქვს მიახლოებითი წარმოდგენა. ადამიანური ცხოვრების ქონა, კვების პირობებსა და საკუთარი ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა ადამიანის მთავარი, სასიცოცხლო უფლებების ნაწილია. ისევე, როგორც დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყნებში, გერმანიაშიც ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ზოგადად, ადამიანის ისტორიული წარსულითაა განპირობებული. სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, ადამიანი ბუნების წიაღიდან იღებდა ან ნაწილობრივ ივსებდა საკვების მოთხოვნილებას. საკუთარი საჭიროებისათვის ზომიერი ნადირობა, მიწის დამუშავება, ცხოველთა შინაური მეურნეობა, ნატურით გაცვლა - ესენი ადამიანის სარჩოს მოსაპოვებლად არსებული ძირითადი მეთოდები იყო. მე-19 საუკუნისათვის ევროპაში ინდუსტრიალიზაციის შედეგად ქალაქში კონცენტრირებული მუშა-ხელისათვის კვების დეფიციტების შევსების აუცილებლობამ  პროდუქტების თვითუზრუნველყოფის იდეა გააჩინა, რის შედეგადაც დასახლებულ ცენტრებთან ახლომდებარე ტერიტორიებზე საბოსტნე მეურნეობები აღმოცენდა. ბაღების იდეა ძალიან მალე ავსტრიასაც გადაწვდა და გარკვეულ წრეებში ეკოლოგიურ ცხოვრების სტილის პოპულარიზება გამოიწვია. (2) მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში კერძო სარგებლობაში მყოფ ბაღებს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭათ. მათ პატარა ბაღები ერქვათ. პატარა ბაღები ქალაქებში ახლაც ბევრ ადგილასაა შემორჩენილი. დღესდღეობით მხოლოდ ქალაქ ბერლინის დასახლების დაახლოებით სამ პროცენტზე, სამ ათასამდე ჰექტარზე, 70 ათასზე მეტი ასეთი ბაღია გაშენებული, (3) სადაც ე.წ. „ბუნდის მცირე ბაღის  წესდება“ მოქმედებს. ამ ჯერ კიდევ ნაწილობრივ კაიზერის დროინდელი კანონის მიხედვით ბაღის მეპატრონე ვალდებულია ბაღის ფართობის მინიმუმ ერთ მესამედზე ხილ-ბოსტნეული აწარმოოს. (4) ბაღების ერთი ნაწილი პაწაწა ქოხებითაცაა განაშენიანებული. ისევე როგორც სხვაგან, ევროპაში, გერმანელი მოქალაქეების მიერ ბუნებისა და მის ბინადართა სიცოცხლის პატივისცემა (საკუთარისა და სხვისაც) სხვადასხვა კანონებით რეგულირდება, (5) რადგან მხოლოდ ბუნების სიყვარული არაა საკმარისი გარემოს დასაცავად. სპეციალური „ხის დაცვის კანონი“ არა მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გაზრდილ მწვანე ნარგავებს იცავს, არამედ კერძო საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე არსებული ხეების ბედსაც განაგებს იმდენად, რომ არა მხოლოდ მათი მოჭრა, ან გაკაფვა არამედ მათი ტოტების შეჭრა და იერსახის ცვლილებაც კი აკრძალულია მკაცრი რეგულაციებით. ხოლო თუკი მათ ახლომახლო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ნარგავებს სამი ყვავილობის პერიოდში აკვირდებიან, ხომ არ მიიღო მცენარემ რამე სახის დაზიანება. ჰესენის მიწის სამშენებლო კანონის მიხედვით, მაგალითად, ხეების უნებართვოდ მოჭრა, რომელთა დიამეტრიც ერთ მეტრ სიმაღლეზე უკვე 60 სანტიმეტრს შეადგენს, აკრძალულია. შვედეთში კი ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში, მეფის ბრძანების საფუძველზე მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეების დარგვა წესად იყო შემოღებული. (6) გარდა ადგილობრივი კანონებისა, (7) ბუნების დაცვას ერთიანი ევროსტანდარტის კანონი, „ნატურა 2000“-იც არეგულირებს. (8) კანონი არ ეხება ხეხილს, სახურავზე და მიწაზე კომერციული მიზნებისათვის გაშენებულ ნარგავებს. საინტერესოა გერმანიის მაგალითზე ერთი 2015 წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც WWF-ის ეგიდით მომუშავე ბაიერის ბუნების დაცვის კავშირმა ებრახის მიდამოებში გაშენებული ტყე განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ზონად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა ადგილობრივმა მიწის ხელისუფლებამ მისი ჩეხვა გააგრძელა. სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ტყის მცველი ამტკიცებდა, რომ ნარგავები უმეტესად ძალიან ახალგაზრდაა და ადგილზე მხოლოდ რამოდენიმე ძველი ხე იყო შემორჩენილი - ისიც უკვე გამხმარი, ამდენად ამ ტყეს არ გააჩნდა განსაკუთრებული ფასეულობა. ჯიპიეს ტექნოლოგიით ადგილის დეტალურმა შესწავლამ სრულიად საპირისპირო სურათი აჩვენა: იქ მყოფ ორ  პროცენტამდე გამხმარი ხეების გარდა, რომლებიც უპირობოდ იქ არსებული ბიოტოპის სახეობებისათვის უძვირფასეს საკვებს წარმოადგენდნენ და აღრიცხულნი არ იყვნენ, 8 ჰექტარზე საკმაო სიძველის წიფლის ტყე იყო გაშენებული, სადაც 380-მდე ძირ ძველ ეგზემპლართაგან ზოგიერთი 180 წლისაც კი აღმოჩნდა. 3000 ძირი კი უკვე ასაკოვან ხეებს განეკუთვნებოდა, რომელთა გარშემოწერილობა 1,3 მეტრ სიმაღლეზე 80 სანტიმეტრს აჭარბებდა (9) - დასტური იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებსაც სჭირდებათ კონტროლი და მხოლოდ კანონი ვერ იცავს სახელმწიფო და საერთო დოვლათს განადგურებისაგან. ტყე გაჩეხვას გადარჩა.
წინა საუკუნეში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების დაჩქარებულმა ტემპებმა  ბუნების კომპლექსურად აღქმა განაპირობა. ტერმინი ბიოტოპი სწორედ ამ კომპლექსურობის აღსანიშნავად შემოიტანა მეცნიერებაში1908 წელს ზოოლოგ ფრიდრიხ დალმა. ბიოტოპი, ანუ ბიოზონა ბუნების ერთი, გარკვეული ერთეულია, რომელიც  როგორც ტყეებს, ან წიწვოვანი ხეებით განაშენიანებულ ერთ ერთეულს, ისე ცალკეულ აღებულ ტბებს, მდინარეებს, ან ბუნების სხვა ერთიან ერთეულებს მოიაზრებს და მასში თანამცხოვრებ და ურთიერთმოქმედ ყველა ორგანიზმს გულისხმობს. იცვლება ბიოტოპის ერთი კომპონენტი, ირღვევა ბალანსი მასში მცხოვრებ ორგანიზმებს შორის, ბიოტოპი სახეცვლილება თავის მხრივ მასზე მიბმული დანარჩენი ბიოტოპებისა და უფრო დიდი მოცულობის ეკო სისტემის ცვლილებას განაპირობებს, რადგან ბიოტოპი არასოდესაა იზოლირებულად წარმოდგენილი. გარდა ამისა, ცივილიზებულ სამყაროში ხეებზე მზრუნველობა არა მხოლოდ ეკოსისტემაზე ზრუნვის ნაწილია, არამედ დღეს მას კულტურული დანიშნულებაც  გააჩნია. (10) ძველი ხეები უკვე ლანდშაფტის ისტორიას „ჰყვებიან“ და ამიტომ ისინი კულტურულ ძეგლებსაც წარმოადგენენ, რომლებსაც კონკრეტული მისამართები გააჩნიათ - კონკრეტულ ადგილებზე დგანან. ტყეებსაც თავიანთი ისტორია აქვთ თავიანთ „მაცხოვრებლებთან“ ერთად. ძველი ისტორიები უმეტესად ტურისტული ბილიკების მოწყობისას „ცოცხლდებიან“ თემის, სახელმწიფოს, ან სულაც ინფორმირებულ მოხალისეთა მიერ გაწერილ სხვადასხვა კულტურულ თუ ბუნების დაცვის პროგრამებში.(11)

2015 წლის 31 დეკემბერს აჭარის მთავრობის ბრძანება ნომერ 431-ის მიხედვით, რომელიც დიდხანს არ გასაჯაროებულია, ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში არსებული პარკის მოსაწყობად სამი ე.წ. გიგანტური ხე შეიძინა. (12) მედიაში გავრცელებული სხვა ინფორმაციის მიხედვით, ხეები სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე იყვნენ დარგულნი და შესაბამისად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენენ.(13) იმავდროულად, ხეების გადარგვა აჭარის მთვრობამ ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მუნიციპალიტეტისათვის სარგებლობის მომტან დენდროლოგიური პარკის პროექტის ნაწილად გამოაცხადა, რომელიც შემდგომ ხალხის საერთო განკარგულებაში იქნებოდა გადაცემული. აჭარის მთავრობისადმი გაზეთ „ბათუმელების“ მიერ დასმული დამატებითი კითხვების შემდეგ სახელმწიფო ჩინოვნიკებმა წინა, ხალხისათვის სარგებლობის აღმწერი განაცხადი გააუქმეს და ნათქვამი უარჰყვეს: „მსგავსი განცხადება ჩვენ არსად გაგვიჟღერებია“.(14) შავიზღვისპირა ბოტანიკური ბაღის მშენებლობას რამოდენიმე წლის წინ ოლიგარქის თბილისის სახელმწიფო ბოტანიკურ ბაღში ჩასახლება უძღოდა. იურისტ ეკა ბესელიამ, რომელმაც საქართველოს შევარდნაძისეულ კონსტუტიციის შექმნის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა, განცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მნიშვნელოვან ობიექტებთან ერთად საკუთარი ჯიბიდან მრავალი წლის განმავლობაში ბოტანიკურ ბაღსაც ინახავდა, ამიტომ არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ ბოტანიკური ბაღის ნაწილი სწორედ მასზე გასხვისდა.(15) რამოდენიმე დღის წინ გაზეთ „გურიის მოამბის“ ცნობით, ოლიგარქ ივანიშვილმა სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეზოში მდგომი ასწლოვანი ჭადრის ხე შეთვალა.(16) გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული კერძო დენდროლოგიური პარკის მოსაწყობად ციხისძირიდან სხვა, 50-მდე ხანდაზმული ხის გადარგვაა დაგეგმილი. შთამბეჭდავი კერძო ტყეპარკების მოწყობა საკუთარ მამულში ფეოდალური ხანის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ბაღის დაგეგმარება-მოწყობა ბაროკის დროს იქცა ყველაზე პოპულარულ სახელოვნებო საქმედ, სადაც ბაღი და საცხოვრებელი სივრცე რენესანსის ეპოქისაგან განსხვავებით ერთმანეთთან უკვე ჰარმონიულად იყო შეერთებული. უსვამდნენ რა ხაზს აბსოლუტისტი ფეოდალები ამ ხერხით თავიანთი ძალაუფლებით თვით ბუნების დამორჩილებას, მასში სხვა ეგზოტიკურ ნიმუშებსაც განათავსებდნენ, როგორიც მაგალითად აღმოსავლურ სტილზე ნაგები ფანჩატურები, ან გარდასული დროის ქანდაკებები იყო, რაც მებატონის სტატუსს ერთიორად ზრდიდა. ბაროკის დროინდელი ტყე-პარკები დღეს ევროპაში მუზეუმებადაა ქცეული და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი გააჩნიათ. პოსტსაბჭოთა ხანის ოლიგარქებმა ბაროკული პარკების გაშენება ახლა დაიწყეს. ის, რასაც ისინი ტურისტულ ატრაქციონად ან სახალხო კეთილდღეობად ნიღბავენ, კერძო სარგებლობისათვის განკუთვნილი პრივატიზებული, ანუ პირად მფლობელობაში არსებული დასახლებული ტერიტორიებია. „სახალხო კეთილდღობა“, „ტურისტების მოსაზიდად განკუთვნილი ინვესტიცია“, „ინვესტიცია ხალხის დასასაქმებლად“ - ესენი პროფილაქტიკის მიზნით გამოგონილი სატყუარა სიტყვათა შეთანხმებებია, რომლებიც ოლიგარქ(ებ)ს საშუალებას აძლევს მშენებლობის დროის განმავლობაში სავარაუდოდ ღარიბი ხალხის ფენისაგან წამოსული საპროტესტო ხელისშემშლელი აურზაურის გარეშე განახორციელოს თავისი სამშენებლო გეგმა - კერძო, დიდი ხნის წინ გადაფორმებულ საკარმიდამო ნაკვეთში, რომელიც რამოდენიმე ასეულობით, ზოგჯერ ათასჯერაც აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქის მფლობელობაში მქონე მიწასაც და საარსებო რესურსსაც. ამასობაში საკარმიდამო ნაკვეთებად თითქმის ახლად, სულ რამოდენიმე წლის წინ შემოღობილ სახელმწიფო საზოგადო ქონებას პატრონებისათვის უკვე ხანშიშესული ხეები სდარაჯობენ - ქმნიან რა საკუთრების ხანდაზმულობის ილუზიას, გნებავთ იმიჯსაც. ასაკოვან ხეებზე განსაკუთრებით უკრაინიდან და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან დღესდღობით დიდი მოთხოვნაა. 50 წლის მუხის ევროპული ბაზრის ფასი, მაგალითად, დაახლოებით 20 - 25 ათასი ევროს ფარგლებში  მერყეობს. ზოგჯერ ძლიერი ბუნებასაც ამსახურებს: ამ შემთხვევაში, „თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მაშინ მთა მივა მუჰამედთან“. სინამდვილეში ეს ახალი ტენდენციაა. ასეთ ტყეპარკებს ოლიგარქები საკუთარი ისტორიის (გა)დასაწერად იყენებენ, როდესაც მათი კონკრეტულ ადგილზე ყოფნისა და მფლობელობის დრო ხანდაზმული ხეების წყალობით ილუზორულად დაგრძელდება, ხოლო იმავდროულად იქვე მცხოვრები დარჩენილი მოსახლეობის ადგილზე ყოფნის დრო და უფლება რეალურად პირდაპირპროპორციულად მცირდება. სხვა ცოცხალი არსებები დროის გარეთაც გადიან. ბუნების საათის ფლობის ფიქციის საშუალებით ფიქტიური (ტრადიციის) ისტორია ფორმდება: „რამდენი წლისაა მამაშენის ბაღში ხეები?“ - კითხვის პასუხი დამატებით კითხვებს, როგორიცაა: „რამდენი ხანია, რაც ამ მამულში ცხოვრობთ?“ აღარ აჩენს. სხვა ფესვების გამოგონებაც საჭირო აღარ ხდება. გარდა ამისა, „ბუნებრივი“ დამცავი ღობე იმსიმაღლე და იმსისქეა, რომ ღობის იქიდან გადმოფურთხებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ტიპის ოინბაზობის საშუალებით უკვე თავისუფლად შესაძლებელია ერთ დროს არასასურველ დაბადების ადგილზე დაბადებულ „საქართველოს მოქალაქემ“ ერთ ადამიანში უპრობლემოდ შეითავსოს ერთმანეთთან ადრე თითქმის შეუთავსებელი სტატუს-სიმბოლოები: დიპლომი, სოციალურად დაცული ქვეყნის პასპორტის ქვეშ პროტეჟედ ყოფნა, წინაპრების მიერ ნაანდერძევი „ხანდაზმული“ მამული და ზედმიყოლებული გვარიშვილობაც.
რაც შეეხება დროს, მასზე დიდი ლაზღანდარობაა გამართული საქართველოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და ე.წ. უნეტარეს კათოლიკოსს-პატრიარქს შორის: ათეულობით ათასად დაკვეთილ საიუველირო საათს ხან ერთი სჩუქნის მეორეს, ხან ეს უკანასკნელი პირველს.
ზემოთ ვამბობდი, ფეხებქვეშ მიწა ჯერ ისევ გამოცლილი მაქვს და არ ვიცი - გავხევდები, თუ სქელ კანს შემოვიხვევ-მეთქი. ბოლოს ყველაფერი ალბათ მაინც მებაღეზე იქნება დამოკიდებული - სასტიკი შეძახილებით გამახმობს, თუ სიყვარულით მომრწყავს. თუ გადავრჩები, ვიცი, ადრე თუ გვიან, ჩემს ამომთხრელს ჩემს ფეხებთან დაასვენებენ. დედამიწაზე არსებულ ცოცხალ არსებათა ყველა მიგრაციულ პროცესს ოდესღაც თავისი დასასრული აქვს.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Gaul, Wolfgang: Verfassungsgebung in Georgien: Ergebnisse internationaler rechtlicher Beratung in einem Transformationsstaat. Berlin 2001, S. 354-355.


Montag, 29. August 2016

იდენტობა, რომელიც არ არის

მედიუმი
მარშალ მეკლუანის (Marshall McLuhan) ფრაზა - (თავად) მედიუმია შეტყობინება („The medium is the message“) ანუ ინფორმაციაა ის, რითაც იგი გადმოიცემა, არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური ჩვენში, როგორიც დღესაა. 1967 წელს გამოშვებული მეკლუანის წიგნი, რომლის სახელიც  "The medium is the message" (მედიუმია შეტყობინება) უნდა ყოფილიყო, პოლიგრაფიული შეცდომის წყალობის გამო, სხვა სახელით დაიბეჭდა - „The Medium is the Massage“ (მედიუმი მასაჟია). ინფორმაცია მასაჟია, ანუ სხეულთან შეხებაა, სოციალური ინტერაქციაა, რომელიც სასიამოვნოა, რომელიც ამშვიდებს. რომელიც შიმშილსა და სხვა მნიშვნელოვან სასიცოცხლო ფუნქციებს ავიწყებს, მოკლე ან ხანგრძლივი დროით.

ინფორმაცია
მათეს სახარებაში იკითხება, რომ როდესაც ეშმაკმა იესოს გამოცდა მოუწყო - გადაექცია ქვები პურებად, თუკი იგი ყოვლისშემძლე იყო, იესომ უპასუხა: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“(მათე 4:4) ადამიანი სოციალური არსებაა და საკვებზე მეტად ინფორმაცია სჭირდება. ვართ თუ არა სწორად ინფორმირებულები, ამისი გამორკვევისათვის მასები არასოდეს ხარჯავდნენ დიდ ენერგიას, მთვარია - ინფორმაცია, ანუ პური ჩვენი არსობისა, რომელსაც ვითხოვთ ჩვენ. ვართ თუ არა საკმარისად ინფორმირებულები?! - ეს თითოეულმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მანამდე კი თავადვე მოახერხოს სწორი ინფორმაციის შერჩევა. ფაქტია, რომ ინფორმაციის ნაკადის რაოდენობა დღითიღე იზრდება.

დისკურსი
„წმინდა წიგნი“ ანუ ბიბლია ყველაზე ხშირად წაკითხული და გაყიდული წიგნია. თავად ბიბლია სასწაულმოქმედი სულაც არაა, მეტიც, ხშირ შემთხვევაში მოძველებულსა და არასწორ წარმოდგენებს, ზოგჯერ დეზინფორმაციასაც ავრცელებს. იგი წმინდა გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ დიდძალ ინფორმაციას ინახავდა. ძველ დროში მას კანონის წიგნად აღიქვამდნენ, მას ხელით სწერდნენ და ადამიანის განსაკუთრებული შრომის, შემოქმედების ნიმუშად ხედავდნენ. ბიბლიამ დისკურსი შექმნა, რადგან მას კითხულობდნენ, ან - წაკითხვისას ისმენდნენ. დისკურსს ქმნის ყველა (შემოქმედებითი) ნაწარმოები, რომელიც შემდგომ თავისსავე თავიდან გამომდინარე კომუნიკატურ აქტებს წარმოშობს: განხილვას, დიალოგს, მიმოწერას და ა.შ. „სადაცა იყუნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე.“(მათე 18:20) ტაძარიც, ხსოვნაც და დისკურსიც იქაა, სადაც ურთიერთშემხვედრი ორი, ან ორზე მეტი აზრია. აზრების წარმოშობის დროს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება.

მარხვა
ცოდნის დაგროვების წინაპირობა, პირველ რიგში, გამოცდილების აღწერა და მისი დაჯამებაა - სტატისტიკური მონაცემებივით - ასე იყო ადრე, ასეა ახლაც. ადრე გრძელვადიანად ცოდნის დამახსოვრება-დამუშავება მხოლოდ მუშაობისთვის ოპტიმალურ, მშვიდ ადგილებში იყო შესაძლებელი - იქ, სადაც ამქვეყნიური კანონები არ ვრცელდებოდა. ამქვეყნიურობა ნიშნავდა და ნიშნავს პირველ რიგში სხეულს და მასთან დაკავშირებული რესურსების ხარჯებს: დროს, ენერგიას, ნედლეულს ან ფულად სახსრებს. ყველაზე ეფექტური მუშაობისთვის, პირველ რიგში, უნდა იმართოს სხეულის ის ფუნქციები, რომლებიც ყველაზე მეტ ძალისხმევასა და რესურსს მოითხოვენ. ესენია - კვება და რეპროდუქცია (გამრავლება).

წიგნსაცავი/ცოდნის ტაძარი
დამწერლობის შექმნასთან ერთად, პირველი ბიბლიოთეკები ეგვიპტეში წარმოიშვა. მასიურად ბიბლიოთეკები ძველ რომში გავრცელდა, სადაც იგი ყველა განათლებული მოსახლის საცხოვრებელში, ანაც საზოგადო მოხმარებისთვის, საჯარო სივრცეში იყო ხელმისაწვდომი. წიგნები ცოდნაა, ცოდნა - ძალაუფლება, ამიტომ წიგნსაცავები მნიშვნელოვან, ზოგჯერ საკრალურ ადგილსაც, ტაძარს წარმოადგენდნენ და ეს მეტაფორა ხშირად წიგნების შესანახად აშენებული საცავის შესაბამის არქიტექტურაში ისახებოდა. რომის იმპერიის დამხობოს შემდეგ ძველ წიგნებს განადგურებული საცავებიდან მონასტრები მფარველობდნენ, სადაც მათი ასლები კეთდებოდა, მათ გადაწერდნენ, რათა ცოდნა არ დაკარგულიყო და თაობებს შემოჰნახოდათ. ამ გარემოების წყალობით ერთ ადგილზე თავმოყრილმა ცოდნამ ეკლესია-მონასტრები ძალიან მალე სამეცნიერო კვლევით ცენტრებად აქცია, რამაც მათ დამატებითი სტრატეგიული მნიშვნელობა მიანიჭა. რადგანაც ცოდნის გადაცემა ძველი დროისათვის პრაქტიკულად პირისპირ ხდებოდა, წიგნებთან ერთად მათზე მომუშავე ადამიანებიც, პირველ რიგში კი, სასულიერო პირები ერთგვარი „ინფორმაციის საცავები“ გახდნენ. რელიგიურ სპირიტუალობას დაემატა ცოდნის ძალაუფლებაც. ადრე ეკლესია-მონასტრებს სათავადოები ან უფრო დიდი ერთეულები, სამეფოები პატრონობდნენ. ეკლესიათა წინამძღოლიც ხშირად ის ძმა იყო, რომელსაც მემკვიდროება არ ხვდა წილად.

სეკულარიზაცია
საქართველოში უნივერსიტეტს ზოგჯერ დღესაც ცოდნის ტაძარს ეძახიან. თუმცა ძველი რომისაგან განსხვავებით, იგი არც ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი და აღარც თავის დანიშნულებას ასრულებს. ევროპაში სეკულარიზაციის პროცესებმა, რეალურად კი - ცოდნის საცავების გახსნამ და მასზე ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომობამ განმანათლებლობა აღმოაცენა. ცოდნის საცავების საკმაო ნაწილი დღეს დიგიტალური ფორმით, ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია, თუმცა სარგებლობის წინაპირობა გარკვეული ინსტრუმენტების ფლობის ცოდნაა, პირველ რიგში - შესაბამისი ენისა და ინფორმაციის გაფილტვრის წესებისა. ქართულენოვანი ცოდნა დღეს ძირითადად ისევ საბჭოთა კავშირში წარმოებულ, ჯერ კარგად შეკვეცილ, შემდეგ იდეოლოგიურად „შეზავებულ“, ლიმიტირებულ ცოდნას ეფუძნება.

საცავის განადგურება
ერთი შეხედვით რკინის ფარდასთან ერთად საზღვრების გახსნამ ქვეყნის განვითრებისათვის ბევრი საშუალება გააჩინა, თუმცა არ დადგა ცოდნის წარმოებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი სიმშვიდე და სიმაძღრე. მანიპულირებული და მანიპულირებადი დემოკრატიის სხვადახვა წარმონაქმნებმა სოციალური პროტესტი შეისრუტეს, გააჩინეს განცდა იმისა, რომ პროტესტს ვიღაც ყურს უგდებს, პროტესტი ძალას იკრებს. მოთამაშეები დაიხარჯნენ, გასწიეს სამუშაო, რასაც წესით უნდა შეექმნა დისკურსიც, სადაც მოთამაშეები რეალურად თავიანთ თავს იპოვნიდნენ. ერთ-ერთი ასეთი წარმონაქმნი იყო „იდენტობა“, რომელიც ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ლგბტ თემს, დახმარებას ჰპირდებოდა. თანამშრომელთა თავდადებული მუშაობის შედეგად „იდენტობამ“ შეძლო ძალიან მალე სერიოზული მასშტაბებისათვის მიეღწია. იგი თითქმის ერთადერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც დაიწყო ქვეყანაში არსებული პრობლემების სისტემატური კვლევები და მათი პუბლიკაცია, არა მხოლოდ ლგბტ თემთან მიმართებაში. შედეგები უმეტესწილად ორ ვებ გვერდზე, http://identoba.org, http://17maisi.org თავსდებოდა, დიგიტალურად. იდენტობის ბოლო კრებულის გამოსვლამდე ორგანიზაციის ხელმძღვანელი მეკამათებოდა, რომ ნაბეჭდი მასალა ძალიან ძვირია, ყველაზე მოხერხებულია მისი დიგიტალური ფორმით გავრცელება, რადგან საქართველო მესამე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება და ასეთ ქვეყნებში, როგორც წესი, დიგიტალურზე სვამს ყველა.
„იდენტობის“ ამბავს დღეს სასამართლო იკვლევს, სავარაუდოდ მისი ხელმძღვანელის კორუფციული სქემით მუშაობის გამო. საქმე ექვსციფრიან თანხებს ეხება. თავად ხელმძღვანელმა ამასთან დაკავშირებით საკუთარი ფესიბუკის გვერდზე, რომელიც ამჟამად დახურულია, განაცხადა, რომ ნახევარ მილიონიანი ბიუჯეტის ორგანიზაცია დატოვა. დღეს იდენტობა აღარ არსებობს. ერთი ხელის მოსმით განადგურებულია ყველაზე ძვირფასი - მისი დიგიტალური ცოდნის საცავი, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელს თავის პირად სახელზე ჰქონდა გაფორმებული. ცოდნა, რომლის შეგროვება დასავლეთის სახელმწიფოებმა გრანტების სახით დააფინანსეს და რომელზეც შემდგომ დაშენება შეიძლებოდა, სამწუხაროდ აღარ არსებობს. ორივე ვარიანტის განხილვაა შესაძლებელი: შეთქმულების თეორია, ან ადამიანის დაუკმაყოფილებლობა. შესაძლებელია არსებოდეს მესამე ვარიანტიც, მაგრამ ეს დანაკარგის სიმძიმეს არ ამსუბუქებს. "იდენტობის" მიერ მოწყობილ სახტუნაო ბალიშზე ადრენალინდახარჯული მოთამაშეები გაურკვეველი ვადით არიან დათხოვნილები.


მხოლოდ ნაბეჭდი მედია ქმნის დისკურსს-ეს ფილოსოფოსიის ნებისმიერი ფაკულტეტის პირველი კურსის დასასწავლი სტანდარტული პოსტულატია!

Dienstag, 28. Juni 2016

მაკოცე

თეგები: თარგმანი, პოეზია
                 Übersetzung, Poesie

მაკოცე, ქერის ყანებს გადაღმა,
მწვანეზე მწვანე ბალახთან, ღამით,
ჩემსკენ წამოდი თავბრუდამხვევ ნაბიჯებით,
იმ ფეხსაცმლით,
მე კი - იმ კაბაში დაგიხვდები.


გთხოვ, მაკოცე, ღამის ბინდის რძისფერ შუქზე,
გამიყვანე მთვარის სხივ-გადაფარებულ მდელოს,
შენი ხელის აწევაზე
მუსიკა ჩნდება,
სანთლები ხტიან,
მთვარე ვერცხლს ყრის,
ჰოდა, რაღას ელი,
მაკოცე მერე!


მაკოცე, ძველი ხის ქოხის ქვეშ,
მასზე დაკიდებულ საქანელში მაქანავე,
წამოიღე თან ის ქუდიც, ყვავილებით,
და გავუყვეთ მამაშენის მონიშნულ ბილიკს.


გთხოვ, მაკოცე, ღამის ბინდის რძისფერ შუქზე,
გამიყვანე მთვარის სხივ-გადაფარებულ მდელოს,
შენი ხელის აწევაზე
მუსიკა ჩნდება,
სანთლები ხტიან,
მთვარე ვერცხლს ყრის,
ჰოდა, რაღას ელი,
მაკოცე მერე!