Donnerstag, 1. August 2019

როგორ იწყება ცვლილებები...




მე-19 საუკუნის შუა წლებისკენ ფეოდალურმა იაპონიამ ჩრდილო ამერიკისა და ევროპის ქვეყების ზეწოლის შედეგად, როგორც იქნა, 200 წლიანი იზოლაციის შემდეგ, ქვეყნის კარი გააღო.
მხოლოდ რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში მოახერხა ქვეყანამ ისეთ თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რომელმაც შეეძლო ძალიან მალე დასავლეთის ქვეყნებისათვის თვალი გაესწორებინა. უცხოელი სპეციალისტები გაიგზავნნენ იაპონიაში. თავის მხრივ ადგილზეც დიდი ცვლილებები მოხდა-ძირითადი ყურადღება კი განათლების სტრუქტურების რეორგანიზაციასა და რეფორმებს დაეთმო.
დასავლეთისკენ სწორება განსაკუთრებით დასავლურ მედიცინის ნორმებისა და სამართლის დარგში მოხდა.
1870-1914 წლებში მხოლოდ ბერლინის უნივერსიტეტებში 750-მდე იაპონელი სტუდენტი ჩაეწერა. მათ შორის იყო ინტელექტუალი მორი ოგაი(1862-1922)-ექიმი, მთარგმნელი და მწერალი. მისი ბერლინური ნოველა " ბალეტის გოგონა" ( "მაჰიმე" იაპონ.), იაპონელი ოტასა და ბერლინელი გოგონა ელისის სიყვარულს ისტორია, იაპონიაში დღემდე სავალდებულო სასკოლო ლიტერატურის ნაწილია.
ოგაიმ პირველმა თარგმნა იაონურად გოეთეს "ფაუსტი" და სხვა დანარჩენი 140- მდე ლიტერატურული ნაწარმოები.
"სახელისა და წარმატების მოპოვების დაახლოებითი წარმოდგენით და სწავლისადმი ჩვეული მიჯაჭვულობის უნარით უცებ ევროპის ახალი მეტროპოლის შუაგულში ვიდექი. რა ბრჭყვიალება, რა მსუყე ფერადოვნება ხვდებოდა ჩემს თვალსა და მიღელვებდა გულს! თუკი ქუჩის სახელ "ცაცხვების ქვეშ" ვთარგმნით, იგი პირდაპირ ასე ჟღერს "ამამსუბუქებელი ხეების ქვეშ" და წარმოგვიდგება ერთი განცალკევებული ადგილი. მაგრამ შეხედეთ კაცებსა ქალებს, რომლებიც ორმხრივად მოკირწყლულ, ზონარივით გაბმულ ქუჩებზე ჯგუფურად დადიან! ოფიცრები, გაჭიმულები (...) მომხიბლველი, პარიზის ყაიდაზე გამოპრანჭული გოგონები, ჩემს თვალებს ყველა და ყველაფერი აღელვებს. "
(ნაწყვეტი "მაჰიმე"-დან)

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen