Montag, 26. November 2018

აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys)





არ შეწამლოთ ბოსტნები, მოიწამლავთ საკუთარ თავებს და შედეგი მაინც ნოლია. თუ რატომ, წაიკითხეთ ქვემოთ. სრული ინფომაცია ქართულად არ არსებობს.

აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys), რომელიც მოსავლის 70 %/ზე მეტს ანადგურებს, 300-მდე სახეობის მცენარეს ერჩის. ის იკვებება მცენარის ნაყოფის ტკბილი წვენით ისევე, როგორც ღრღნის პარკოსან მარცვლეულს - მათ შორის ყურძენს, კენკრას, ვაშლს, პომიდორს, სიმინდს, ლობიოს, თხილს, კაკალს და ა.შ.
10-მდე ფაროსანა საკმარისია მოკრეფილი ყურძნის ერთ დიდ ყუთში, რომ ღვინის გემო უვარგისი გახდეს. მან მხოლოდ იტალიაში რამოდენიმე მილიონის ზარალი მიაყენა მეურნეობას. იგი ჭამს ადამიანისა და ცხოველის საკვებ მცენარეებს. ხილსა და ბოსტნეულის ნაყოფს ისე აზიანებს მავნებელი, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელი ხდება.
ის გავრცელდა ამერიკაში 1990-იანი წლების მერე, ევროპაშიც. შვეიცარიაში ამბობენ, რომ მასობრივი ეპიდემია გარდუვალია და ეს მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა ფაროსანა დასავლეთ ევროპაში წელიწადში მხოლოდ ერთი თაობის გამოზრდას ასწრებს მაშინ, როცა თბილ ქვეყნებში 5-6 თაობის გამრავლბას ახერხებს.
ერთი მდედრი ფაროსანა ჯერზე 28 კვერცხს დებს, ხოლო წელიწადში 400-მდე კვერცხის დადება შეუძლია. ის თითქმის ყველგან ბუდობს. პატარა ღრიჭოებიც საკმარისია გასაძრომად, ძვრება ბუზების ბადეშიც. სიცივეში ეძებს თბილ ადგილს და იქ ელოდება გამოზამთრებას. ახლადგამოჩეკილი მწერები ათობით მეტრის ხის კენწეროზეც ძვრებიან.
ფაროსანას ერთადერთი ბუნებრივი მტერი, ნესტრიანი მწერი, ერთ-ერთი ჯიშის კრაზანაა (Trissolcus japonicus და Telenomus chloropus ), რომელიც თავის კვერცხებს ფაროსანას კვერცხებში დებს. როდესაც პატარა კრაზანა კვერცხიდან გამოძვრება, ფაროსანას კვერცხიც ნადგურდება. ამ მეთოდით ფაროსანას მომავალი თაობის 50 %-მდე ნადგურდება.
ევროპაში მათი სხვა ბუნებრივი მტერიც არსებობს- ტახინიდები, თუმცა ისინი უკვე გამოჩეკილსა გაზრდილ ფაროსანას ემტერებიან.
შესაწამლი ნივთიერება სრულიად უშდეგოა. იხოცება მხოლოდ რამოდენიმე, რადგან ყველაფრის მოწამლვა შეუძლებელია, ხოლო შესაწამლი შხამი ადამიანის ჯანმრთელობისათვის უკიდურესად მავნებელია, რადგან მასში არსებული ნივთიერებები, განსაკუთრებით ქლორი ადამიანის ჰორმონალურ სისტემაში სასარგებლო ჰორმონეს ჩაანაცვლებს, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციას ცვლის და კრეტინიზმით დაავადება გარდუვალია.
უცხოეთში დიდი ხანია არსებობს სასწრაფო რეაგირების ტელეფონი, რათა შესაბამის სამსახურებს მავნებლის აღმოჩენისთანავე ეცნობოთ. მწერის განადგურების ყველაზე ეკოლოგიური გზა მისი შეგროვება და გაყინვაა. შეწამლვისაგან თავის შეკავებას ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ურჩევენ.
ცნობისათვის, გერმანიაში ეს ფაროსანა 2011 წლიდან გამოჩნდა.
საქართველოში ფაროსანას შემოსევა წლევანდელი შემოდგომიდან დაფიქსირდა. ქვეყნის მმართველობის არც ერთ რგოლს მოსახლეობისათვის ჯერჯერობით სწრაფი რეაგირების არანაირი სამსახური არ წარუდგენია, ისინი მოკლე ცნობით შემოიფარგლნენ, რომ დეკემბერში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველ სიმპოზიუმს ჩაატარებენ. სოც.ქსელების მოხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ფაროსანას გავრცელება ღარიბი მოსახლეობის საცხოვრებელ-სავარგულებთან შეინიშნებოდა, რაც განსაკუთრებულად არაფერზე მიუთითებს. როგორც სჩანს, ის ლოკალურად უბრალოდ ამ ადგილებზე დაფიქსირდა. შეუძლებელია მისი შეკავება, რადგან ამისი იარაღი ჯერ არ არსებობს. თუმცა შესაძლებელია სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თუკი ფაროსანა მასიურად ასეთ ადგილებში გავრცელდა, ის დივერსიული ფაქტი იყოს და მისი გადმოსხმა იქ მომხდარიყო, სადაც მის გადმომსხმელს ნაკლები (ვიდეო)კონტროლი და სხვა წინააღმდეგობები შეხვდებოდა.
ჩვენ ვართ სერიოზულ ჩიხში მომწყვდეულები უკვე საუკუნეებია. ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც შემთხვევის წყალობით ქვეყანაში გროვდება, ვერ/არ ვინარჩუნებთ. ქვეყანა გაივსო ფილოლოგ- ფილოსოფოსებით. არ გვაქვს ხეირიანი წიგნები, ვერ ვფლობთ ხეირიანად თანამედროვე უცხოურ ენებს. სისტემატურად არ ვწერთ და ვკამათობთ კონკრეტულ თემებზე. ვერ იქმნება დისკურსი. ვტრიალებთ წრეზე. ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს ხშირ შემთხვევებში. ისე კი მაინც ჩვენს სიზარმაცეზე და შიშებზეა ეს უბედურებაც დამოკიდებული. ის ვინც უცხოურ ენას ფლობს, გასაგებია, მაგრამ არა მისასალმებელი, რომ თავის ცოდნას იგი ვერ /არ თარგმნის ქართულ ენაზე. დამკვიდრებულია ორმაგი სტანდარტი: მდიდრებისა და ღარიბებისა; ქართულ და ინგლისურენისმცოდნე საზოგადოება კარგა ხანია პარალელურ რეალობებში ცხოვრობს. სამოქალაქო საზოგადოებას შუა დარაჯად უდგას მჩხიბავთა კარგად გაწვრთნილი შაიკა ტიპოგრაფიით, პიარის ყველა თანამედროვე ტექნიკით, ადამიანური და მატერიალური რესურსით.
დროა, პოლიტიკოსებს კონკრეტული გეგმები მოეთხოვით, რას აპირებენ, როდესაც სავარძლებზე წამოსხდებიან. რა რეფორმებს გაატარებენ განათლების სისტემაში. მოკლე და გრძელვადიანად!
აი, რას წერდა ამის შესახებ ნიკო ნიკოლაძე „საზოგადო საქმეებში“ 100 წელზე მეტი წლის წინ:
„გიმნაზიები განაწილებული არიან ორათ: ზოგს ჰქვია „კლასიკური“. ზოგს „რეალური“ გიმნაზიები. ამათში ის უმთავრესი განსხვავებაა, რომ…კლასიკურ გიმნაზიებში განსაკუთრებული მნიშვნელობა და ყურადღება მიქცეული აქვთ ძველ ენებს და იმისთანა საგნებს, როგორც ისტორიას, ძველ მწერლობას, და სხვ. რეალურ გიმნაზიებში კი ცოტათი უფრო მეტი ადგილი უკავია ნამდვილ ცხოვრებაში გამოსადეგ ცოდნას, ბუნების მეცნიერებას…
მკითხველს უნდა ახსოვდეს, რა ამბავი იყო სამოცდასამში, როცა პოლშის არეულობა ჯერ კიდევ დაუმშვიდებელი იყო. „მოსკოვის უწყებები“ მაშინ, კლასიკური გიმნაზიების ასამაღლებლათ ათასნაირ კილოზე, ათასანაირ შემთხვევაში ნიადაგ იმას ამბობდნენ, რომ ეხლანდელი არეულობა და აყალმაყალი სულ ბუნების მეცნიერების საქმეაო. ბუნების მეცნიერება უღვთოობას ასწავლისო; და თუ ჩვენ, რუსეთს, ამ უსიამოვნო სენის მოშორება გვინდა, აუცილებლად ისე უნდა მოვმართოთ სასწავლებლების საქმე, რომ ის შეეჩვიოს შრომას შრომისთვის, ისეთ შრომას, რომელმაც იმის ჭკუას მარტო მოძრაობა მისცეს… მაშ, ამბობდა უფ. კატკოვი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სიკეთე სურს, ის კლასიკურ სისტემის მოხრე უნდა იყოს…მარტო ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ,აშინ „მოსკოვის უწყებებს“,-რუსული გაზეთი „ხმა“, რომელმაც რეალური გიმნაზიების დაცვა იკისრა.
…“ხმამ დაუწყო მტკიცება, რომ რობესპიერი, სან-ჟუსტი, დემულენი და თითქმის ყველა სხვა გამოჩენილი რევოლუციონერები, რომელნიც ისეთი გაცვიფრებით შეეტაკნენ საფრანგეთის მმართველობას და დასცენ, ის- ეს რევოლუციონერები ლათინურ და ბერძნულ წიგნებზე იყვნენ აღზრდილი და მათი რესპუბლიკის სურვილი, მათი გრძნობა პლუტარხისა და ციცერონის თხზულებების კითხვამ დაბადაო…შეხედეთ მაგიერათ, ამბობდა „ხმა“, შრომა-მოყვარე, პრაქტიკულ ხალხს, ფაბრიკანტებს, მექარხნეებს, ოსტატებს-ისინი ყოველთვის საზოგადო და სახელმწიფო წესის დამცველები და დამფუძნებლები არიანო…ჩვენ დროში ხალხი ვერ გასძლებს, თუ ის ხეირიანათ განათლებული და სხვა და სხვა ხელოვნებაში გაჩვეული არ არის. სამოცდაექვსში რომ ომი იყო პრუსიას და ავსტრიას შუა. და განსაკუთრებით შარშანდელმა ომმა, დაამტკიცეს, რომ ეხლანდელ დროში ომიც შეუძლებელია, თუ ჯარი ხელოსნებისგან არ არის შემდგარი, ანა და შიგ საკმაო მცოდნე პირები არ ურევიან. როცა ჯარი იძულებული 24 საათში უშველებელი რკინის ხიდი გამართოს მტრისგან დანგრეულის მაგიერ, როცა ათი ათასობით სჭირია სახელმწიფოს ქიმიკოსები და ტეხნიკური თოფიარაღის, წამლის და მასალების მოსამზადებლათ, ციხეეები გასამარტელად და სხვა და სხვა ამნაირ მდგომარეობაში ლათინური და ბერძნული გრამატიკა უვარგისი და უძლურია…ერტი ბერძნული ენის პროფესორი, რომელიც ჯარში ჩაერიცხათ ისეტ უვარგ მეომრათ გამომდგარიყო, რომ ის ჯარის ცხენებისათვის მიეყენებინათ მწყემსათ…რანაირათ დაცინოდა მაშინ ლიტერატურათეთრ-თმიან მწყემსს, რომელიც ბერძნულათ უჯავრდებოდა ცხენებს და ლათინური ლექსებით მიყავდა ისინი წყლის სასმელათ! ეს საბრალო მწყემსი-პროფესორი იმ ხანჯლათ გახდა, რომელმაც სამუდამოდ გამოსწრა ყელი ცხოვრებისათვის უსარგებლო საგნების მასწავლებელ სისტემასა და ეს ხანჯალი იმ სიგრძე იყო, რომ მისმა ძალამ შორ ქვეყნებამდიც მიაწია…
ეხლა ხანს უმაღლესი ბრძანებით სახელმწიფო რჩევასთან დანიშნულია ახალი კომისია, რომელსაც მინდობილი აქვს გამოძებნოს გზა და საშუალებები რეალური აღზრდის გასავრცელებლად იმპერიაში. .. ამ კომისიის შრომაზე მიქცეული უნდა იყოს ყოველი გონიერი კაცის ყურადღება, ამიტომ, რომ მის ნაშრომზე დამოკიდებულია შემდეგი თაობის ბედი და მომავალი“.
ჯერ კიდევ 2012 წლიდან მიადგნენ სოფლის მეურნეობას, ავაღორძინოთო სოფელი, ოღონდ უგეგმოდ! სრული ეიფორიით იუწყება სხვადასხვა მედია საშუალება ბოლო წლების განმავლობაში, რომ საქართველოს (მშრალი)ხილის ექსპორტი გადაარჩენს. გაიწერება სტარტაპები, ახალგაზრდა მეწარმეებს ზეიმობს ქვეყანა. თუმცა ჯერ ისევ არავის უფიქრია სოფლის მეურნეობის სისტემატურ მეცნიერულ შესწავლაზე.
აი, გერმანიის სოფლის მეურნეობის ისტორიის ერთი ეპიზოდი:
"სასოფლო მეურნეობის მოხეტიალე მასწავლებლები პირველი განვითარების დამხმარეები იყვნენ ბაიერნში. 1861 წლიდან საზამთრო სამეურნეო სკოლები დაარსდა, სადაც მასწავლებლები ცენტრალური ქალაქებიდან ჩადიოდნენ რაიონებში. არდადეგებზე მასწავლებლები სოფლის ეკონომებს ამეცადინებდნენ.1897 წლის უმაღლესი ბრძანებულებით ბაიერნის სასოფლო სამრჩევლო დაარსდა, მასწავლებელთა მონაწილეობით, იმავე წლის 1. ოქტომბერს კი ბაიერნის მეურნეთა კავშირი.1920 წელს კავშირმა ორი სასწავლო წიგნი გამოუშვა:
1.სასოფლო მეურნეობა
2.კერძო(შინა) მეურნეობა
ორივე დღესაც არა მხოლოდ გერმანის, არამედ მთელ გერმანულენოვან პროფესიულ და უმაღლეს პროფესიულ ინსტიტუტებში სასწავლო ლიტერატურას მიეკუთვნება.“
წიგნის მოკლე ანოტაცია:
http://www.vela-bayern.de/cms/front_content.php?idcat=7
შეუძლებელია ვერ დაინახო საქართველოს ხელოვნურად შექმნილი ისტორიული პრობლემა ტექნიკური განათლების სფეროში. 2004 წელს დაწყებული პროფგანათლების რეფორმა, რომელმაც ქვეყანაში საჭირო სტრუქტურების შექმნა დაიწყო, 2012 წლიდან სისტემატურად მიზანმიმართული ჩამოშლა განიცადა.

აი, საქართველოს 2015 წლის მაკრო და მიკროეკონომიკური მიმოხილვა, სადაც განსაკუთრებით საინტერესო ადგილები (ადრე)გადმოგითარგმნეთ.
წყარო : გერმანული სავაჭრო პალატის ანალიზი
http://georgien.ahk.de/fileadmin/ahk_georgien/Publikation/DWV-GTAI-Publikation_Georgien_05-2016.pdf?fbclid=IwAR1Mkv4a0N_g_EwYnccqxW1ZqH2nV6D4Si9GcbTxSkEJmNYYpJot8ltJeWE

"ეკონომიური კრიზისი საქართველოს მთავარ საექსპორტო ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი) და ეროვნული ვალუტის თითქმის 1/3 -ით გაუფასურება აშშ დოლარის მიმართ 2014-16 წლებში, აგრეთვე უცხოეთიდან კერძო ფულადი გადარიცხვების შემცირება- ის ფაქტორებია, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დაარტყა, ასევე ქვეყნის შიგნით წარმოქმნილმა პრობლემებმაც - ზოგიერთ სექტორში უგულოდ და უხეიროდ გატარებულმა ან გაუტარებელმა რეფორმებმა. (გვ.9)
მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის თანახმად, ამოსაქაჩი და გასაუმჯობესებელია მაკროეკონომიური გარემო პირობები… ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო უწყებების მუშაობის ხარისხი, უმაღლესი და პროფესიული განათლება, მონოპოლური სტრუქტურების სამეურნეო სტრუქტურებში გადანაწილება, მომუშავე და ფუნქციონირებადი მომწოდებელი ინდუსტრია, საჭიროა უმუშევრობის შემცირება და მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბიდან ამოსვლა. ერთ სულზე მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობით ყოფილ სსრკ რესპუბლიკებიდან საქართველო ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს. (გვ. 23)
2014 წელს უმუშევართა ოფიციალური რიცხვი 12, 4 %-ს (246 000) შეადგენდა… ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უმუშევართა რეალური რაოდენობა 35/40 %-მდე აღწევს, ხოლო არანებაყოფლობით ცუდი სამუშაო პირობების გამო იგი 50 %-მდეც მერყეობს. … ძალზედ დამაფიქრებელია ახალგაზრდების უმუშევრობა,რომლის ოფიციალური ციფრი საშუალოდ 20%-ს შეადგენს. მათგან დაახლოებით 30 % აკადემიურ განათლებას ფლობს. (გვ. 27)
2014 წელს 1,75 მილიონ მომუშავეს შორის 3/5 დამოუკიდებლად, 2/5 დამსაქმებლის მიერ იყო დასაქმებული. დამოუკიდებლად დასაქმებულთა 4/5 გლეხია და მათი ოჯახის წევრები, 1/5 ქუჩის მოვაჭრე, ტაქსის მძღოლი და მცირე მომსახურეობის გამწევი. დამოუკიდებლად დასაქმებულები სიამოვნებით დასაქმდებოდნენ ვინმე მეწარმესთან, ასე რომ მათი განხილვა უფრო სამუშაოს მაძიებლებად იქნებოდა უპრიანი. არადამოუკიდებლად დასაქმებულთაგან 2/5-ის 40 % სახელმწიფო უწყებებში მუშაობს. (გვ. 28)
20111/12 წლებში დაწყებულმა პროფესიული განათლების რეფორმამ და 2013 წელს გატარებულ მოკლევადიანმა დამხმარე პროგრამამ პირველი წარმატება აჩვენა, მაგრამ დღემდე სკოლადამთავრებულთა ძალიან მცირე რაოდენობა ირჩევს პროფესიულ განათლებას. (რატომ ნეტა?!)
მუშახელის მოძიება უმეტესად კერძო ქსელებით, ნაცნობობით ხდება… მუშა-ხელის საძიებო უწყებას დასავლელი მეწარმეები კომპეტენციას უწუნებენ…. უამრავი დასაქმებული იძულებულია იმუშაოს ხელფასზე, რომელიც საარსებო მინიმუმს ქვემოთაა… განსაკუთრებით ვაჭრობაში, მშენებლობასა და მომსახურების სფეროში. (გვ.30)
თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების კურსებში (საგნობრივი ტრენინგები, კომპიუტერისა და უცხო ენების შესწავლა) ქართველები ძალიან დაბალ დონეზე არიან. ოფიციალური მონაცემებით თანამშრომელთა გადამზადებაზე დამსაქმებლის წლიური დანახარჯი კაცზე ორიდან სამ(!) ევროს შეადგენს. საქართველოს ნეოლიბერალურ ეკონომიკურ მოდელზე მოწყობის გამო საბაზისო სოციალური მომსახურების დაზღვევა დამსაქმებელს ეკისრება. (გვ. 33)
ამჟამად საქართველოში პროფესიის შესწავლა 25 პროფესიული კოლეჯსა და რამდენიმე ინსტიტუტშია შესაძლებელი. (გვ. 34)
2012 წელს ახალმა მთავრობამ თავის ეკონომიკურ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარებაც დასახა….2013 წლიდან 2018 წლამდე ევროპის სამეზობლო პროგრამის ჩარჩოში 52 მილიონი ევროს მიღება დაიგეგმა, დამატებით 10 მილიონს ევროკავშირი რძის, თხილისა და ბოსტნეულის წარმოების განვითარებაში ჩადებს…. ევროპული სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა 2015-18 წლებში კიდევ 20 მილიონ დოლარამდე გასცემს…. მიუხედავად გაძლიერებული დახმარებისა, აგრარული სექტორის გამოღვიძებას სასურველ შედეგამდე ბევრი აკლია. ქვეყნაში სამუშაოს მქონეთა რაოდენობის ნახევარზე მეტი, რომელიც ამ სამეურნეო სექტორში, სოფლის მეურნეობაშია დაკავებული, ბრუტოშიდაპროდუქტის მხოლოდ 9 %-ს გამოიმუშავებს. (გვ. 50)
აგრარული ნაწარმით, წყლითა და საკვებით ქვეყნის გარეთ ვაჭრობა მძიმე დეფიციტებს აჩვენებს. 2015 წლისათვის იმპორტი 1,1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ექსპორტი კი 0..6. მილიარდს. პოტენციის გამოყენების ხელისშემშლელი სუსტი ადგილები გადამამუშავებელ საწარმოთა არარსებობა, სასოფლო მეურნეობისათვის პროფესიული განათლების თითქმის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, აგრარულ ნაწარმთა შენახვა-მოხმარების არცოდნა და ეკონომიური სახსრების უქონლობაა. (გვ. 51)
საქართველოს რესურსებზე (მინერალური რესურსების თვალსაზრისით), ჯავშანის დადება გერმანიისათვის, ახალი სამთო პროექტებით თითქმის უმნიშვნელოა. ქვეყნის მინერაური რესურსები ძალიან შეზღუდულია და რაცაა, მდებარეობს ძნელად მისადგომ ადგილებში.(გვ.55)"
აი, როგორ ნადგურება საქართველოს მოსახლეობა: უფრო შიმშილით, რაც უცოდინრობის შედეგია და არა დაუსრულებლად მორალზე აპელირებით!
"ტესტოსტერონზე მომუშავე" წინა ხელისუფლების მიერ ინიცირებული ინგლისურის და სხვადასხვა კურსები თბილისის მერიის ინიციატივით კარგა ხანია დაახურულია- მსურველები არ იყვნენო. ხოლო ფილოსოფოსების, კინო/ხელოვანთა და მწერლების ქვეყანა თვითტკბობაშია ჩავარდნილი.
არც ერთი ქართულად ნათარგმნი თანამედროვე მეცნიერული მიღწევა! და არც თუნდაც სადღაც რეიტინგის კუდში მოჩანჩალე უნივერსიტეტი!
მხოლოდ „ძველები“, საბჭოთა სისტემის ჩინოვნიკებისაგან „გაკეთებული პროფესორები“, რომლებიც უცხოურ პროექტებში ახალგაზრდებს კაპიკებზე დასაქმების „ნებას აძლევენ“, შედეგეად ახალგაზრდები გარბიან, ხოლო ეროვნულ კათედრებზე დამსახურებულ ღვაწლ-მოსილნი მუშაკობენ.


ოცნებამ მოსვლსთანავე, უკვე დადასტურებულად, დაითხოვა 5000 საჯარო მოხელე, რომელთა მოსამზადებლადაც დიდძალი რესურსი დახარჯა როგორც საქართველომ, ასევე ევროკავშირმა და სხვა დამხმარე ქვეყანამ.
ისინი ჩანაცვლდნენ ოცნების მიმართ განწყობილი ლოიალური პირებით. სხვა საგაზეთო სტატიიდან, რომელიც აქ ადრე დავლინკე, შევიტყე, რომ ჩანაცვლებულთა რიცხვი 7 000- ია, თუმცა ისინი სასარგებლო იდიოტებად იქნენ მოხმარებულნი და დიდი ნაწილი მათგანაც უვე დათხოვნილია ბიუჯეის ოპტიმიზაციის სახელით.
გამოდის, რომ საბჭოთა კავშირში დააბრუნა ოცნებამ ქვეყანა. ამის საფუძველს არა მხოლოდ ეს კვლევა მაძლევს, არამედ სხვა (უკვე ჩემს მიერ კარგად გამოკვლეული) განხორციელებული უკურეფორმებიც. მაგალითად, განათლების სისტემაში.





აი, რას წერდა კიტა აბაშიძე საუკუნეზე მეტი ხნის წინ:
საქართველოსათვის მეცხრამეტე საუკუნე შავითა და ბნელით არის მოცული.
საქართველო, როგორც პოლიტიკური არსება, მოისპო მეცხრამეტე საუკუნის პირველსავე წელიწადში.
მეცხრამეტე საუკუნიდან ქართველ ერს თავისი სრული ცხოვრება აღარა ჰქონია, იგი ცხოვრობდა სიტყვით სხვის “მფარველობის” ქვეშე, ხოლო საქმით სხვის “მონობას” განიცდიდა.
ჩვენ თუ ჩვენისავე ნებით დავმორჩილდით ჩვენ მეზობელ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც მასთან ქრისტეს მოსავიც იყო, ამით ისტორიულად მიუცილებელის მსვლელობის საქმე ცოტათი დავაჩქარეთ, აღარ ვიხმარეთ ყოველი საშვალება მტრისაგან ნიშანში ამოღებულის სამშობლოს საშველად, არამედ პირდაპირ აღვასრულეთ ის, რაც, “ადრე იქნებოდა თუ გვიან”, მაინც უნდა მომხდარიყო.
ჩვენ აქ მხოლოდ ის შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ სახელმწიფოს, რომლის კალთის ქვეშაც ჩვენ გამგეთ თავი შეაფარეს, საქმე გავუადვილეთ და დიდი შრომა და ჯაფა ავაცილეთ, კიდევაც დიდი შემწეობა აღმოვუჩინეთ იმ საქმეში, რომელიც მისი ისტორიულის მსვლელობის მიუცილებელი მიზანი იყო.

*********************************************************************
ამგვარად, ქართველი ერი წასულის ასი წლის განმავლობაში სცხოვრობდა არა სავსებით,არამედ ვაი-ვაგლახით მიჩანჩალებდა.
**********************************************************************

მთელი მისი მოქმედება, აზრი, ფიქრი, მისწრაფება მარტო
ერთ რამეში გამოიხატებოდა - ლიტერატურაში და ისიც ლიტერატურის ერთ დარგში - სიტყვა-კაზმულ მწერლობაში. პოლიტიკური და ეკონომიური ცვლილებანი მოხდა გარეშე ჩვენის მონაწილეობისა და გავლენისა, თითქმის არც ერთი ამ ცვლილებათაგანი ჩვენ ახლოსაც არ გაგვკარებია (საერობო თვითმართველობის და ნაფიცთა მსაჯულის ინსტიტუტი, შეღავათიანი ცენზურა და სხვ.).
მეცნიერულისა და ფილოსოფიურის მსვლელობისაც კი სრულიად გარეშე მაყურებლად დავრჩით:
სასულიერო და საერო აკადემიები და უნივერსიტეტები - ეს მეცნიერებისა და ფილოსოფიის ნავთსადგურნი, სხვა და სხვა გვარი უმაღლესი სკოლები ჩვენ თვალითაც არ დაგვანახეს. სწავლა-აღზრდის საქმე ჩვენს ხელად არ არის და ჩვენს გავლენას სავსებით აცილებულია.
სიტყვა-კაზმული მწერლობა შეიქმნა ერთადერთი მხარე ცხოვრებისა, რომელიც ამ ცხოვრების ვითარების უტყუარი, ხელოვნური გამომხატველი იყო.
კიტა აბაშიძე




ლინკები ფაროსანაზე (გერმანულად):

https://www.welt.de/wissenschaft/article10226361/Invasion-der-stinkenden-Wanzen-in-Nordamerika.html?fbclid=IwAR124S9cBTIT6S3EVNRp8cQise2QZOO0ZCbAG945oA2gnDeTPXmjPMEgCos

http://www.20min.ch/wissen/news/story/31322895

https://www.halyomorphahalys.com/?fbclid=IwAR3Xq9-dyHWPgqsmzlLqdGDrhtcHvd_ga_kD7cUOALq7MD0qhvehaon9KoU

https://www.halyomorphahalys.com/bekaumlmpfung-pest-control.html?fbclid=IwAR21hx-zvPEsOsmBKldghKGMvJBe_oJjcEiUQgOXWUzo36iuQ_Bhglj8f1Q

http://www.provinz.bz.it/land-forstwirtschaft/landwirtschaft/obst-weinbau/marmorierte-baumwanze.asp?fbclid=IwAR2A3jMtKVVqe8Dwdetz1KI5NFXeXidZjuYBuZnavtsL4GlY3QzS3kkGcWE

https://www.srf.ch/news/schweiz/schaedlinge-unter-quarantaene?fbclid=IwAR3p5D1DWx44KEpxaRuxgQ38A6-PJIqJimD1Y8XweMQl8Yxlzoy8BcRZo8Q

https://www.google.de/url?sa=t&rct=j&q&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&uact=8&ved=0ahUKEwiRzf_ipvvXAhXD0aQKHRp1Cn4QFggqMAA&url=https%3A%2F%2Fwww.lmtvet.bremen.de%2Fsixcms%2Fmedia.php%2F13%2FBlinde_Passagiere_Stinkwanze_3_2012.pdf&usg=AOvVaw2ofi4LBDvrx2_f-LF9TQym&fbclid=IwAR1Kv4z6JozKOJmSgffYXnQrRR8YXTJb423-c2-tP9-r8Ttz0G8qij5u0hE

http://www.ltz-bw.de/pb/site/pbs-bw-new/get/documents/MLR.LEL/PB5Documents/ltz_ka/Service/Schriftenreihen/Hinweise%20zur%20Pflanzengesundheit/Marmorierte%20Baumwanze_DL/Pflanzengesundheit%20Marmorierte%20Baumwanze.pdf?fbclid=IwAR12JhtQbwkzOsw7bL0huULcpGXfbPTlQLNrZx1U1uEDKAKtjR6539dflFc


ლინკები ფაროსანას შემოსევაზე საქართველოში:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი შექმნეს
https://bpn.ge/finansebi/42264-saqarthvelos-teqnikur-universitetshi-aziuri-farosanas-satsinaaghmdego-preparati-sheqmnes.html?lang=ka-GE&fbclid=IwAR0pm8HQAz9BT5XQQ-WWo8dy1poObk-XtJRDsh1DTFSfG_oBSfJsU4fqYlw

პესტიციდების უცნობი სკანდალი და ჰაერში გასროლილი 50 მილიონის საიდუმლო
http://www.iberiatv.ge/ka/gadacemebi/x-zona/article/6499-pesticidebis-ucnobi-skandali-da-haershi-gasrolili-50-milionis-saidumlo?fbclid=IwAR2n2ZY0qRN4RpMcuzlk1ZBJTdaLNC1vQmxPQuBYvEsB3QwRTYCWHvojliU

დავითაშვილი: “ფაროსანა უბრალოდ მწერია, ამაზე ამდენი ყურადღების გამახვილება გადაჭარბებულია”
http://netgazeti.ge/news/255534/?fbclid=IwAR3SgeMQfa90G0mwdY9myWXUK7WC_jhbSq6Tq6L0bz0uOKR4mMrPIjFRYY4

მინისტრის მოადგილე - ფაროსანას წინააღმდეგ "მოიზიდე და მოკალის" პრინციპი დაინერგება - მას ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ, ლიკვიდაცია კი წერტილოვანი დარტყმით მოხდება, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა
https://www.interpressnews.ge/ka/article/481018-ministris-moadgile-parosanas-cinaagmdeg-moizide-da-mokalis-principi-dainergeba-mas-peromonebis-sashualebit-movizidavt-likvidacia-ki-certilovani-dartqmit-moxdeba-rata-ar-moxdes-mtlianad-tqis-masivebis-garemos-shecamvla/?fbclid=IwAR3KoXYBi82h30g317KIAtzYGYJyZ3gdH4qy7sbHipLbtq07uKfvgH4tH8Q

შესაძლოა, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად იაპონური კრაზანა შემოიყვანონ
http://netgazeti.ge/news/257086/?fbclid=IwAR2Cw-qT9sNbUqYjs4LgOvTttgjaRV9m0h41mKf8lrciTT1vFqCCVdMXWsw

ფაროსანასთან საბრძოლველად აშშ-მა საქართველოს $3.5 მილიონი გამოუყო
http://netgazeti.ge/news/261103/?fbclid=IwAR3KIUfMoeR_9sBWYNbQtOfkStPvWEjIlTKRhkcu7s84lL61F4lZHc8-sgo

აფხაზეთის მცხოვრებლებს ერთ კილოგრამ ფაროსანაში ათას რუბლს გადაუხდიან
http://www.radioatinati.ge/regioni/article/63858-afkhazethis-mckhovreblebs-erthi-kilogram-farosanashi-athas-rubls-gadaukhdian.html?fbclid=IwAR1rDpSWdlFUhAihoawDMDfzz8zmFer7j1iuhm1Rno1LFKZBdsqnyu8V6Wg

ფაროსანას გასანადგურებელი წამლით ერთი მამაკაცი გარდაიცვალა
http://www.paqtebi.ge/?p=5595&fbclid=IwAR2kyq6aaVVYblxLWZvoV0INQCuaZjqwPjNyLVxH_z8r4VXW5S0wQXQ-AYY

ერთი ადამიანს, Sopho Chachanidze-ს თავს გადამხდარი ამბავი (წყარო ფეისბუკი)
სახელმწიფო ფაროსანების წინააღმდეგ, ანუ იდიოტოკრატია.
28. Juli 2018
!!!!!!!!
ერთი კვირაა ურეკში ვარ ბავშვებით. გუშინ საღამოს ოზურგეთის საავადმყოფოში მომიწია წასვლა, ალერგია მაქვს და გადასხმა მჭირდებოდა. მოკლედ... რაც მერე მოხდა, იმის ფონზე, ჩემი ამბავი საინტერესო აღარაა.
!!!
- დავწექი გადასხმაზე, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, თან ორი გადამისხეს და ლევანს რომ ეს ორი ბავშვი რამენაირად გერთო და დრო გაეყვანათ, წავიდნენ პარკში სასეირნოდ და ატრაქციონებზე. მოკლედ, ის იქიდან ბავშვების ვიდეობეს მიგზავნის, მე ჩემს სისტემა მიერთებულ სელფებს და გურულ პაცინეტ-ექიმებზე დაკვირვების შედეგებს და ვართ ასე.
- აი დიმედროლ-სუპრასტინ-დექსამ თავისი რო ქნა და ძილბურანში წავედი, რაღაც ჩოჩქოლია, ექიმიან-პაციენტიანა იქეთ-აქეთ დარბის და ფანჯრებს კეტავს, გადაძახილებით - "ფაროსანები გაუშვეს" (?) დაკეტეთ ფანჯრები. გვერდით ახლაგაზრდა ჩინიანი პატრული მიწევს, მამამისს ურეკავს - თუ არ გამოსულხარ სახლიდან, ჯერ არ გამოხვიდე, "ფაროსანებს მიაფუტეს" და საწამლავია ჰაერში, გაიტანოს ცოტა.
- ვაიმე! დიმედროლი დაძლია ჩემმა გონებამ და პანიკა დამეწყო. - რა ქნეს? ვეკითხები პატრულს, ჩემ ქმარს ბავშვები პარკში ყავს და მთელ ქალქში ასხამენ? - უი, რას ამბობთ ქალბატონი, შენობაში შევიდნენ, რაფერ შეილება ბავშვებისთვის ამის შესუნთქვა (აქ უკვე ვფიქრობ ამოვიგლიჯო ეს გადასხმის შნურები, თუ რა ვქნა)
- ამ დროს ლევანი მწერს, რომ რაღაც გაუშვეს ჰაერში, ფაროსანების საწინააღმდეგო და აჩის ალერგია აქვს, აცემინბს, (პაუზა) მეც, (პაუზა) დათისაც (ნელნელა მაპარებს).
- ვააახ! რა გავაკეთო აღარ ვიცი, ვეუბნები, რომ წამოვიდნენ საავადმყოფოში სასწრაფოდ. მოდიან. ექიმს ვეუბნები ამ ამბავს და აშკარად არ მოსწონს. მეუბნება, რომ მოიყვანოს ბავშვები და ვაჩვენოთ მეორე სართულზე ბავშვთა განყოფილებაში....
- ვთხოვ, რომ მომხსნან ეს რაღაცა და გავალ ბავშვბთან. - როგორ გახვალთ ქალბატონო, ფაროსანების ის არის გაშვებული, არ შეილება გარეთ (!). თავი კინოში მგონია. მიმღების დერეფანი სავსეა თავშეფარებული ხალხით.
- ეს გადასხმაც არ ჩამოიცალა... ლევანი მოდის ბავშვებით, ამ ეტაპზე მარტო დათის აცემინებს ინტენსიურად. ვერთობით მიმღებში, როგორც შეგვიძლია, თან ვცდილობ ბავშვთა განყოფილების ამბები გავარკვიო.
- როგორც იქნა, მორჩა დადასხმა და წამოვდექი. ავდივართ, მეორე სართულზე ბავშვთაში და პედიატრს ვუყვები მოკლედ რა მოხდა. არ აქვს მთლად ბედნიერი სახე და ცოტა დაბნეულ კითხვებდ მისვამს: პირდაბირ იქ იყვნენ ბოლში? ის ჰაერი შეისუნთქეს, თუ სუნი ეცათ? ვერაფერს ვერ ვუზამთ წინასწარ, მოწამვლის სიმპტომები თუ არაა, სასწრაფოდ გაარიდეთ აქაურობას, სუფთა ჰაერი ასუნთქეთ (!). ხო აქ რჩებით ღამე? - არა, ურეკში ვართ. - უი ამ სიშორეზე... გულის რევა რომ დაეწყოთ (!!!), ოზურგეთში ვერ გაათევთ ღამეს? წაიყვანეთ სასწრაფოდ ჰაერზე, ეგ არის ყველაზე უკეთესი მკურნალობა. - ქალბატონო, როგორ წავიყვანო, მთელი ოზურგეთი შენობაშია, გარეთ არ შეიძლებაო. - მაშინ დაელოდეთ, ცოტა გადაიაროს და მერე გაიყვანეთ. - მე კი წავიყვან, მაგრამ აქ ვინც ცხოვრობთ ეს ხალხი რას შვებით ხოლმე? - რა ვიცით, ვართ ასე, მომწამვლელია, მარა არამგონია მომაკვდინებელი იყოს (!!!!!!!!!) (ექიმი ქალი მეუბნება).
- ამასობაში, სანამ ჩემი დანიშნულება და საბუთები გამზადდა, ჰაერი გაიწმინდა თუ არა არ ვიცი, მარა სასწრაფოდ გამოვდივართ, წამლებს ვყიდულობ, ბავშვებს ვაჭმევ მანქანაში (დამშეულები არიან) და მივდივართ ურეკისკენ.
- ურეკს რო მივუახლოვდით, აჩი მეუბნება, რომ გული ერევა. . . . ლევანი იქვე აჩერებს მანქანას, აჩის ვისვამ წინ კალთაში, ფანჯრებს ვწევთ (აქ უკვე სუფთა ჰაერია), წყალს ვასმევ, ველაპარაკები, ეგებ გადაუაროს...
- მოვედით სალხში (კოტეჯში). უკვე 11 საათია ღამის. აჩი ლევანმა სასეირნოდ წაიყვანა, ბორჯომი ვუყიდეთ, ზოგადად ძაან უყვარს, მაგრამ მაინდამაინც ეხლა არ მოიკლა თავი დალევით. დათიზე არ ვნერვიულობ, ძინავს მშვიდად. აჩის ვუყურებ თვალებში - დედიკო, ისევ მერევა გული, ცოტა მერევა, აღარ მერევა.... ჭამა რაღაცეები, ხასიათზე მოვიდა, კარგადაა. უკვე ძაან ეძინება და ვაწვენ, ვუყვები მორიგ ამბავ/ზღაპარს მეხანძრეებზე და იძინებს. მეც ფაქტიურად ფეხზე მძინავს, ამ დიმედროლ-სუპრასტინების ფონზე. დათის რძე დავალევინე ძილში და დავწექით.
- ღამე არ ვიცი ლევანის დაძახება თუ ბავშვუს ტირილი მაღვიძებს და ამბავია ისაა, რომ დათის გული აერია. ოღონდ ცოტათი. რაღადროს ამის "ამოქაფებაა", მაგრამ ოპტიმისტური ალტერნატივა იყო და ამ ვერსისაც ვუშვებ. გამოვუცვალე, დავწექი, არ იძინებს, ტირის. ავაყენე, ხელში ვატარებთქო და ისე აერია გული, ამოიღო მთელი მუცელი.... გამოვუცვალე, ცოტა წყალი დავალევინე, მივაძინე. დიმედროლმა დაკარგა მოქმედება და ისეთ ენერგიაზე ვარ, მოვასუფთავე სახლი, დასვრილი ზეწარი და ტანსაცმელი გავრეცხე, ინათლა ამასობაში და ყავა, სიგარეტი, ფეისბუქით დავჯექი ეზოში. ისევ აღებინა ცოტა და ისევ გამოვუცვალე, ეზოში გავიყვანე, ჰაერი იქნებ ესიამოვნოს და "კაჩალკაში" დავჯექი ბავშვიანად. დაიძინა მშვიდად, ამასობაში წვიმა დაიწყო, შევედით სახლში.
- პერიოდულად აჩისთან მივდივარ, ცხელი ხო არაა, ცივი ხო არაა, როგორ სუნთქავს, სუნთქავს, რას შვება.
- ლევანს ვეუბნებო რო ბათუმში უნდა წავიყვანოთ ბავშვი გადასხმაზე. შევთანხმდით.
- მეუბნება, რომ კინოებში რომ ქიმიური შეტევის კადრებია, ისეთი სცენა იყო პარკში საღამოს 9 საათზე, ზაფხულში, მთელი ხალხი რო გარეთაა... იქვე ვიღაც კაცებს კითხა, ეშველის თუ არა ფაროსანების ამბავსო და იმათ, რა დროს ფაროსანებია, გაიყვანე ბავშვები აქედანო (!!). მანქანა ზუსტად გაფრქვევის ეპიცენტრში იგდა ამ დროს, მაგრამ იქ მისვლის გარდა, სხვა ალერნატივა ბავშვების გამოსაყვანად არ არსებობდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდე ვინ დავთაგო, არ ვიცი! ფაროსანები ვართ??!
თქვენ ნორმალურები თუ ხართ?! საღამოს საათებში, გაფრთხილების გარეშე, შუა ქალაქში, ტოქსიკური ბოლის გაშვება ვინ მოიგონა???! გიჩივლოთ, აგაფეთქოთ, თუ რა ვქნა?
P.S. ბავშვების ბებიები ვერ კითხულობენ ამ პოსტს და ე მანად შემთხვევით ვინმემ ამბის მოსაკითხათ არ დაურეკოთ რომელიმეს!!!!
P.P.S. დაკვირვებული ვარ, მე რომ ავად გავხდები (რაც ძალინ იშვიათად ხდება), ვინმე შინაურს ისეთი რამე ემართება, ჩემი თავი რო არც მე და არც სხვას აღარ ახსოვს 😂




Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen